მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

გვყავს უცხოელი კონსულტანტები, რომლებიც ძალიან დიდი რეპუტაციით სარგებლობენ - Agritouch

news image

საკონსულტაციო კომპანია Agritouch ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ განუცხადა

ჩვენ ვაერთიანებთ ორ ძირითადად მიმართულებას. ერთი არისბლუბერი ფარმი“, რომელიც ლურჯი მოცვის წარმოებაა და Agritouch, რომელიც არის საკონსულტაციო, საექსპორტო კომპანია. ჩვენი კომპანიის მეშვეობით ხდება ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის და სხვა ქართული საკვები და სასმელი პროდუქციის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში და სრული კონსულტაცია, რაც გულისხმობს თუ რა შეფუთვებზეა მოთხოვნა, რა სტანდარტებს უნდა ითვალისწინებდეს კომპანია, ეტიკეტზე რა უნდა იყოს დატანილი, რა დოკუმენტაცია უნდა ახლდეს თან პროდუქციას და ა.. ჩვენთან წარმოებული ნებისმიერი სასმელი და საკვები პროდუქტი გადამუშავებული და ასევე ნედლი, Fresh ფორმით როგორ უნდა გახდეს საექსპორტო სახის. ამ მიმართულებით, ჩვენი ძირითადი ბაზარი არის გალფის ქვეყნები, კატარი, დუბაი, საუდის არაბეთი

ჩვენი კომპანიის მეორე მიმართულება არის საკონსულტაციო მომსახურება ლურჯი მოცვის გაშენების კუთხით. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქართულ ბანკთან, რომლებსაც აქვთ აგრო სესხი. მათ პორტფოლიოს ვუწევთ სრულ მონიტორინგს და ასევე გვაქვს აგრო საკონსულტაციო სერვისები გაშენებიდან დაწყებული Post-harvest ანუ კრეფის შემდგომი მართვის ჩათვლით “, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი ეკა ვეფხვაძე.

 

კომპანია დაკომპლექტებულია უცხოელი პროფესიონალი კონსულტანტებით. საკონსულტაციო სერვისების მიმართ ინტერესი და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. 

„მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს სტიმულაციებთან. მაგალითად, როდესაც არის გრანტები კონკრეტული მიმართულებით, ან სესხები სუბსიდირების კუთხით რა თქმა უნდა ეს დამატებითი სტიმულია ინვესტორისთვის, რომ ინვესტიცია განახორციელოს ამ სფეროში და შესაბამისად ჩვენი მოთხოვნაც იზრდება. ძირითადად, მოთხოვნა მზარდია იმიტომ, რომ ჩვენ ტექნიკური სახის კონსულტაციას ვუწევთ, ან აგრონომიულს და ასევე კრეფის შემდგომ მართვაში ვეხმარებით, რომელიც საკმაოდ სპეციფიკურია და აუცილებლად გამოცდილებას მოითხოვს. ჩვენ გვყავს უცხოელი კონსულტანტები, რომლებიც ძალიან დიდი რეპუტაციით სარგებლობენ არამარტო საქართველოში და ასევე გვყავს ადგილობრივი აგრონომებიც. ჩვენ, გარდა ტექნიკური დახმარებისა გაშენების პროცესში ჩართვასაც ვუზრუნველყოფთ “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ეკა ვეფხვაძე.

კომპანია მცირე ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს და ეხმარება მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში.

"ჩვენ ასევე გვაქვს სამაცივრე მეურნეობა, რომელიც განკუთვნილია მცირე ფერმერებისთვის, ვისაც არ აქვს ინფრასტრუქტურა და დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ პროდუქციის რეალიზებას. ვიბარებთ მათ პროდუქტს, ამ შემთხვევაში ლურჯ მოცვს გურიაში და ახლომახლო რეგიონში. შემდეგ ვახორციელებთ დახარისხებას, დაფასოებას, საექსპორტო სახის მიცემას და ვაგზავნით სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი ეკა ვეფხვაძე.

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

21.01.2026.17:38

საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ სამუშაო გარემოში პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგან.

ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მიღება 20 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამებს გაეცნონ და განაცხადი გააგზავნონ აქ.

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ინტენსიურ ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ სამუშაო გამოცდილებას დაკავშირებულ დეპარტამენტებში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში განაგრძო.

ინფორმაციისთვის, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები. 

2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:

• კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
• პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
• სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
• საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
• მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოალურობის მართვა;
• საბანკო სამართალი;
• ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
• მონაცემთა მეცნიერება;
• IOS დეველოპმენტი;
• მარკეტინგი;
• ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
• ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა