მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს

news image

ქართული ტკბილეულის მწარმოებელი  კომპანია ჩირიფრუტი ChiriFruit,  რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს ქსელურ მარკეტებში გეგმავს შესვლას. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სოფო ჯიქიამ განუცხადა. 

ივნისის ბოლოდანჩირიფრუტისპროდუქცია წარმოდგენილი იქნებაფრესკოს“, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე ფილიალში. გარდა ამისა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ისთ-ფოინთთანაც “, - ამბობს სოფო ჯიქია. 

ცნობისთვის, ბრენდი აერთიანებს სხვადასხვა სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩურჩხელა, ჩირი, მენდიანტიშოკოლადის ბურთულებიეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” მობინადრეების ლოიალობის ბარათი „ქი ქარდი“ წარადგინა

20.06.2025.20:11

დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ოფიციალურად წარადგინა ქი ქარდი - მობინადრეებისთვის განკუთვნილი ლოიალობის ბარათი.

ქი ქარდი არის ბარათი, რომელიც ცხოვრების ახალ სტანდარტს და პრივილეგიებით სავსე ეკოსისტემას ქმნის თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის. 

ბარათის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ “თეთრი კვადრატის” და წამყვანი პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ლოიალობის პროგრამაში.

ღონისძიების ფარგლებში “თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა:


„ჩვენთვის ქი ქარდი მხოლოდ ბარათი არ არის — ეს არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო. თეთრ კვადრატში ბინის შეძენა ნიშნავს არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას,  არამედ ცხოვრების ხარისხის ახლებურ განმარტებას. ‘ქი ქარდი’ წარმოადგენს ამ ხედვის გაგრძელებას — ეს არის გასაღები იმ ეკოსისტემაში, სადაც პრემიუმ გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. თეთრი კვადრატი არის დეველოპერული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის — აყალიბებს სტილს, კულტურასა და გემოვნებას.“

 

პროგრამაში გაერთიანებულია 50-მდე წამყვანი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის:

  • პრემიუმ ტექნიკისა და ინტერიერის ბრენდები – Miele, Design Avenue, ელიტ ელექტრონიქსი
  • ავტოინდუსტრიის ლიდერი – თეგეტა მოტორსი
  • სილამაზისა და თავის მოვლის ხაზი – NUAGE Clinique, Lutecia, 
  • ფიტნესისა და ცხოვრების სტილის სივრცეები – World Class

„ქი ქარდი“ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სივრცეს, გამოცდილებასა და ღირებულებებს — ქმნის გარემოს, სადაც მობინადრის საჭიროებები, გემოვნება და ცხოვრების სტილი სრულად ეხმიანება თეთრი კვადრატის ხედვას.

ბარათი ხელმისაწვდომია კომპანიის მობინადრეებისა და პარტნიორებისთვის და ბენეფიტების მიღება შესაძლებელია ბარათის წარდგენისთანავე.

„ქი ქარდი“ — ახალი ცხოვრების გასაღები თეთრი კვადრატისგან.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა