მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

ჩემთვის და ბევრი სხვა ინვესტორებისთვის საინტერესოა საექსპორტო ინდუსტრიებში შესვლა - ირაკლი რუხაძე

news image

საინვესტიციო ჯგუფ „ჰანიველ პარტნერსის“ დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი და მამოძრავებელი საბანკო სექტორია. „ჰანიველ პარტნერსი“, რომელიც დღეს ლიბერთის მფლობელია ბანკის გაყიდვითაა დაინტერესებული და ამ მიზნით ბაზისბანკთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„ჰანიველ პარტნერსის“ დამფუძნებელი Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ საინვესტიციო ჯგუფი კომპანიებს ჯერ ყიდულობს, ზრდის და შემდეგ მისი გასხვისებითაა დაინტერესებული. 

- ვრცელდება ინფორმაცია ბაზისბანკის მხრიდან ლიბერთის საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შესახებ, რა ეტაპზეა აღნიშნული გარიგება?

- კი, ეს ლაპარაკი მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თვეა. არის ინტერესი ბაზისბანკი მხრიდან. ამას ვადასტურებ. თუმცა ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მართლა არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ლაპარაკი და ჩვენ ასეთი ლაპარაკი ბაზისბანკთან გვქონდა, ასევე რამდენიმე წლის წინ, რომელიც დასრულდა იმით, რომ გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა დამოუკიდებლად ცხოვრება და მუშაობა. ახლა უფრო ინტენსიურ ფაზაში ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვნახოთ, რაღაც დრო უნდა გავიდეს. რაღაცები კიდევ მოსალაპარაკებელია, რაღაც თემები დარჩა და უფრო ალბათ, სადღაც თვის ბოლოსთვის უფრო მეტი მეცოდინება.

- თქვენ სხვებსაც ელაპარაკებით, თუ საბოლოო ეტაპზეა მხოლოდ ბაზისბანკთან ხართ გადასულები?

- ჩვენ სხვებსაც ველაპარაკებოდით, მაგრამ რაღაც მომენტის მერე ექსკლუზიურად ველაპარაკებით ბაზისბანკს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში თუ დავიშალეთ იმ სხვებს არ დაველაპარაკებით. მე მინდა ავხსნა უბრალოდ, რომ ჩემი კომპანია, „ჰანიველ პარტნერსი“ არის კერძო ინვესტიციების მართვის კომპანია, რომელიც მუდმივად ყიდის და ყიდულობს კომპანიებს. ამიტომ ყველა ჩვენი კომპანია, რომელიც გვაქვს იყიდება. ჩვენ რაღაცა დრო უნდა შევინახოთ და ავაშენოთ, გავზარდოთ ღირებულება და მერე გავყიდოთ. ეს არის ჩვენი ბიზნესი. ამიტომ არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. მაგალითად, ბანკი 5 წელი, რომ გავიდა რაც ვფლობდი სულ იყიდება, ყველას ველაპარაკებით ღიად, თუ აინტერესებს ბანკის ყიდვა. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ასევე ვუყურებთ ახალ ბიზნესებს, რომ შევიძინოთ. ეს მუდმივი ციკლია.

- თქვენ ყიდით თქვენს ხელთ არსებულ მთლიან წილს, თუ უბრალოდ ნაწილობრივ?

- ახლა ლაპარაკია მთლიანად ჩვენი წილის გაყიდვაზე, ჩვენ ბანკში დაახლოებით 96% გვაქვს.

- თუ ეს გარიგება წარმატებით დასრულდა, ბაზრისთვის რა შეიცვლება? 

- მე მგონი ძალიან კარგია იმიტომ, რომ გაჩნდება მესამე ბანკი საქართველოში, რომელიც არის ორჯერ უფრო დიდი ვიდრე დღევანდელი მესამე ბანკია. მარტივად, რომ აგიხსნათ ეს რას ნიშნავს, მაგალითად შეეძლება, რომ უფრო დიდი, ისეთი სესხები გასცეს, რომლის გაცემის უფლება დღეს ლიბერთის არ აქვს. ამ ორი ბანკის გაერთიანებით უფრო მეტი კაპიტალი იქნება. ამიტომ შეზღუდვები, რომელიც ლიბერთის აქვს და ასევე გაფართოვდება, მაგალითად გაერთიანებული ბანკი ისეთი რაღაცების გაკეთებას შეძლებს, რომელსაც დღეს ვერ აკეთებს. რაც ნიშნავს კონკურენციის გაზრდას ბაზაზე, რაც კარგია ეკონომიკისთვის, კარგია ქვეყნისთვის.

- როგორ აფასებთ დღეს საბანკო სექტორის ზრდას? რამდენად ადეკვატურია მისი ზრდა ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში? 

- ძალიან რთული კითხვა დამისვი და ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. მე მიმაჩნია, რომ საბანკო სექტორი საქართველოში არის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი და ასევე ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საქართველოს ეკონომიკის. ძალიან დიდი ნაწილი რესურსების, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ჩადის და ქმნიან დოვლათს, კომპანიებს, სხვადასხვა პროდუქტს - გადის საბანკო სფეროს მეშვეობით. ეს ასე უნდა იყოს თუ არა? რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი ასე იყოს, სხვა რაღაცებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ასე მოხდა და ის, რომ საბანკო სფერომ ეს თავის თავზე მოახერხა ამის წაღება ეს ძალიან დიდი პლუსია. ახლა რატომ არ განვითარდა საფონდო ბაზარი, რატომ არის შეუძლებელი ვთქვათ უფრო კარგად განვითარებული სასესხო და პირდაპირი ინვესტიციები არსებობდეს, ვთქვათ კომპანიებს და ხალხს შეეძლოს, ხალხი იქნება თუ სხვა დაინტერესებული მხარე ვისაც საქართველოში დაბანდება უნდა შეეძლოს პირდაპირ დააბანდოს და არ გაიაროს მაინცდამაინც ბანკების საშუალებით ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ალბათ რაღაცნაირად ესენი პროფესიონალური ორგანიზაციებია ბანკები, რომლებმაც მოახერხეს, რომ ეს დიდი ნაწილი იმ ნაკადების, რომელიც საქართველოში შემოდის და ეკონომიკაში მიდის გაიაროს მათგან. ეს ალბათ ნელ-ნელა შეიცვლება, მაგრამ დღეს ასეა და ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ, რომ ძალიან დიდი როლი აქვთ ამ ზრდაში.

- თქვენ ბრძანეთ რომ სხვადასხვა კომპანიებს უყურებთ, რომ შეიძინოთ. ამ ეტაპზე რა სექტორს, რომელ მიმართულებას უყურებთ, რომ ვთქვათ თქვენმა საინვესტიციო კომპანიებმა შეიძინოს?

- საქართველო არის პატარა ქვეყანა მოსახლეობით, ამას ჩვენ ვერ გავზრდით. აქ ბევრ რაღაცას ვლაპარაკობთ, მაგრამ შეიძლება ოდესღაც ეს მოხდეს.  ჩვენ მეზობლებთან ერთად შევქმნათ საერთო სავაჭრო სივრცე, მაგრამ ეს არ გვაქვს. ეს ძალიან კარგი იქნება და ამიტომ ბევრი, საქართველოს ბაზარზე თუ იქნები მარტო მიმართული, გაქვს ასე თუ ისე ლიმიტირებული ზრდა. ამიტომ ჩემთვის და ეჭვი მაქვს, რომ ბევრი სხვა ინვესტორებისთვისაც საინტერესო არის საქართველოს გამოყენება იქ, სადაც შესაძლებელია საექსპორტო პროდუქციის გაჩენა, ან საექსპორტო ინდუსტრიებში შესვლა. იგივე ამ კორიდორის გადაყენება ეს იქნება გადამზიდები, პორტები, ავიაკომპანიები, ბევრი რაღაც რომელიც საქართველოშია, იყენებს საქართველოს მდებარეობას მაგრამ მუშაობს რეალურად ექსპორტზე და ბევრად უფრო დიდ ბაზარზე. ამიტომ, როგორც ვთქვი ჩემთვის საინტერესო იქნება, მაგალითად, შევხედო პორტების სტილს, ასევე ავიაკომპანიების სტილს, სხვადასხვა იმ ინდუსტრიებს, რომელიც ამ კორიდორს მოემსახურება და ა.შ

- ყოველთვის მესმის, რომ საქართველოში არ არის კონკურენცია ქართული სამგზავრო ავიაკომპანიების მხრივ. თქვენი დაინტერესება ხომ არ უკავშირდება ახალი სამგზავრო ავიაკომპანიის შექმნას? 

- კი კი განვიხილავ და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თვის ბოლოს უფრო მეტი გვეცოდინება ლიბერთისა და ბაზისბანკის გარიგების შესახებ - ირაკლი რუხაძე

07.06.2025.10:06

თვის ბოლოს უფრო მეტი გვეცოდინება ლიბერთისა და ბაზისბანკის გარიგების შესახებ - აღნიშნულის შესახებ ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ირაკლი რუხაძემ ექსკლუზიურად Business Insider Georgia-სთან განაცხადა. 

,,ეს საუბარი მიმდინარეობს უკვე რამოდენიმე თვეა. არის ინტერესი ბაზისბანკის მხრიდან ამას ვადასტურებ, თუმცა ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ეს მოლაპარაკება და ჩვენ მსგავსი ლაპარაკი ბაზისბანკთან გვქონდა, ასევე რამოდენიმე წლის წინ რომელიც მერე დასრულდა იმით რომ უბრალოდ გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა  დამოუკიდებლად ცხოვრება და მუშაობა. ეხლა უფრო ინტერესიურ ფაზაში ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვნახოთ, რაღაც დრო უნდა გავიდეს - რაღაცეები კიდევ მოსალაპარაკებელია, რაღაც თემები დარჩა და უფრო ალბათ სადღაც თვის ბოლოსთვის უფრო მეტი მეცოდინება", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა