მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0013
flag
AZN 1.5876
-0.0003
flag
CNY 39.131
-0.0132
flag
EUR 3.1083
-0.0235
flag
GBP 3.5609
-0.0339
flag
KZT 57.13
0.0036
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6989
-0.0005

„ჩირიფრუტის“ სააღდგომო პასკები - როგორია წლევანდელი ასორტიმენტი და არჩევანი

news image

ასორტიმენტი ყოველწლიურად რამდენიმე ახალი პროდუქტით მდიდრდება, განვითარების მიმართულებას კი მომხმარებლის უკუკავშირი განსაზღვრავს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ჩირიფრუტის“ წარმომადგენელმა, მარიამ ჯიქიამ განაცხადა.

„ჩირიფრუტი“ გამოირჩევა მრავალფეროვანი და უნიკალური ასორტიმენტით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბრენდის დამკვიდრებას. მომხმარებელმა პროდუქტი შეიყვარა სწორედ იმის გამო, რომ იგი წარმოადგენს შოკოლადისა და ქართული ხილისგან დამზადებული ჩირების წარმატებულ სინთეზს, გემოვნურად გამორჩეულ და ემოციურად ღირებულ შეთავაზებას.

ასორტიმენტი ყოველწლიურად რამდენიმე ახალი პროდუქტით მდიდრდება, განვითარების მიმართულებას მომხმარებლის უკუკავშირი განსაზღვრავს - უნდა გავამახვილოთ ყურადღება ვიზუალურ მხარეზე თუ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ გემოვნური თვისებები “, - აცხადებს მარიამ ჯიქია.

„ჩირიფრუტი“ სააღდგომოდ მომხმარებელს ორი სახეობის პასკას სთავაზობს.

„პასკებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული პროდუქტია, რის გამოც მომხმარებელი განსაკუთრებით სენსიტიურია და ხშირ შემთხვევაში უპირატესობას კლასიკურ პასკას ანიჭებს, რადგან ეს პროდუქტი მისთვის ძველ ტრადიციებთან ასოცირდება.

ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რაც აისახება როგორც ვიზუალურ მხარეზე, ისე გემოვნურ თვისებებსა და ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე.

ჩვენ წელს ორ სახეობის პასკას ვთავაზობთ მომხმარებელს: კლასიკურ, პუდრიანი თავით დაფარულ პასკას და ასევე ჩვენსთვის დამახასიათებელ შოკოლადით დაფარულ პასკას, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა ჩირითა და თხილით.

წელს მხოლოდ ამ ორ სახეობაზე გავაკეთეთ აქცენტი. თითოეულის წონა 800–850 გრამია, ხოლო ფასი 28–33 ლარის ფარგლებში მერყეობს “, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, „ჩირიფრუტი“ ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image DOLO Merch სააღდგომოდ მომხმარებელს თემატურ კოლექციასა და სასაჩუქრე ნაკრებებს სთავაზობს

03.04.2026.12:00

DOLO Merch სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებელს თემატურ და განსხვავებულ კოლექციას სთავაზობს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთა ახობაძემ განუცხადა.

რას სთავაზობთ სააღდგომო სეზონზე მომხმარებელს?

სააღდგომოდ საცალო ბაზარზე მომხმარებელს ვთავაზობთ თემატურ რანერებს და სუფრებს, მინიმალისტური დიზაინით. მომხმარებლებს სააღდგომო კოლექციის შეძენა ჩვენს ვებგვერდზე შეუძლიათ dolomerch.com

რაც შეეხება კორპორატიულ მიმართულებას, კომპანიებს ვთავაზობთ სასაჩუქრე ნაკრებებს თანამშრომლებისთვის და პარტნიორებისთვის. ამ ნაწილში გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, კორპორატიულ მომხმარებლებს ვთავაზობთ ტექსტილის პროდუქციას (რანერები, სუფრები, ხელსახოცები, თეფშის დასადებები), კვერცხის ფორმის შოკოლადები ყუთში, პასკები, კერამიკული პროდუქცია და ა.შ.

რა ფასის დიაპაზონშია სააღდგომო პროდუქტებისა და თემატური ნაკრებების შეთავაზება?

საცალო სეგმენტზე ფასები იწყება 50 ლარიდან და 140 ლარამდე ადის.
რაც შეეხება კორპორატიულ ბაზარს, ამ შემთხვევაში ფასები რაოდენობაზეა დამოკიდებელი.

როგორ შეუძლიათ მიიღონ დაინტერესებულმა პირებმა კატალოგი და შეუკვეთონ მათთვის სასურველი პროდუქტი?

დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია მოგვწეროს ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, მეილზე ან WhatsApp-ზე და მიიღოს კატალოგი.

ინფორმაციისთვის, DOLO Merch ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სუვენირებს, აქსესუარებსა და ტექსტილის პროდუქციას სთავაზობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა