მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.5
-0.0023
flag
AZN 1.5994
-0.002
flag
CNY 39.556
0.0038
flag
EUR 3.1376
0.004
flag
GBP 3.6311
0.0025
flag
KZT 56.33
-0.0033
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.7189
-0.0034

ჩინეთის ბაზარზე ჩვენს ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს - Chelti Winery

news image

მალე Chelti Winery / მეღვინეობა "ჩელთი" ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე წარდგება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი აცხადებს, კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე საკმაოდ აქტიურობს და სხვადასხვა ღონისძიებებში სისტემატურად იღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, ჩინეთში "ჩელთის" ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ერთი თვის წინ კომპანიამ მონაწილეობა მიიღო გამოფენაში და მიღებულ შეკვეთებს უკვე მომესახურა კიდეც. 

„ჩინეთში გავხსენით საკუთარი საწყობი. აქამდე ჰაბი გვქონდა მხოლოდ გერმანიაში, ახლა კი უკვე აზიაშიც ვართ წარმოდგენილი. ჩინეთში გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით, რადგან ეს საწყობი საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივად მოვემსახუროთ მცირე შეკვეთებს, მაშინ როცა თბილისიდან მათ გაგზავნა საკმაოდ რთულია“, - განმარტავს მირიანაშვილი.

მისივე თქმით, ჩინეთის უზარმაზარი ბაზარი დიდ შესაძლებლობებს ქმნის.

„ჩინეთში ჩვენს ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს - უზარმაზარი ბაზარია და სწორი ნაბიჯებითა და მენეჯმენტით, ქართული პროდუქტი მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

17.03.2026.18:54

ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.

SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა