მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

„ჭიტას“ სტრატეგიაა მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, უსაფრთხოებითა და ექსკლუზიურობით - ნია ტყეშელაშვილი

news image

სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ გაფართოების სტრატეგია ქვეყნის მასშტაბით ბრენდის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალი ქალაქების ათვისებას ეფუძნება. რამდენიმე დღეში „ჭიტა“ რიგით მე-19 ფილიალს ბათუმში გახსნის, რაც ბრენდის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. კომპანია მუდმივად აძლიერებს მომსახურების ხარისხს, ონლაინ გაყიდვებს და პარტნიორობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან. უფრო დეტალურად „ჭიტას“ გეგმებზე და სტრატეგიებზე Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნია ტყეშელაშვილი საუბრობს. 

როგორია „ჭიტას“ მიმდინარე გაფართოების სტრატეგია და რომელ ქალაქებში იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა? რამდენ ფილიალს ფლობს ქსელი?

„ჭიტას“ გაფართოების სტრატეგია ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივ და მიზანმიმართულ გეგმას ეფუძნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრენდის ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვადასხვა ქალაქების ათვისება.

სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში „ჭიტა“ ახალ ფილიალს ბათუმში ხსნის. ოფიციალური გახსნა 21 თებერვალს შედგება. ეს იქნება „ჭიტას“ რიგით მე-19 ფილიალი. ბათუმი შევარჩიეთ იმიტომ, რომ ქალაქი სწრაფად ვითარდება, ოჯახური სეგმენტი აქტიურად იზრდება და სწორედ ამიტომ ფილიალის გახსნა ჩვენთვის სტრატეგიულად გააზრებული ნაბიჯია.

2026 წლის განმავლობაში კიდევ ვგეგმავთ გაფართოებას, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სხვა პერსპექტიულ რეგიონულ ცენტრებში. ჩვენი მიზანია, პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის შევქმნათ კომფორტული და სასიამოვნო გარემო.

რა კრიტერიუმებით არჩევთ მაღაზიების ახალ ადგილმდებარეობებს?

ახალი ფილიალის ლოკაციის შერჩევისას ვხელმძღვანელობთ რამდენიმე ძირითად კრიტერიუმით:

  • დემოგრაფიული მონაცემები

  • კონკურენტული გარემოს ანალიზი

  • საცხოვრებელი უბნების განვითარების დინამიკა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებისთვის „ჭიტა“ იყოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი — მარტივად მისადგომი, კომფორტული და უსაფრთხო სივრცე.

გეგმავთ თუ არა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ან პროდუქციის პორტფელის გაფართოებას?

„ჭიტაში“ მომსახურების ხარისხი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ გუნდის განვითარებაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სტანდარტების დახვეწაზე.

რაც შეეხება პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქცია. ვაკვირდებით ტენდენციებს, რათა დროულად დავამატოთ ინოვაციური და მოთხოვნადი პროდუქცია.

როგორ აფასებთ ონლაინ გაყიდვების როლს „ჭიტას“ ბიზნესმოდელში?

ონლაინ გაყიდვები ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა. დამეთანხმებით, რომ თანამედროვე მომხმარებლისთვის კომფორტი და სწრაფი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია, ამიტომ ელექტრონული კომერციის განვითარებას აქტიურად ვავითარებთ.

ვმუშაობთ პლატფორმის გაუმჯობესებაზე, მიწოდების სერვისის ოპტიმიზაციაზე და ციფრული მარკეტინგის გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია, ონლაინ გაყიდვები მაქსიმალურად კომფორტული იყოს მომხმარებლისთვის, ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ.

როგორია თქვენი პარტნიორული ურთიერთობა ადგილობრივ მომწოდებლებთან?

ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის, ისე სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ვცდილობთ, რომ ჩვენი ასორტიმენტის გარკვეულ ნაწილში წარმოდგენილი იყოს ქართული ბრენდები, რომლებიც აკმაყოფილებენ ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს.

ადგილობრივი კომპანიების ინტერესი საკმაოდ მაღალია, და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, თუ პროდუქტი შეესაბამება „ჭიტას“ სტანდარტებსა და ბრენდის კონცეფციას.

გეგმავთ თუ არა მსოფლიო ბრენდთან ექსკლუზიურ თანამშრომლობას?

რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ბრენდებთან, რათა მოვიპოვოთ ექსკლუზიური თანამშრომლობა.

„ჭიტას“ სტრატეგიაა მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, უსაფრთხოებითა და ექსკლუზიურობით.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ეკონომიკის სამინისტროსთვის აბსოლუტურად ყველა ინვესტორი, პროექტი არის თანაბარი - გიორგი მარგებაძე ენერგეტიკის სექტორში ჯარიმების ჩამოწერაზე

18.02.2026.15:42

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის თქმით, ენერგეტიკაში ინვესტორებთან ურთიერთობის ახალი, უფრო მკაცრი მოდელი ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებას გულისხმობს - ყველა დარღვევა და ვადაგადაცილება ამიერიდან სანქცირებული იქნება, ხოლო პროექტები ყველასთვის თანაბარ პირობებში შეფასდება.

როგორც გიორგი მარგებაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, წარსულში განსხვავებული მიდგომები და გადავადებები პრაქტიკად იყო ქცეული.

„როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ახალი გუნდი შევიდა იმ ნაწილში რომ ამიერიდან ჩვენთან სხვანაირად იქნება, ანუ ურთიერთობა ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც სახელმწიფოსაც და ინვესტორსაც საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს - ამიერიდან ინვესტორის მხრიდან დარღვეული ყველა პასუხისმგებლობა იქნება სანქცირებული და პროექტი ჩამორთმეული.

მსგავსი სიმკაცრის პირობებში, დარგის მხრიდან გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა - რატომ ხდება მიდგომების ასეთი მკვეთრი ცვლილება ახლა, თუკი ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მსგავსი რეგულაციები არ არსებობდა? დარგის წარმომადგენლები ინტერესდებიან, რამდენად სამართლიანია თამაშის წესების ასეთი რადიკალური გამკაცრება იმ ფონზე, როდესაც წლების განმავლობაში სულ სხვა პრაქტიკა მოქმედებდა.

იმის გარკვევა ვინ არის კეთილსინდისიერი და ვინ არა, ამაში სიღრმისეული ჩასვლა იმხელა დროს წაიღებდა, რომ მაშინ ფაქტობრივად ენერგეტიკა 1,5 წლით უნდა გაგვეჩერებინა, რაც კატასტროფა იქნებოდა და აქედან გამომდინარე რაც დავინახეთ იყო ის, რომ მოდით სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ და აი ამ დღის შემდეგ ნებისმიერი დარღვევა იქნება თუ რა ვადაგადაცილება, თუ შეუსრულებელი პასუხისმგებლობა ყველა იქნება დასანქცირებული და ყველას აბსოლუტურად თანაბრად მიუდგებით.

ერთი მნიშვნელოვანი რაღაც უნდა აღვნიშნო - კიდევ რაც ამ დროში გამოჩნდა სამინისტროდან, დეპარტამენტისგან - აბსოლუტურად ყველა ინვესტორი ყველა პროექტი არის თანაბარი.

ჩვენ გვაქვს გამოვლილი პერიოდი, სადაც იმის ბიძაშვილი თუ ამის ბიძაშვილი - გადაუვადე ერთი წლით, თუ სამი წლით - ვინ დარეკავდა თუ როგორ დარეკავდა. დღეს ასე არ უყურებენ და ეს გამოჩნდა - ნებისმიერი პროექტი ვინც არ უნდა იყოს არის თანაბარი და არის ერთი სამინისტროსთვის რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია“, - აცხადებს მარგებაძე. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა