ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებით - Edelweiss
Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ქართულმა ბაზარი მოლოდინებს გადააჭარბა, ხოლო შვეიცარიული ბაზარი მცირედით ჩამორჩა პროგნოზს.
„ჯამურად, მიმართულებამ გაამართლა ჩვენი მოლოდინები. საქართველოს ბაზრის წარმატებული სტარტი, სავარაუდოდ, უკავშირდება Lufthansa Group-ის წევრობასა და Swiss International Air Lines-თან პარტნიორობას“, - აღნიშნავენ Edelweiss-ში.
რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, ის აპრილიდან გაიზრდება.
„მომდევნო სეზონი დაიწყება მარტის დასაწყისში კვირაში ორჯერ შესრულებული რეისებით. 2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში სამამდე. ვიმედოვნებთ, რომ რეისების შეთავაზებას შევძლებთ 2026 წლის ნოემბრის პირველ კვირამდე, ხოლო მოკლე პაუზის შემდეგ კვლავ შობისა და ახალი წლის პერიოდში 2026/2027 წლებში“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
Edelweiss-ში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მგზავრთნაკადით კმაყოფილები არიან.
„ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილებით. ჯერ კიდევ საჭიროა აქტიური მუშაობა შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურიზმის განვითარებისთვის, რისთვისაც მზად ვართ მარკეტინგული კამპანიებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურიზმის განვითარებისთვის, მზად ვართ მარკეტინგული კამპანიებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
სხვა სიახლეები
მზის ენერგიის გამოყენება - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
13.01.2026.16:53
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის მდგრადი განვითარებისა დაენერგოეფექტურობის მიმართულებით ცოდნის მიღების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი, მზის ენერგიის გამოყენება დაემატა.
კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებით და სურთ, გაიგონ, რასარგებლის მოტანა შეუძლია ბიზნესისთვის მზის ენერგიის გამოყენებას.
ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან, რა პრინციპით მუშაობს სისტემა დაროგორ შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ბიზნესში. კურსი მიმოიხილავს მზის ენერგიისგამოყენების ძირითად უპირატესობებს, მათ შორის ხარჯების შემცირებასა და გრძელვადიან ფინანსურეფექტს.
კურსს უძღვება თორნიკე დარჯანია, Helios Energy-ის დამფუძნებელი, რომელიც მონაწილეებს გაუზიარებსპრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ მაგალითებს მზის ენერგიის პროექტების დაგეგმვისა დაგანხორციელების შესახებ საქართველოში.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულპირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგისა და სხვა მიმართულებებით ცოდნამიიღოს გამოცდილი სპეციალისტებისგან. კურსები მორგებულია ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე დაპლატფორმა მუდმივად ახლდება.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია — ესაა ერთიანი ეკოსისტემა,რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესისგანვითარების ყველა ეტაპისთვის.