მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7090.3
0.0004
flag
AZN 1.5912
-0.0005
flag
CNY 38.068
0.0011
flag
EUR 3.1223
0.005
flag
GBP 3.5422
0.0082
flag
KZT 52.05
-0.0002
flag
TRY 0.0637
-0.0001
flag
USD 2.7056
-0.0006

„ჭიტას“ კონკურენტული უპირატესობა ქართულ ბაზარზე – 29 წლიანი გზა

news image

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა / Chita ქართულ ბაზარზე 29 წელია ოპერირებს და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. „ჭიტადღეს საქართველოში ბევრი ცნობილი საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას აერთიანებს და ბაზრის ზრდის პარალელურადაც ქვეყნის მასშტაბით დაფარვის არეალს აფართოებს.

„ჭიტა“ იმპორტირებული პროდუქციის გარდა ადგილობრივი წარმოების სათამაშოებსაც ყიდის და ქართველ სტარტაპერებს შედარებით უკეთესი პირობებით ემსახურება, რადგან მიაჩნია, რომ ადგილობრივი წარმოების სათამაშოების ბაზრის განვითარება უმნიშვნელოვანესია. თუ როგორია „ჭიტას“ უახლოესი გეგმები და განვითარების სტრატეგია, დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia „ჭიტას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამთა რუხაძეს ესაუბრა.

- რამდენი წელია, რაცჭიტაბაზარზეა და დღეისათვის რამდენი ფილიალით ხართ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილები?

- სათამაშოების მაღაზია „ჭიტა“ 1996 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე და უკვე 29 წელია აბედნიერებს თაობებს. დღეისათვის საქართველოში 17 ფილიალით არის წარმოდგენილი.

- 2026 წლისთვის რა გეგმები აქვს კომპანიას გაფართოების კუთხით?

- 2025 წლის ბოლოს იხსნება „ჭიტას“ მე-18 ფილიალი ქ. თელავში („თელავი მოლში“).

- როგორია თქვენი გრძელვადიანი სტრატეგიამეტი ფილიალის გახსნა, თუ არსებული ქსელის გაძლიერება და ხარისხზე ფოკუსირება?

- კომპანიის განვითარების სტრატეგია ეფუძნება ორი მიმართულების პარალელურ განვითარებას - ქსელის გაფართოებას და არსებული ფილიალების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ზრდას და მაღალი ხარისხის სტანდარტების შენარჩუნებას.

- რამდენად დიდ გავლენას ახდენს სეზონურობა (მაგალითად, ახალი წელი ან სკოლის დასაწყისი) თქვენს გაყიდვებზე?

- Back to School და New Year სეზონი ჩვენთვის ყველაზე დინამიკური და მოლოდინებით სავსე პერიოდია. სწორედ ამიტომ, ყოველ წელს განსაკუთრებულად ვემზადებით და ჩვენს მომხმარებლებს უამრავ საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ, რაც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს გაყიდვებზეც.

- რით არისჭიტაგამორჩეული ბაზარზე და დღეს რა მიგაჩნიათ მის კონკურენტულ უპირატესობად?

- ჩვენი კომპანია გამორჩეულია იმ საამაყო წლების რაოდენობით, რის განმავლობაშიც პოზიციონირებს ბაზარზე. უკვე 29 წელია, თაობებს ვულამაზებთ ბავშვობას და მომხმარებელთა მაღალი სანდოობა მიგვაჩნია უპირატესობად. გარდა ამისა, ვთვლით, რომ ჩვენი მიტანის სერვისის სისწრაფე და ორგანიზებულობა ქვეყნის მასშტაბით ნამდვილად უპირატესობაა კომპანიის წარმატებისთვის. ჩვენი მომხმარებლები 15:00 საათამდე განხორციელებულ შეკვეთას იღებენ იმავე დღეს - არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ იმ ქალაქებშიც, სადაც ჩვენი ფილიალებია.

- დღეისათვისჭიტასქსელებში რა პროცენტი უჭირავს ადგილობრივ წარმოებას და რამდენად მზარდია მოთხოვნა?

- „ჭიტას“ ასორტიმენტებში ამ ეტაპზე ადგილობრივ წარმოებას 10% უჭირავს. наша კომპანია მუდმივად უწყობს ხელს ქართულ სტარტაპებს. მათთვის ჩვენს ფილიალში საგამოფენო სივრცე გამოვყავით და სრულიად უსასყიდლოდ გადავეცით გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებისთვის.

- რა კეთდებაჭიტასმხრიდან ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად?

- ადგილობრივი მწარმოებლები მუდმივ რეჟიმში არიან მიმდინარე პროცესებში ჩართულები. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და რჩევებიც გავუწიოთ.

- თქვენი აზრით, რა როლი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს ადგილობრივი სათამაშო წარმოების განვითარების ხელშეწყობაში?

  • გრანტები და სუბსიდიები - შეიძლება შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამები ინოვაციური ან ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოებისთვის.
  • საგადასახადო შეღავათები - მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც ადგილობრივ წარმოებას იწყებენ ან აფართოებენ.
  • საფინანსო ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობა - დაბალპროცენტიანი სესხები ან საგარანტიო მექანიზმები.

განათლებისა და ინოვაციების მხარდაჭერა

  • დიზაინისა და ინჟინერიის განათლების წახალისება - ტექნიკურ უნივერსიტეტებთან ან ხელოვნების აკადემიებთან ერთად შესაძლებელია სპეციალური პროგრამების შექმნა სათამაშო დიზაინსა და წარმოებაში.
  • ინოვაციური ლაბორატორიების დაფინანსება - მაგალითად, „Toy Lab“-ის ტიპის ცენტრები, სადაც ადგილობრივი დიზაინერები და სტუდენტები ერთად იმუშავებენ პროტოტიპებზე.

ინფრასტრუქტურის განვითარება

  • ინდუსტრიული პარკები და საერთო საწარმოო სივრცეები - მცირე მწარმოებლებს მიეცემათ იაფად წვდომა აღჭურვილობასა და ლოჯისტიკაზე.
  • მომარაგების ჯაჭვის მხარდაჭერა - ნედლეულის, შეფუთვისა და ლოჯისტიკის ადგილობრივი წყაროების განვითარება.

ექსპორტისა და ბრენდინგის ხელშეწყობა

  • საგარეო ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფა - საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის დაფინანსება (Toy Fair, Spielwarenmesse და სხვ.).
  • „Made in Georgia“- ქვეშ პოპულარიზაცია - ხარისხის სტანდარტების შექმნა და ქართული პროდუქციის პოზიციონირება როგორც უსაფრთხო და უნიკალური.

სოციალური და საგანმანათლებლო ეფექტი

  • ადგილობრივ სათამაშოების ინტეგრაცია საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.
  • ქართული ზღაპრების, გმირებისა და სიმბოლოების გამოყენების წახალისება სათამაშოებში.

- რას ურჩევდით ადგილობრივ მწარმოებლებს, რომ მათი პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს?

- რადგან ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ჩვენი მთავარი რჩევა იქნება — მუდმივად იზრუნონ ხარისხის შენარჩუნებაზე, რაც ერთგული მომხმარებლის ზრდას უზრუნველყოფს.

- დღეისათვისჭიტასაქართველოში რამდენ ბრენდს წარმოადგენს და რა ეტაპზე ხართ ახალი ბრენდების შემოყვანის მიმართულებით?

-„ჭიტა“, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სათამაშოების ქსელი, მიზნად ისახავს პროდუქტის ასორტიმენტის განახლებასა და გაფართოებას ისეთი ბრენდებით, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს და აძლიერებენ ქსელის კონკურენტუნარიანობას. ამ ეტაპზე „ჭიტაში“ წარმოდგენილია შემდეგი ბრენდები:

  • COGO
  • LEGO
  • BARBIE
  • DRIVEN
  • REV & ROLL
  • INFINITY NADO
  • FLIP CARS
  • MAKE IT REAL
  • GOKI
  • SAME TOY
  • GOLIATH
  • HOT WHEELS
  • ჟოზე

ამ ეტაპზე ბრენდების მიმართულებით გვსურს ასორტიმენტის განახლება, რაც დამოკიდებულია კომპლექსურ ანალიზზე - ბაზრის მოთხოვნიდან დაწყებული, ლოჯისტიკური შესაძლებლობებითა და მარკეტინგული პოტენციალით დასრულებული.

- რა კრიტერიუმებით არჩევთ მაღაზიაში წარმოდგენილ სათამაშოებს? როგორ ხდება უსაფრთხოების და ხარისხის შემოწმება?

სათამაშოების ქსელი „ჭიტა“ პროდუქციის შერჩევისას ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით, მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მიდგომითა და საგანმანათლებლო ღირებულებებით.

„ჭიტა“ თანამშრომლობს მხოლოდ ოფიციალურ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან.

თითოეული პროდუქცია გადის წინასწარ შემოწმებას როგორც ფიზიკურ, ისე ლაბორატორიულ დონეზე, ასევე მოწმდება წარმოშობის სერტიფიკატები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„ჭიტას“თვის სათამაშო არის ბავშვის განვითარების, განათლებისა და უსაფრთხოების საშუალება, ამიტომ კომპანია ემყარება მკაცრ შერჩევისა და სერტიფიკაციის სისტემას, რაც უზრუნველყოფს, რომ პროდუქტი იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი, ასაკობრივად შესაბამისი და განვითარების თვალსაზრისით ღირებული.

- როგორ შეიცვალაჭიტასმომხმარებელთა ქცევა ბოლო წლებშიონლაინ შოპინგის ზრდამ როგორ იმოქმედა?

- იმის გამო, რომ ჩვენი კომპანია ონლაინ გაყიდვებსაც ახორციელებს, გაყიდვები დაბალანსებულად მიმდინარეობს და მუდმივად განვითარების პროცესშია.

- რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ასპექტები სათამაშოების შერჩევისას?

- ბოლო წლებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმად იქცა. ეკომასალების გამოყენება და გადამუშავებადი შეფუთვა არა მხოლოდ გარემოს დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯია, არამედ ბრენდის იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორიც.

ეკომასალების გამოყენება

  • ეკოლოგიურად სუფთა მასალები (ხე, ბამბუკი, ბიოპლასტიკი, გადამუშავებული პლასტმასი) ამცირებენ გარემოზე ზეწოლას, უსაფრთხოა ბავშვებისთვის, გამძლეა და ბუნებაში ადვილად იშლება.

გადამუშავებადი შეფუთვა

  • მწარმოებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ გადამუშავებულ ქაღალდს, მინიმალისტურ შეფუთვას, ბიოდეგრადირებად სტიკერებსა და საღებავებს.

მომხმარებლის ქცევის ცვლილება

  • თანამედროვე მშობლები მეტად აფასებენ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, რაც ზრდის ნდობას.

ბიზნესის სარგებელი

  • ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ზრდის კონკურენტულ უპირატესობას, ამარტივებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას და ზრდის ბრენდის გრძელვადიან ღირებულებას.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მედიატორთა პროფესიულ ტრენინგს უმასპინძლა

25.11.2025.12:34

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ  ტრენინგს „ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის ინდივიდუალური შრომითი დავების მედიაციაში" უმასპინძლა

ტრენინგი საქართველოს პროფესიულ კავშირებთან და საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, Danish Industry-სა და BAG-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მედიატორებისათვის შრომითი დავების მედიაციისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების, სამუშაო ადგილებზე კონფლიქტებისთვის დამახასიათებელი ემოციური და კომუნიკაციური  გამოწვევების მართვისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავებას.

პროექტის განხორციელების შემდგომ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, სოციალური პარტნიორები, მედიატორთა ასოციაციასთან ერთად გეგმავენ შერჩეული და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი მედიატორების მომსახურება შესთავაზონ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების  მოგვარებისათვის.

პროექტში ჩართული მედიატორები, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის  ერთიანი რეესტრიდან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და პროფესიული კავშირების ურთიერთშეთანხმებით იქნენ შერჩეულნი.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა