ჩინეთი ფართო და საინტერესო ბაზარია ქართული ღვინისთვის – ღვინის კომპანია „დოესი ესთეითი“ CIIE 2025-ზე
საქართველოს ღვინის სექტორის წარმომადგენლები შანხაიში მიმდინარე China International Import Expo (CIIE) 2025-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმად მიიჩნევენ, რომელიც ქართული ღვინის პოპულარობასა და ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს. მათი შეფასებით, ჩინური ბაზარი სწრაფად მზარდია და დიდი შესაძლებლობებს ქმნის როგორც ბრენდის ცნობადობის, ისე კომერციული გაფართოებისთვის.
„მოლოდინები დიდი გვაქვს. უკვე გავიცანით ბევრი ადგილობრივი წარმომადგენელი - სუპერმარკეტების, რესტორნების და ონლაინ პლატფორმების მენეჯერები. გვინდა, ეს კონტაქტები გადაიზარდოს მოლაპარაკებებსა და საბოლოოდ, პარტნიორობაში. გამოფენას სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები, იმედი გვაქვს, რომ ახალი პარტნიორების მოზიდვას შევძლებთ და გავაფართოვებთ ჩვენს ბიზნესს. - აცხადებს ნიკოლოზ ძაძამია, „დოესი ესთეითის“ წარმომადგენელი.
ა5-10 ნოემბერს, შანხაიში მიმდინარეობს საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა – China International Import Expo (CIIE), სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.
წელს ღონისძიებაში მონაწილეობს 40-მდე ქართული კომპანია, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ ქართული პროდუქცია, შექმნან ახალი ბიზნესკავშირები და ხელი შეუწყონ ექსპორტის ზრდას.
საქართველო China International Import Expo-ზე უკვე მერვედ მონაწილეობს. ღვინის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, დაინტერესება ქართული ღვინით ყოველწლიურად მატულობს - როგორც გემოს მრავალფეროვნების, ისე ქართული მეღვინეობის უნიკალური კულტურის გამო.
China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
სხვა სიახლეები
ცვლილებები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს სებ-ში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი წევრები - Money Movers-ის დირექტორი
11.12.2025.14:10
ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Money Movers-ის დირექტორი კახაბერ საკანელაშვილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით წერს. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გახდნენ.
„პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტი.
ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია – გვეძლევა შესაძლებლობა, ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გავხდეთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ბანკებზე.
ცვლილებები მნიშვნელოვან საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს, ეროვნულ ბანკში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და პირდაპირი წევრები.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სექტორის ინსტიტუციური გაძლიერების, კონკურენციის ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ“, - წერს კახაბერ საკანელაშვილი.