მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083.7
-0.0032
flag
AZN 1.5996
-0.0007
flag
CNY 37.95
-0.0051
flag
EUR 3.2029
-0.0126
flag
GBP 3.7284
-0.0218
flag
KZT 52.43
0
flag
TRY 0.0683
0
flag
USD 2.7203
-0.0012

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, პარიზი თბილისთან უკვე მეორე საერთაშორისო აეროპორტით არის დაკავშირებული - ლევან მოსეშვილი

news image

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Transavia France-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ პირველი რეისით თბილისში, ბოინგ 737-800 პარიზის ორლის აეროპორტიდან 163 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, საფრანგეთის დედაქალაქის სამ საერთაშორისო აეროპორტთან საქართველო ახლა ორი საერთაშორისო აეროპორტით არის დაკავშირებული. 

,,კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება ჩვენს აეროპორტში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა  Air France-KLM ჯგუფთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე, ფრანგულ-ჰოლანდიური მულტინაციონალური  საავიაციო ჰოლდინგის კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოვიდა.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვცდილობთ, საშუალება მივცეთ ჩვენს მგზავრებს სხვადასხვა აეროპორტებიდან იმოგზაურონ. მნიშვნელოვანია, რომ Transavia France თბილისში პარიზის, ორლის აეროპორტიდან იფრენს. რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული, ხოლო პარიზის მესამე აეროპორტში (ბოვე) ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება,-“განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც  Air France-ისადა ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტშიმდებარეობს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა https://www.transavia.com/accueil/fr-fr შესაძლებელი.

 

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კახეთში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალში გასული სკოლები ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

03.07.2025.13:54

კახეთში, სასკოლო ლიგის ფარგლებში, მინი ფეხბურთის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 8 საჯარო სკოლის 150-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. 1/2 ფინალში გამართული დაძაბული მატჩების შედეგად გამოვლინდა ფინალისტი გუნდები. ესენია არიან: საგარეჯოს №4 საჯარო სკოლა და ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლა.

სულ მალე მინი ფეხბურთის ფინალური შეხვედრა თბილისშიც გაიმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს და არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.


ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15 -მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა