მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

ჩინეთიდან შესაძლოა ფრენები კიდევ დაემატოს - „კა გრუპის“ დამფუძნებელი

news image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა  ტურიზმის სწრაფი აღდგენის გზებზე იდეების გაცვლას ემსახურებოდა, სადაც ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად  ჩინეთიდან ფრენების გაზრდა და ახალი ქალაქების დამატება განიხილება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „კა გრუპის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ განაცხადა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად იმართება.

„კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის შეხვედრები საკმაოდ ხშირად იმართება. ეს შეხვედრაც უფრო მეტად იდეების გაცვლას ემსახურებოდა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მოკლევადიან პერსპექტივაში ტურიზმის დასახმარებლად, რათა სექტორი სწრაფად დაუბრუნდეს განვითარების რელსებს. რასაც დავამატებდი, არის გარკვეული კონკრეტიზაცია. კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთიდან შესაძლოა ფრენები კიდევ დაემატოს და ამავე ბაზარზე ახალი მიმართულებები გაიხსნას. ასევე, განიხილება აზერბაიჯანთან ყოველდღიური სარკინიგზო მიმოსვლის დანიშვნა, რაც სექტორს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

საჭიროა მეტი აქცენტი მეზობელ ქვეყნებზე გაკეთდეს. ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა სავალალო ან კატასტროფულია. თუ მიმდინარე კონფლიქტი სწრაფად დასრულდება, ტურიზმიც მალევე აღდგება, რადგან სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი მსგავს გამოწვევებს უკვე შეეგუა. შესაბამისად, გარკვეული გამოცდილება არსებობს და ადაპტაციას სწრაფად შევძლებთ“, - განმარტავს ირაკლი ჭიღლაძე.

მისივე განცხადებით, სასტუმრო სექტორმა 2026 წელი პოზიტიურად დაიწყო და იანვარ-თებერვალში კარგი შედეგები დაფიქსირდა, თუმცა მისი თქმით, ინდუსტრია ოპერირებს წინასწარ განსაზღვრული ზრდის მოლოდინებით, რომლებიც, როგორც წესი, წლიურად 7-15%-ს შეადგენს და ოპტიმისტურ შემთხვევაში 20-25%-მდე იზრდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წელი წარმატებული გამოდგა და ტურიზმი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა, 2026 წლის ბიუჯეტი სასტუმროების უმეტესობაში ამბიციურად დაიგეგმა და 20-25-პროცენტიანი მატება ჩაიდო. იანვარსა და თებერვალში, განსაკუთრებით სამთო კურორტებზე, იმაზე ბევრად მაღალი მაჩვენებლები მივიღეთ, ვიდრე დაგეგმილი 20-25-პროცენტიანი ზრდა იყო, რამაც რეალურად დააზღვია მარტის თვის დიდი ჩავარდნა“.

როგორც აღინიშნა, გუდაურისთვის მარტის ჩავარდნა კრიტიკულად მძიმე აღმოჩნდა, თუმცა იანვარსა და თებერვალში დაფიქსირებული კარგი შედეგების წყალობით, ე.წ. Year to Date მაჩვენებლით, სხვადასხვა სასტუმროში პირველი კვარტალის მონაცემები მაინც მცირე ზრდით დასრულდა.

ამჟამად აქცენტს მეზობელ ქვეყნებზე ვაკეთებთ. იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთში ოთხ სასტუმროს ვმართავთ, ამ ქვეყანასთან მრავალწლიანი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში მსხვილ ტუროპერატორებთან ერთად უკვე ჩავატარეთ B2B შეხვედრები. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ თურქეთში, რიზეში ვიზიტს, რათა იქაც შევხვდეთ B2B პარტნიორებს. ჩვენი მიზანია, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ“,- აღნიშნა  „კა გრუპის“ დამფუძნებელმა.

ირაკლი ჭიღლაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორი ყურადღებას ამახვილებს შედარებით სტაბილურ ბაზრებზე, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და ევროპის ქვეყნები, სადაც ნაკლებია გლობალურ რყევებზე დამოკიდებულება. მისი თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა, მათ შორის გამოფენები და B2B შეხვედრები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტორის სწრაფად ადაპტაციისთვის შესაძლო გრძელვადიან გამოწვევებთან.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომდევნო თვეების ჯავშნები კი ჯერჯერობით საკმაოდ კარგად ნარჩუნდება - „კა გრუპის“ დამფუძნებელი

16.04.2026.10:45

„კა გრუპის“ დამფუძნებლის ირაკლი ჭიღლაძის განცხადებით, სასტუმრო სექტორი 2026 წლის პროგნოზებს სხვადასხვა სცენარის მიხედვით განიხილავს, თუმცა არსებული მონაცემებით მარტსა და აპრილში გაუქმებების ზრდა დაფიქსირდა, განსაკუთრებით აზიის ბაზრებიდან. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა,  მაისიდან ვითარება შედარებით დასტაბილურდა და თუ დამატებითი გართულებები არ იქნება, მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდს გაუტოლდება, ხოლო წლის სხვა თვეებზე პოზიტიური მოლოდინები შენარჩუნებულია.

„აპრილის ჯავშნების ნაწილი გაუქმდა, თანაც ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი და კორეა. გაუქმების ძირითადი მიზეზი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული საფრთხის განცდა და შიში იყო. ამ პერიოდში კერძო ბიზნესმა არაერთი ვიდეო მოვამზადეთ, რომელთა მთავარი ლაიტმოტივი იყო ის, რომ ჩვენი სივრცე არ არის საშიში და კვლავ ველოდებით სტუმრებს.

მაისიდან გაუქმებები კვლავ ფიქსირდება, თუმცა არა იმავე მოცულობით. ვფიქრობ, თუ ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდა, მაისის თვე ისეთივე იქნება, როგორიც შარშანდელი იყო. მომდევნო თვეების ჯავშნები კი ჯერჯერობით საკმაოდ კარგად ნარჩუნდება.

შარშან გვქონდა მსგავსი გამოცდილება - 15 ივნისიდან ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი დაიწყო, რომელიც ორი კვირა გაგრძელდა. იმ პერიოდში ჯავშნები სრულად გაგვიუქმდა, თუმცა ომის დასრულებისთანავე აღდგენა ძალიან სწრაფად დაიწყო. პროცესი იმდენად ოპერატიულად წარიმართა, რომ ოქტომბერსა და ნოემბერში ძალიან მაღალი მაჩვენებლები მივიღეთ. ეს იყო ერთგვარი პასუხი და კომპენსაცია ივნისის იმ ორკვირიანი ჩავარდნისა.

შესაბამისად, თუ მსგავსი ვითარება დადგება, აღდგენის შესაძლებლობა კვლავ არსებობს. ეს განსაკუთრებით ისრაელს ეხება, რადგან მათ ქცევასა და ფსიქოლოგიაში ეს მომენტი უკვე გამჯდარია. ისინი მსგავს სიტუაციებს მიჩვეულები არიან, სწრაფად ადაპტირდებიან და კონფლიქტის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ იწყებენ მოგზაურობას.

ამას ვერ ვიტყვით, მაგალითად, სპარსეთის ყურის ქვეყნებზე (GCC), რომელთაც, მათი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ადაპტაციისთვის გაცილებით მეტი დრო დასჭირდებათ“, - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა