ჩვენ შევქმენით კომპანია, რომელიც დღეს რეგიონში ნდობის, ინოვაციისა და ლიდერობის სიმბოლოა - „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი
თეგეტა ჰოლდინგმა პირველად საავტომობილო სექტორში წლიური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი ასახავს 2024 წლის შედეგებს, სტრატეგიასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ კორპორაციულ პრაქტიკას. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტში დაწვრილებით არის აღწერილი გზა, რომელიც ჰოლდინგმა 2024 წელს გაიარა:
ჰოლდინგის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 125 მილიონს გადააჭარბა.
„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თეგეტა ჰოლდინგის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყო 2024 წელსაც. თეგეტა ერთადერთი საავტომობილო კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო CSR სტრატეგია შეიმუშავა და მიღწევები საზოგადოებას გაუზიარა“, - განმარტავენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის იუბილეს თეგეტა ახალი მიდგომებითა და ამბიციური გეგმებით ხვდება.
„2025 წელს „თეგეტა“ არა მხოლოდ 30-წლიან წარმატებას აღნიშნავს, არამედ პასუხისმგებლობის ახალ ეტაპს ჩვენს კლიენტებთან/მომხმარებლებთან, ჩვენს ხალხთან და ჩვენს მომავალთან მიმართებით. ჩვენ შევქმენით კომპანია, რომელიც დღეს რეგიონში ნდობის, ინოვაციისა და ლიდერობის სიმბოლოა. „თეგეტა“ არის იდეა, რომელიც პროგრესს მიზანთან აერთიანებს“, - აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
სხვა სიახლეები
18.09.2025.12:36
სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, 16 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის სტუდენტური და sCool ბარათების მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური შეთავაზებები.
აქციის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტუდენტური და sCool ბარათებით გადახდისას MyCellfie აპლიკაციაში, აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიაქტიურონ შემდეგი პაკეტები:
ინტერნეტ პაკეტები:
მიქს პაკეტი:
სელფი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების კომფორტზე და სთავაზობს მათ ახალ და საინტერესო შეთავაზებებს, რათა კომუნიკაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს.