მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7089.2
-0.001
flag
AZN 1.5949
-0.0006
flag
CNY 38.078
-0.0056
flag
EUR 3.1231
-0.0155
flag
GBP 3.5607
-0.0016
flag
KZT 51.52
0.0021
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7117
-0.001

ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება, რომ მუდმივად იყოს შემოდინება ინვესტიციების უცხოეთიდან - ჯემალ ინაიშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციაზე

news image

Eagle Hills-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნის, ზოგადად ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“, რუბრიკაში Business Insider Georgia, სტუმრობისას ბიზნესმენმა, „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა.

ჯემალ ინაიშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციის შესახებ ბოლო დღეებში გააქტიურებულ ნეგატიურ კამპანიას გამოეხმაურა. 

„არაბული ქალაქის აშენება" ეს არის არასწორი გამონათქვამი. Eagle Hills-ის პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - ჩვენი ეკონომიკური წარმატებისა და ზრდის მთავარი ფაქტორი არის სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესი. ზუსტად ამ მიმართულებითაა ეს პროექტიც გათვლილი, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვართ დაკავებული კარგა ხანია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთი მსხვილი დეველოპერული კომპანია შემოდის. ქართული კომპანიებიც იგივეს აკეთებდნენ და მათი ძირითადი მომხმარებელი უცხოელები იყვნენ -  ისრაელი, ყაზახეთი თუ სხვა ქვეყნები.

როცა საინვესტიციოდ საუბრობ, შენი სამიზნე ჯგუფი სწორედ ის ქვეყნებია, რადგან შეუძლებელია ასეთი დიდი პროექტების განხორციელება და მხოლოდ შიდა მომხმარებელზე დაყრდნობა. ამ გზით მიდის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპული. მაგალითად, საბერძნეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას აქვთ სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში ისინი სთავაზობენ უძრავი ქონების შეძენას მომხმარებლებს და ამის სანაცვლოდ გასცემენ ე.წ. საინვესტიციო ვიზას - ოქროს ვიზას. მათ არ აქვთ სამუშაო უფლება, მაგრამ შეუძლიათ იცხოვრონ, იმოგზაურონ და სხვა სარგებელიც მიიღონ,“ - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონში უკვე ჰყავს კონკურენტი – აზერბაიჯანი, სადაც მიმდინარეობს გრანდიოზული პროექტი Sea Breeze.

„ჩვენი კონკურენტი აზერბაიჯანია. ზუსტად იგივეს აკეთებს Sea Breeze. ძალიან დიდი პროექტია ბაქოსთან ახლოს, უზარმაზარი მასშტაბის, და მათ გადაწყვიტეს კაზინოს გახსნაც კი. აქვთ ამბიცია, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი კაზინო მთელ ამიერკავკასიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით კონკურენტულ გარემოში. დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია უძრავი ქონების შეძენა უცხო ქვეყნებში. როგორც ქართველები ყიდულობენ ესპანეთში და სხვაგან, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობენ საქართველოში. ეს პრაქტიკა უკვე არსებობს და სწორედ ამით არსებობენ უძრავი ქონების კომპანიები. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ მუდმივად იყოს უცხოური კაპიტალის შემოდინება,“ - ამბობს „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

როგორც ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გახდა ცნობილი, Eagle Hills-ის პროექტებში საქართველოს სახელმწიფო ფლობს 33%-იან წილს, რაც მთავრობის განმარტებით ქართული სახელმწიფოს ინტერესის გამოხატულებაა.

„მით უმეტეს, სახელმწიფოს ექნება კონტროლი ძირითად საკვანძო საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესებშია. პირიქით, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო ჩართული, იტყოდნენ, რომ წილიც არ აქვსო. ამ შემთხვევაში კი სახელმწიფო წილს იტოვებს,“ - განმარტავს ინაიშვილი.

მისივე თქმით, Eagle Hills-ის ინვესტიციის პარალელურად განხორციელდება სხვა თანმდევი ინვესტიციებიც და განვითარდება ინფრასტრუქტურა.

„შეუძლებელია, ეს ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე. ჯერ ერთი, ამ პროექტში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი. გარდა ამისა, პროექტი მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს. როცა ასეთი დიდი ქალაქი აშენდება ბათუმის მიმდებარედ, დამატებით შესაძლოა შეიქმნას ახალი ობიექტები. პლუს ამას შესაძლებელია, რომ „ამბასადორი“ დაემატოს. განხორციელდება ინვესტიციები გზის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მიმართულებით. იგივე იქნება თბილისშიც. გარდა ამისა, ეს პროექტი გავლენას მოახდენს სხვა დარგებზეც, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორზე. ნებისმიერი მშენებლობა და პროექტი პირდაპირაა დაკავშირებული ლოგისტიკასთან,“ - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “ჟინი შინაგანი, დაუოკებელი სურვილია, რომელიც არ გვაძლევს მოსვენებას” - გაეცანით, Helio AI-ს თანადამფუძნებლის, იაკო ჯიქიას გამოცდილებას

03.11.2025.19:11

500 Global in Eurasua სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაა, რომელსაც 500 Global-ი საქართველოს ბანკთან და და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ახორციელებს. 

500 Global in Eurasua წელიწადში ორჯერ სტარტაპებს სწრაფი აქსელერაციისთვის ამზადებს. თუმცა, ეს ყველაფერი ანტრეპრენერების ჟინის გარეშე შეუძლებელია. რადგან, ჟინი მამოძრავებელი ძალაა, მიაღწიო დასახულ მიზანს. ჟინი სწრაფვაა, დაძლიო ყველა გამოწვევა. ჟინი არ გაჩერებაა. 

ანტრეპრენერებში ჟინის მნიშვნელობის შესახებ 500 Global in Eurasia-ს ერთ-ერთი მონაწილე, Helio AI-ის თანადამფუძნებელი და CEO, იაკო ჯიქია გვესაუბრება.  

თქვენი გამოცდილებით, რას ნიშნავს ჟინი ბიზნესში? განსაკუთრებით კი, რა მნიშვნელობა აქვს მას სტარტაპებისთვის?

ჩემი აზრით, ჟინი ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც, შინაგანი, დაუოკებელი სურვილია რაღაცის მიღწევის, შექმნის, შენების, რომელიც არ გვაძლევს მოსვენებას მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. 

სტარტაპზე მუშაობა უამრავი გამოწვევით არის სავსე. როგორც წესი, დასაწყისში არავის სჯერა შენი იდეის, არავინ გენდობა, რესურსები შეზღუდული გაქვს და ხშირად კონკურენციის გაწევა გიწევს დიდ გიგანტებთან. 

არ ვიცი გარედან როგორ ჩანს, მაგრამ ეს პროცესი სავსეა უამრავი მარცხით, წარუმატებელი ექსპერიმენტით და ბევრი მტკივნეული „უარით“. ასეთ რეალობაში ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ჟინია ის, რაც გაიძულებს არ გაჩერდე და გააგრძელო დინების საპირისპიროდ ცურვა. 

როგორ შეიქმნა Helio AI? და, რა როლი ჰქონდა ამ პროცესში ჟინს?

ჰელიოს იდეა ჩვენი, დამფუძნებლების პირადი პრობლემიდან გაჩნდა, როდესაც გვიწევდა დიდი გუნდების ფორმირება და რეკრუტინგი უდიდეს დროს და ძალიან ბევრი რუტინულ საქმიანობას მოითხოვდა. ბევრი უძილო ღამის მერე მივხვდით, რომ ეს პრობლემა მარტო ჩვენ არ გვეხებოდა და შეგვეძლო რაღაც ისეთი შეგვექმნა, რომელიც ამ პროცესის გარდაქმნას მოახდენდა არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად. 

ნინისთან, ნათიასთან და სულხანთან ერთად, ასე დაიბადა ჰელიო, რეკრუტინგის AI აგენტი, რომელიც შერჩევის პროცესების ავტომატიზაციას ახდენს და კომპანიებს საუკეთესო ტალანტების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. დღეს უკვე ჰელიო 400-მდე ბრენდს ემსახურება, მსოფლიოს 7 ქვეყანაში, რაც განსაკუთრებით გვეამაყება. 

ჰელიოს გზა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, სავსეა ისტორიებით, სადაც ინვესტორები თუ სხვადასხვა კონკურსის ჟიური გვიხსნიდა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა, რომ ჩვენი კვალიფიკაცია არ იყო საკმარისი მსგავსი სტარტაპის განსავითარებლად, რომ ეს სერვისი არავის დაჭირდებოდა და ა.შ. თუმცა, ჩვენ ჩვენ თავში ეჭვი არასდროს შეგვპარვია, რადგან ჟინი იყო სწორედ ის, რაც თითოეულ ასეთ მტკივნეულ უარზე კიდევ და კიდევ უფრო მეტად გვანდომებდა „გამარჯვებას“. 

მახსოვს, ერთ-ერთ კონკურსში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დაფინანსების ბოლო ეტაპზე უარი მივიღეთ, არადა ამ პროცესში უდიდესი შრომა გვქონდა ჩადებული და თან ეს თვეები გრძელდებოდა. მეილი რომ მოვიდა, ალბათ 10 წუთი ხმა არავის ამოგვიღია... მაგრამ 10 წუთის შემდეგ დავსხედით და გავაგრძელეთ ჩვენი დაგეგმილი შეხვედრა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. აღნიშნული დაფინანსების აღება მეორედაც ვცადეთ და იგივე შედეგი მივიღეთ, თუმცა არც აქ გავჩერდით და მესამე ცდაზე გავიმარჯვეთ. ასეთი მაგალითი უამრავი გვაქვს.

როგორ აზიარებთ თქვენს ჟინს გუნდთან და როგორ ქმნით საერთო მოტივაციას?

ამისთვის განსაკუთრებული ტექნიკები არ გვაქვს. ალბათ ჰელიოს წარმატება ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული ადამიანი, განურჩევლად პოზიციისა, ამ შინაგანი ენერგიის მატარებელია. ახალ გუნდის წევრებსაც ასე ვარჩევთ. ყოველთვის ღიად და გახსნილად ვსაუბრობთ ერთმანეთის უკუკავშირზე, დასახვეწ და გამოსასწორებელ საკითხებზე, ვზეიმობთ იმას, რაც კარგად გამოგვდის და რაც მთავარია, არასდროს გვავიწყდება რისთვის შეიქმნა ჰელიო და რისთვის ვართ თითოეული აქ!

ყოფილა თუ არა თქვენს ანტრეპრენერულ ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ჟინი - არ გაჩერების იდეა ის გარდამტეხი ძალა გამხდარა, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილება განახორციელა?

ასეთი მომენტებით სავსეა ანტრეპრენერული ცხოვრება. ალბათ ჩვენ ყველას ჰელიოში ის გვიზიდავს, რომ ჩვენთვის ყველა დღე, კვირა და თვე გარდამტეხია. გარდამტეხია ყველა ჩვენი შეხვედრა, ყველა ახალი ინფორმაცია, ახალი გუნდის წევრი, ახალი პარტნიორი კომპანია, ინვესტიცია და ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. 

ვფიქრობ, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე პოზიტიური, აკეთო ის, რაც გიყვარს და მხოლოდ და მხოლოდ ჟინი არის ის, რაც ასეთი საქმის აღმოგვაჩენინებს და შემდეგ არასდროს მოგვცემს უფლებას, შევეშვათ მას.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 

2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა