„ჩირჩხელა“ პროდუქციას ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
კომპანია „ჩირჩხელა“ ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენა, The International Restaurant & Foodservice Show of New York - ზე წარდგება , - ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა კვაჭანტირაძემ განუცხადა.
„ჩვენთვის ეს მხოლოდ გამოფენაში მონაწილეობა კი არა, დიდი პასუხისმგებლობააც არის. გვსურს, ქართული პროდუქტი ღირსეულად წარვადგინოთ მსოფლიო აუდიტორიის წინაშე და ვაჩვენოთ, რომ ჩურჩხელა და ჩირი თანამედროვე მენიუშიც ორგანულად ჯდება, როგორც დესერტი ან აპეტაიზერი, რომელიც იდეალურად ეხამება ღვინოსა და ვისკის.
ნიუ-იორკის გამოფენა კომპანიისთვის არა მხოლოდ ბიზნეს შეხვედრების, არამედ კულტურული მისიაცაა. გუნდის მიზანია, საერთაშორისო ასპარეზზე გაავრცელოს ქართული გემო, ტრადიცია და კულტურა. გვჯერა, რომ ნიუ-იორკიდან დაბრუნებულები, ახალ კავშირებსა და იდეებს შევთავაზებთ ადგილობრივ ბაზარს.
გვექნება B2B და პანელური შეხვედრები. სამი დღის განმავლობაში 20-მდე წინასწარ შეთანხმებულ და დაინტერესებულ მონაწილესა და ვიზიტორს შევხვდებით “, - ამბობს ირმა კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, ეს გამოფენა კვების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა, სადაც თავს იყრიან მსოფლიო დონის რესტორნის ქსელები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები და რითეილ-გაყიდვების წარმომადგენლები. საერთაშორისო გამოფენა 8–10 მარტს გაიმართება.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ნაბერაული“ წელს 15 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს – ღვინის კომპანია ექსპორტის გაფართოებას გეგმავს
სხვა სიახლეები
16.10.2025.18:00
მიმდინარე წელს ღვინის კომპანია Naberauli • ნაბერაული 15 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს. როგორც Business Insider Georgia-ს „ნაბერაულში“ განუცხადეს, 10 ტონამდე ყურძენს კომპანია საკუთარი ვენახებიდან ელოდება, ხოლო 5 ტონამდე ყურძენს კი ფერმერებიდან შეძენას.
„ნაბერაული“ ბაზარზე დღეისათვის 7-მდე სახეობის ღვინით არის წარმოდგენილი.
„ადგილობრივ ბაზარზე შევდივართ ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა (8000 მოსავალი, ალკორიუმი, ა.შ.) და ჰორეკას სექტორში. ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენი აქტიური საექსპორტო ბაზრებია: საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი, უკრაინა, რუმინეთი.
„ნაბერაულის“ ღვინის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქვეყნებთან: ავსტრალია, ჰონგ-კონგი, ამერიკა, ბრიტანეთი, პოლონეთი.
მიზანი გვაქვს, რომ წარმოდგენილები ვიყოთ იაპონიის, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდების ბაზრებზე. ჩვენი მიზანია ასევე ევროპაში გაყიდვების გაორმაგება“, - აცხადებენ ღვინის კომპანია „ნაბერაულში“.
„ნაბერაულის“ ისტორია 2018 წელს იწყება, მისია კი რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და უნიკალური ღვინის რეგიონად დამკვიდრებაა. კომპანიის ქარხანა და ლაბორატორია მდებარეობს რაჭის ულამაზეს სოფელ სადმელში.
„ნაბერაულის“ ღვინოები დამზადებულია რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისაგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკაური, უსახელოური, რაჭული მწვანე“, - აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.