მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

ჩვენ გვჭირდება მეგა ნავსადგური, რომელიც კონკურენციას გაუწევს შედარებით პატარა რიზეს, ტრაბზონს და სხვებს - ჯემალ ინაიშვილი

news image

ჩვენ გვჭირდება მეგა ნავსადგური, რომელიც კონკურენციას გაუწევს შედარებით პატარა რიზეს, ტრაბზონს და ასე შემდეგ, - აცხადებს "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა ანაკლიის ნავსადგურის პროექტზე საუბრისას. 


მისი თქმით, ანაკლია იქნება თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტები უნდა აშენდეს სწრაფი ტემპით. 

„ჩვენ თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა, იმიტომ რომ აქ გარკვეულწილად, გარდა იმისა, რომ ეს ზანგეზური გაკეთდება მომავალში და ა.შ., როგორც კი სომხეთი და აზერბაიჯანი გახსნიან საზღვრებს, ავტომატურად თურქეთთანაც გაიხსნება. და თუ სომხეთი დღემდე თავიდან ბოლომდე ჩვენზე დამოკიდებული ქვეყანაა - ჩვენი ნავსადგურებით, სატრანსპორტო გზებით და კომუნიკაციებით სარგებლობს - აქედან გამომდინარე, მათ საშუალება გაუჩნდებათ პირდაპირ ისარგებლონ, ვთქვათ, რიზეს ან ტრაბზონის ნავსადგურით.

იმიტომ რომ ტრაბზონიდან და რიზედან გაცილებით ახლოა ერევანამდე, ვიდრე ფოთიდან ან ბათუმიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მეგა ნავსადგური, რომელიც უკვე კონკურენციას გაუწევს შედარებით პატარა რიზეს, ტრაბზონს და ა.შ. ეს ჩვენთვის აუცილებელია. და გარდა ამისა, ის რუსეთიდან შემოიტანს გარკვეულ იმპორტს უკვე ქართული ნავსადგურების გვერდის ავლით და პირდაპირ შემოვა რკინიგზით“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი. 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სამომავლოდ ტერიტორიაზე იგეგმება დამატებითი ატრაქციონების და განთავსების საშუალებების მოწყობა - Kass Land

03.10.2025.14:00

Kass Land • კასს ლენდი უკვე იქცა ოთხივე სეზონის განუმეორებელ დასასვენებელ სივრცედ. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანიაში Kass Group აღნიშნავენ, Kass Land სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს ისე, რომ ადგილი წლის ნებისმიერ დროს საინტერესო და მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება.

„Kass Land უკვე მასპინძლობს სტუმრებს ოთხივე სეზონზე. Kass Land სთავაზობს ვიზიტორებს განთავსებას, საკონფერენციო მომსახურებას, სპა და აუზს, უგემრიელეს სამზარეულოს, შთამბეჭდავ ბუნებას, რაც ყველა სეზონზე ასეთი მიმზიდველი და სასურველია,“ - განმარტავენ კომპანიაში.

Kass Land-ის დაცულმა ტერიტორიამ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 20%-ით მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. Kass Group-ში აცხადებენ, რომ ზაფხული დატვირთული იყო ვიზიტორებით როგორც დაცული ტერიტორიის, ასევე განთავსების მიმართულებით.

მიმდინარე წელს ლოკაციაზე ოფიციალურად გაიხსნა Kass Land Diamond Resort-ი, სადაც სტუმრების დიდი ნაწილი განთავსების ობიექტს ისრაელიდან სტუმრობდა.

„სტუმრების ძირითადი რაოდენობა იყო ისრაელიდან - განთავსების მიმართულებით. ადგილობრივებისა და უცხოელების გადანაწილება იყო 75% / 25%. ლიდერობდნენ: ისრაელი, ჩინეთი, პოლონეთი, რუსეთი,“ - განმარტავენ კომპანიაში.

ზაფხულის შემდეგ, შემოდგომაზე ჯავშნების რაოდენობამ იკლო, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ზამთრის სეზონზე ჯგუფების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, სასტუმროში დომინირებს ინდივიდუალური ჯავშნები.

Kass Group ინფრასტრუქტურის განახლებასა და ახლის დამატებას მუდმივ რეჟიმში ახორციელებს და, როგორც კომპანიაში განმარტავენ, მომდევნო წლებში აქ იგეგმება ატრაქციონების და განთავსების საშუალებების მოწყობა.

„Kass Land მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს განახლებულ სერვისებს. სამომავლოდ იგეგმება დამატებითი ატრაქციონების მოწყობა პარკში და განთავსების საშუალებების,“ - აცხადებენ Kass Group-ში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა