მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

„ჭრიჭინა“ - პირველი ჩურჩხელის კანფეტი ქართულ ბაზარზე

news image

ბაზარზე ჯანსაღი და ნატურალური ტკბილეულის ახალი ბრენდი „ჭრიჭინა“ გამოჩნდა. “ჭრიჭინა“ ეს არის ქართულ ბაზარზე პირველი ჩურჩხელის კანფეტი, რომელიც ჩურჩხელის „სამშობლოში“ კახეთში იწარმოება.

როგორც Business Insider Georgia-სთან ტკბილეულის ბრენდ „ჭრიჭინა“-ს დამფუძნებელმა, მცირე მეწარმე თამარ გაგნიძემ განაცხადა, ბრენდის შექმნა ბაზარზე ჩურჩხელის ფალსიფიკაციის მაღალმა დონემ აიძულა და ასე დაიბადა პირველი ჩურჩხელის კანფეტის იდეაც.

„საქართველოში ჩურჩხელას ბევრი აწარმოებს, თუმცა ბაზარზე რთულია ნატურალური ჩურჩხელა მოიძიო. ბოლო პერიოდში ჩურჩხელის დამზადება სხვადასხვა ფერებით და ქიმური შენაერთებით ხდება. მე როგორც კახელმა ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ დამემზადებინა ნატურალური ჩურჩხელა და დამებრუნებინა ბავშვობის გემო. საწყის ეტაპზე წარმოება მცირე რაოდენობით დავიწყე და ძირითადად ახლობლებში ვყიდდი. ბოლოს კი გადავედი ონლაინ გაყიდვებზე და ეტაპობრივად ვაფართოებ ონლაინ აუდიტორიას და გაყიდვებს. ამ ფონზე გადავწყვიტე, რომ ჩამომეყალიბებინა ბრენდი და შემექმნა ისეთი შეფუთვა, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნებოდა როგორც ადგილობრივებისთვის ისე უცხოელებისთვის. ჩვენი პროდუქტიული ლაბორატორიულადაც უკვე დამოწმებულია“, - განაცხადა თამარ გაგნიძემ.

მცირე მეწარმე განვითარებას ფიქრობდა და საბოლოოდ გრანტის მოპოვებაც შეძლო, რიტაც თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში მცირე საწარმოც აამოქმედა.

„ჭრიჭინა“ გაყიდვებს და წარმოებას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს და სეზონური არ იქნება.

ონლაინ გაყიდვების გარდა „ჭრიჭინა“ სუპერმარკეტების ქსელებში მოხვედრასაც განიხილავს, თუმცა საწყის ეტაპზე შესაბამისი შეთავაზება გაუგზავნა „წერტი“-ს და ახლა მათგან გამოხმაურებას ელოდება.

„ჭრიჭინა“ ნატურალური პროდუქტია და ვფიქრობ, რომ იმპორტირებულ ტკბილეულს კონკურენცია უნდა გაუწიოს. ჩურჩხელის კანფეტი ყველა ასაკის ადამიანს რომ უყვარს ისეთი ტკბილეულია“, - აცხადებს თამარ გაგნიძე.

იმისათვის, რომ ცნობადობა გაიზარდოს საწყის ეტაპზე „ჭრიჭინამ“ სოციალურ ქსელში მარკეტინგული კამპანიის წარმოება დაიწყო.

„ჭრიჭინა“ ეს არის ტრადიციული გემო ახალ ფორმატში.

„ახალგაზრდული სტარტაპი, რომელმაც ტრადიციული ნუგბარი ჩურჩხელა ინდივიდუალურად შეფუთულ, პორციულ სასუსნავად აქცია. „ჭრიჭინა“ იდეალური ნუგბარია ხანგრძლივი სწავლის , სამუშაო დღეების ან მოგზაურობის დროს, რადგან არის ადვილად სატარებელი და აქვს იდეალური ზომა პორციის კონტროლისთვის.

მინდვორქსის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შექმნილი „ჭრიჭინა“ არის მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მეწარმეებს ტრადიციული სასუსნავი თანამედროვე ცხოვრების სტილს მოარგონ.

სტარტაპი არის პროექტის ნაწილი, რომელიც Mindworks-ის მიერ, SOS ბავშვთა სოფელი • SOS Children's Villages Georgia-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობას სამეწარმეო უნარების განვითარებით 11 წარმატებული სტარტაპ იდეის შემუშავებისა და განხორციელების გზით. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ“, - აღნიშნულია Mindworks-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი ბრენდის M.Ratiani - Design-ის სამომავლო გეგმები

05.05.2025.12:00

M.Ratiani - Design არის ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი ქართული ბრენდი, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მარიამ რატიანს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?


ბრენდი ქმნის ქალბატონებისთვის ინდივიდუალური დიზაინის ხელნაკეთ ნივთებს. ბრენდი დაარსდა 2020 წელს და ხუთი წელია რაც ბაზარზე არსებობს.

როგორია კომპანიის ასორტიმენტი?

ვქმნით ჩანთებს, სამკაულებს, თავსაბურავებსა და ქუდებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბრენდის ნივთები არის განსხვავებული დიზაინის, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. თბილისში ვთანამშრომლობთ, სამ მაღაზიასთან და ასევე საზღვარგარეთ ორ მაღაზიასთან (სომხეთში და ამერიკაში).

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ბაზარზე ზოგადად რთულია შექმნა ისეთი სტილი რისი მსგავსიც უკვე არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ბრენდის ხაზი გამოირჩევა, ყოველდღიური სტილით და რაც მთავარია პრაქტიკულობით, მაგალითად თავსაბურავებს გავუკეთეთ ზომის მარეგულირებლით ჩამკეტები, რაც აიოლებს მის გამოყენებას. ასევე მოვიფიქრეთ ისეთი ჩანთები, რომლის მეშვეობითაც საზაფხულო ქუდების სადმე წაღება გახდა მარტივი და ა.შ. ეს გვანიჭებს სხვებთან შედარებით უპირატესობას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი ბრენდის მაღაზია გაიხსნას თბილისში და ამ საკითხზე ვმუშაობთ, ასევე გვსურს ბრენდის სახელოსნოს გაფართოვება და უფრო მეტი ადამიანის დასაქმება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა