მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

Cherry Coke Fest 2025 – ზღვისპირა ფესტივალი, სადაც მუსიკა, კოქტეილები და სიამოვნება ერთდროულად გელით

news image

Cherry Coke Fest 2025 მზად არის, ზაფხული დაუვიწყარ თავგადასავლად აქციოს!
ფესტივალი, რომელიც 12-13 აგვისტოს ბათუმში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს მხარდაჭერით გაიმართება და აერთიანებს თანამედროვე მუსიკას, გამორჩეულ კრეატიულ სივრცეებსა და მრავალფეროვან გასართობ აქტივობას ზღვისპირა განწყობით.

ბათუმის სანაპიროზე, ანბანის კოშკთან, 12 და 13 აგვისტოს, სტუმრებს ელით:

  • ბარი – კოკა-კოლას ალკოჰოლური და უალკოჰოლო კოქტეილების ფართო არჩევანი
  • DJ ჰედლაინერები და ცოცხალი ქუჩის თეატრის შოუები
  • Blind Tasting და Guess the Song ჩელენჯები
  • TikTok ზონა – სპეციალურად გაფორმებული სივრცე ტიკტოკ ტრენდებისთვის
  • მხიარული ბორბალი – ყოველდღიური გათამაშებები და საჩუქრები
  • ბავშვებისთვის განკუთვნილი უსაფრთხო და შემოქმედებითი ზონა
  • ზღვისპირა ჩილ ზონა გრილზე მომზადებული ჰოთდოგებით

ფესტივალის ვიზუალური კონცეფცია შთაგონებულია პოპარტის სტილით, ფერადი დეკორაციები და ფოტო ლოკაციები შთამბეჭდავი სთორებისთვის და დაუვიწყარი მოგონებებისთვის.

დასწრება უფასოა, მოდი მეგობრებთან ერთად და გახდი Cherry Coke Fest-ის ნაწილი!
დროა, შევხვდეთ ზაფხულს ისე, როგორც საჭიროა  მუსიკით, კოქტეილებითა და ფერად ზღვისპირა ემოციებში გახვეულები.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Normox – ჟანგბადით გამდიდრებული სამკურნალო წყალი ქართულ ბაზარზე

06.08.2025.12:00

რამდენიმე თვეა ბაზაზე სამკურნალო წყალი Normox • ნორმოქსი გამოჩნდა. Normox-ის ბრენდის ქვეშ წყალს მცირე მეწარმე „რაჭა“ აწარმოებს.

Normox-ი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და როგორც მისი მწარმოებლები განმარტავენ, არ შეიცავს ჟანგბადის გამომყოფ ნივთიერებებს (ზეჟანგებს) და სტაბილიზატორებს. შედგება გამოხდილი წლისა და მასში გახსნილი ჟანგბადისგან (არანაკლებ 20 მგ/ლ).

„Normox-ი  ბაზარზე 6 თვეა რაც გამოჩნდა და მისი ჩამოსხმა  ავჭალაში მდებარე ფარმაცევტულ საწარმოში ხორციელდება. Normox-ი - ეს არის გამოხდილ წყალზე დამატებული ბიოაქტიური დანამატი. წყალი სატურაციას სწევს მაღლა. ის ადამიანის ორგანიზმს დალევიდან 15-20 წუთში ეხმარება ყველა უჯრედამდე მიიტანოს ჟანგბადი, იმუნიტეტი ასწიოს მაღლა, გააძლიეროს ორგანიზმი და დაღლილობა მოუხსნას. 

წყალი Normox-ი საინტერესოა სპორტსმენებისთვის ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღსადგენად.

. გვერდითი მოვლენები არ გააჩნია, რადგანაც ბიოდანამატია“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „რაჭის“ დამფუძნებელი და დირექტორი ბესიკ კაციტაძე.

მისივე თქმით, Normox-ი  ხელს უწყობს სისხლში შაქრის და არტერიული წნევის რეგულირებას, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

ამ დროისათვის Normox-ის ჩამოსხმა 0,5 ლიტრია და 5 ლიტრიან ბოთლებში ხდება, თუმცა სამომავლოდ, გაყიდვებისა და მოთხოვნის ზრდის ფონზე წყლის სხვა ზომის ჭურჭლით რეალიზებაც მოხდება. საბოლოო მიზანი კი მინის ბოთლებით რეალიზაციაა. 

Normox-ი თბილისში რამდენიმე ადგილზე იყიდება და თვიდან თვემდე გაყიდვებში ზრდას აჩვენებს.

ბესო კაციტაძის თქმით, Normox-ის წლის შეძენა დღეისათვის თბილისში 3 ლოკაციაზეა შესაძლებელი, საუბარია უბნის მაღაზიებზე. წყალი ამ დროისათვის, რომელიმე ქსელურ მარკეტში შესული არ არის, თუმცა სამომავლოდ კომპანია ამასაც განიხილავს.

იგეგმება Normox-ის გაყიდვა სხვადასხვა სპორტულ დარბაზებშიც. რეალიზაციის გაფართოებაზე ამ დროისათვის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს და საბოლოო შედეგები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. გეგმებშია ასევე Normox-ის აფთიაქებში რეალიზაციაც.

რეალიზაციის ზრდის მიზნით, მალე Normox-ის შეძენა ონლაინაც იქნება შესაძლებელი. 

როგორც სამკურნალო წყლის აღწერაშია აღნიშნული, სამკურნალო წყალი Normox-ი ახდენს ნებისმიერი წარმოშობის ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) კომპენსირებას, როგორც ჰემოგლობინის ნაკლებობის, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებების, ფსორიაზის, ასევე ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის დროს, აიოლებს ორსულობის პერიოდს და სხვა.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა