ჩვენ ყველა ინვესტორისთვის უნდა ვიყოთ ღია და გახსნილი - ჯემალ ინაიშვილი
„ჩვენ ყველა ინვესტორისთვის უნდა ვიყოთ ღია და გახსნილი,“ — ამბობს „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
„ჩვენ ყველასთვის უნდა ვიყოთ ღია და გახსნილი, ვისაც კონკრეტული ინტერესი ექნება. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, უნდა ხელი შევუწყოთ და შევძლოთ მათი დაინტერესება, რომ მათ განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში,“ — აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.
მანვე გადაცემაში EMAAR-ის 6 მლრდ-იან ინვესტიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ინვესტიციით სხვა სექტორები და ბიზნესებიც იხილავენ სარგებელს.
„პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ეს ინვესტორის გადაწყვეტილებაა და ამას საფუძვლად უდევს ის გარემო, ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, ამ სახის და ამ ოდენობის ინვესტიციებისთვის უკვე. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც გაჟღერდა ამ ოდენობის ინვესტიცია ერთჯერადი, ერთი კონკრეტული მიმართულებით. რა თქმა უნდა ამის ათვისება არ მოხდება და ვერ მოხდება ვერც ერთი წლის განმავლობაში და ვერც ორის. ეს გაიწელება გარკვეულ პერიოდში და ეს ასეც არის ალბათ გათვალისწინებული, მაგრამ თვითონ ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს მრავალ სხვა პარალელურ ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას პარალელურად საქართველოში და ეკონომიკის პარალელური დარგების განვითარებას. იმიტომ, რომ ეს იქნება მრავალ წახნაგოვანი და მრავალ მიმართულებიანი ინვესტიცია, იმიტომ რომ იქ სადაც უნდა აშენდეს, იქ გზა იქნება მისაყვანი, იქ იქნება სხვა ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ მთავარი ინვესტორის გარდა ბევრი მოთამაშე იქნება პარალელურად ჩართული“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.
"თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, EMMAR-ის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებით სარგებელს ბევრი სხვა მომიჯნავე სექტორები და ბიზნესები ნახავენ.
„რა თქმა უნდა, ჩვენც ვხედავთ სარგებელს აქედან, როგორც სატრანსპორტო კომპანიები, ჩვენი სატრანსპორტო კომპანია და ბევრი სხვა ჩვენი კონკურენტი. მათ შორის იმიტომ რომ ბევრი რამ რაც ამ მშენებლობის პროცესში იქნება საჭირო, ის იქნება ტრანსპორტირებული ზღვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ბევრი მოთამაშე ეყოლება ამ ინვესტიციას და თანამონაწილე“, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი.
სხვა სიახლეები
03.10.2025.14:00
Kass Land • კასს ლენდი უკვე იქცა ოთხივე სეზონის განუმეორებელ დასასვენებელ სივრცედ. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანიაში Kass Group აღნიშნავენ, Kass Land სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს ისე, რომ ადგილი წლის ნებისმიერ დროს საინტერესო და მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება.
„Kass Land უკვე მასპინძლობს სტუმრებს ოთხივე სეზონზე. Kass Land სთავაზობს ვიზიტორებს განთავსებას, საკონფერენციო მომსახურებას, სპა და აუზს, უგემრიელეს სამზარეულოს, შთამბეჭდავ ბუნებას, რაც ყველა სეზონზე ასეთი მიმზიდველი და სასურველია,“ - განმარტავენ კომპანიაში.
Kass Land-ის დაცულმა ტერიტორიამ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 20%-ით მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. Kass Group-ში აცხადებენ, რომ ზაფხული დატვირთული იყო ვიზიტორებით როგორც დაცული ტერიტორიის, ასევე განთავსების მიმართულებით.
მიმდინარე წელს ლოკაციაზე ოფიციალურად გაიხსნა Kass Land Diamond Resort-ი, სადაც სტუმრების დიდი ნაწილი განთავსების ობიექტს ისრაელიდან სტუმრობდა.
„სტუმრების ძირითადი რაოდენობა იყო ისრაელიდან - განთავსების მიმართულებით. ადგილობრივებისა და უცხოელების გადანაწილება იყო 75% / 25%. ლიდერობდნენ: ისრაელი, ჩინეთი, პოლონეთი, რუსეთი,“ - განმარტავენ კომპანიაში.
ზაფხულის შემდეგ, შემოდგომაზე ჯავშნების რაოდენობამ იკლო, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ზამთრის სეზონზე ჯგუფების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, სასტუმროში დომინირებს ინდივიდუალური ჯავშნები.
Kass Group ინფრასტრუქტურის განახლებასა და ახლის დამატებას მუდმივ რეჟიმში ახორციელებს და, როგორც კომპანიაში განმარტავენ, მომდევნო წლებში აქ იგეგმება ატრაქციონების და განთავსების საშუალებების მოწყობა.
„Kass Land მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს განახლებულ სერვისებს. სამომავლოდ იგეგმება დამატებითი ატრაქციონების მოწყობა პარკში და განთავსების საშუალებების,“ - აცხადებენ Kass Group-ში.