მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.7
-0.0048
flag
AZN 1.5729
0.0001
flag
CNY 39.086
0.016
flag
EUR 3.1544
0.0039
flag
GBP 3.6191
0.0055
flag
KZT 53.5
0.0029
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6741
0.0001

კმაყოფილი ვართ საქართველოს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებით - Edelweiss

news image

Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ქართულმა ბაზარი მოლოდინებს გადააჭარბა, ხოლო შვეიცარიული ბაზარი მცირედით ჩამორჩა პროგნოზს.

„ჯამურად, მიმართულებამ  გაამართლა ჩვენი მოლოდინები. საქართველოს ბაზრის წარმატებული სტარტი, სავარაუდოდ, უკავშირდება Lufthansa Group-ის წევრობასა და Swiss International Air Lines-თან პარტნიორობას“, - აღნიშნავენ Edelweiss-ში.

რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, ის აპრილიდან გაიზრდება. 

„მომდევნო სეზონი დაიწყება მარტის დასაწყისში კვირაში ორჯერ შესრულებული რეისებით. 2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში სამამდე. ვიმედოვნებთ, რომ რეისების შეთავაზებას შევძლებთ 2026 წლის ნოემბრის პირველ კვირამდე, ხოლო მოკლე პაუზის შემდეგ  კვლავ შობისა და ახალი წლის პერიოდში 2026/2027 წლებში“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

 Edelweiss-ში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მგზავრთნაკადით კმაყოფილები არიან. 

„ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებით. ჯერ კიდევ საჭიროა აქტიური მუშაობა შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურიზმის განვითარებისთვის, რისთვისაც მზად ვართ მარკეტინგული კამპანიებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. 

შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურიზმის განვითარებისთვის, მზად ვართ მარკეტინგული კამპანიებისა და საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რაჭაში მდებარე ტურისტული ობიექტი Wine Space ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის გაფართოებას და სერვისების დამატებას გეგმავს

26.02.2026.18:00

რაჭაში მდებარე ტურისტული ობიექტი Wine Space 2026 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის გაფართოებას და სერვისების დამატებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან Wine Space-ის დამფუძნებელმა მარიამ მარგიანმა განაცხადა, იგეგმება რეტრიტებისა და თვითშემეცნებაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა. მისი თქმით, პროექტის მიზანი არა მხოლოდ დასვენების, არამედ ემოციური განტვირთვისა და სტრესის მართვაზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა, რასაც Wine Space-ის ბუნებრივი ლოკაცია და გარემო იდეალურად პასუხობს.

„ზოგადად, Wine Space-ის განვითარებას ეტაპობრივად ვგეგმავთ. ჩვენთვის მთავარი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცის გაზრდა, არამედ ისეთი გამოცდილებების შექმნა, რომლებიც რაჭას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ჩემთვის, როგორც Wine Space-ის დამფუძნებლისთვის და ასევე ფსიქოლოგისთვის, მნიშვნელოვანია, რომ Wine Space იყოს არა მხოლოდ დასვენების ადგილი, არამედ სივრცე, სადაც ადამიანი ემოციურადაც განიტვირთება. ამიტომ ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ახლა მოვიაზრებთ და ვამუშავებთ, არის მცირე რეტრიტები და სემინარები - ეს უკავშირდება თვითშემეცნებას, სტრესის მართვას, ცხოვრების ბალანსს, ხოლო ბუნება, სიმშვიდე და Wine Space-ის გარემო ამისთვის იდეალურია“, - აცხადებს მარიამ მარგიანი.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის სერვისები საწყის ეტაპზე კორპორატიული ტურების მიმართულებით დაინერგება, ხოლო შემდეგ ინდივიდუალურ დამსვენებლებსაც შესთავაზებენ.

„ორივე მიმართულებას განვიხილავთ, თუმცა პირველ ეტაპზე აქცენტი უფრო კორპორაციებთან თანამშრომლობაზე და ჯგუფურ ტურებზე გაკეთდება. ამ სერვისზე წლების განმავლობაში დიდი მოთხოვნაა, გამომდინარე ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ტემპიდან. პირველ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ აქტიურად ჩართულები იქნებიან ადგილობრივი ტურისტები, შემდეგ კი, ინდივიდუალური ტურების სახით, გამოცდილებები ყველა ტურისტისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჯგუფური ტურები პირველ ეტაპზე ძირითადად საქართველოს ბაზარს იქნება მიმართული, ხოლო შემდეგ უცხოელი ვიზიტორებისთვისაც შევთავაზებთ“, - ამბობს მარიამ მარგიანი.

Wine Space ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის საცხოვრებელი სივრცის გაფართოებასაც გეგმავს.

„ამჟამად სამი გლემპინგი გვაქვს და ერთი ძირითადი შენობა, რომელსაც ბუტიკ სასტუმროს სტატუსით ვაპოზიციონირებთ. საცხოვრებელი სივრცეების დამატება იგეგმება და, ალბათ, ზაფხულის სეზონზე გავხსნით. თუმცა ჩვენთვის მთავარი არა მხოლოდ ერთეულების დამატებაა, არამედ არსებული გამოცდილების გაძლიერება - ინფრასტრუქტურა, სერვისი და სტუმრის გამოცდილება, რაც გახსნის დღიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო“, - აცხადებს Wine Space-ის დამფუძნებელი.

რაჭაში მდებარე ტურისტულ სივრცეს ერთდროულად 25 სტუმრის განთავსება შეუძლია, ხოლო კვებისა და ღვინის დეგუსტაციის სერვისით დაახლოებით 60 სტუმარს. ადგილზე ფუნქციონირებს ღვინის წარმოებაც, რაც ვიზიტორებს დეგუსტაციისა და გამოცდილების სრულ ციკლს სთავაზობს.

„ზოგადად ვხედავთ, რომ რაჭაზე ინტერესი იზრდება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოგზაურების მხრიდან. ჩვენი გაფართოება დაკავშირებულია არა მხოლოდ ბიზნესთან, არამედ რეგიონში ხარისხიანი ტურიზმის განვითარებასთან. აქედან გამომდინარე, დასახული გვაქვს კონკრეტული მიზნები და არსებული მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ სტუმრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნავს Wine Space-ის დამფუძნებელი.

მარიამ მარგიანის თქმით, თბილისიდან რაჭაში 30 წუთში გადმოფრენის შესაძლებლობა ტურისტული მიმართულების განვითარებას ხელს უწყობს.

„ცნობადობის გაზრდა ნამდვილად აუცილებელია, რადგან ბევრმა არ იცის, რომ ასეთი მიმართულება არსებობს. თბილისიდან სულ 30 წუთში შესაძლებელია რაჭაში ყოფნა, ხოლო ნატახტარი დედაქალაქთან ძალიან ახლოსაა, რაც პროცესს კიდევ უფრო გაუადვილებს. საინფორმაციო კამპანიები ამ კუთხით ძალიან სასარგებლო იქნება, მათ შორის ქართველი სეგმენტისთვისაც. ჩვენ მხარდაჭერას ვგრძნობთ და, როგორც ბიზნესი და სასტუმრო, ვცდილობთ გავაძლიეროთ სტუმრის გამოცდილება, ინფრასტრუქტურა და შემდეგ სხვადასხვა ტურისტული აქტივობები განვავითაროთ“, - აცხადებს ტურისტული ობიექტის მფლობელი.

Wine Space-ის მონაცემებით, 2025 წელს სტუმრების 45% იყვნენ ადგილობრივი ტურისტები. უცხოელ ვიზიტორებს შორის ლიდერობდნენ ისრაელი, გერმანია და პოლონეთი, რაც ბოლო წლებში სტაბილურ ბაზრებს წარმოადგენს, აღნიშნავს მარიამ მარგიანი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა