მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7217.6
0.0281
flag
AZN 1.5845
-0.0003
flag
CNY 39.498
0.0019
flag
EUR 3.1687
-0.0084
flag
GBP 3.6395
-0.0044
flag
KZT 57.73
0.0023
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6931
-0.0005

„ჩემი მარაგი“ - HORECA სექტორის ახალი ძლიერი საოპერაციო პარტნიორი

news image

„ჩემი მარაგი“ 2026 წლის იანვრიდან აქტიურად თანამშრომლობს HORECA სექტორთან და უკვე ამარაგებს საქართველოს წამყვან სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფე-ბარებს.

ბრენდის მთავარი განსხვავება არის მიდგომა - პროდუქტი არ არის უბრალოდ შერჩეული, ის არის ხელით გადარჩეული. ეს ნიშნავს კონტროლს თითოეულ ეტაპზე და სტაბილურ შედეგს ყოველდღიურ მიწოდებაში. სწორედ ეს არის კრიტიკული HORECA ობიექტებისთვის, სადაც ერთნაირი ხარისხი და სანდოობა პირდაპირ გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტზე.

„ჩემი მარაგი“ აერთიანებს 500-ზე მეტ პროდუქტს: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა, საკონდიტრო და სუნელები. ასორტიმენტი აგებულია ისე, რომ სრულად ფარავდეს პროფესიონალური სამზარეულოს ყოველდღიურ მოთხოვნებს.

B2B თანამშრომლობა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:

ხარისხის სტაბილურობა - ხელით გადარჩეული პროდუქტი

ოპერაციული სანდოობა -დროული და უწყვეტი მიწოდება

მოქნილობა -ინდივიდუალური ფასები და მორგებული მიწოდების გრაფიკი

“ჩვენთვის HORECA არ არის უბრალოდ გაყიდვების არხი - ეს არის პარტნიორობა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ინგრედიენტის სტაბილური ხარისხი საბოლოო კერძში და სწორედ ამიტომ ვაკონტროლებთ პროდუქტის სრულ სასიცოცხლო ციკლს. უკვე ხუთი წელია ამ პრინციპის განხორციელება შევძელით საცალო გაყიდვების მიმართულებით და წელს ზუსტად იგივე მიდგომის, ხარისხის შეთავაზება შევძელით ბიზნეს პარტნიორებისთვისაც.” - ასეთ განახლებულ დაპირებას აჟღერებენ კომპანიაში.

„ჩემი მარაგი“ HORECA სექტორისთვის არის არა მხოლოდ მომწოდებელი, არამედ სანდო ოპერაციული პარტნიორი, რომელიც ეხმარება ბიზნესებს ხარისხის შენარჩუნებასა და პროცესების გამარტივებაში.

B2B თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 39 05 84 | +995 595 068 674.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით

21.04.2026.11:07

იურიდიული პროცესების ძირითადი გამოწვევები

კორპორაციების იურიდიულ გუნდებში ხელშეკრულებებზე მუშაობა ხშირად მრავალსაფეხურიანი და ხანგრძლივი პროცესია, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ იურისტებს უწევთ დოკუმენტების არაერთხელ გადამუშავება, კომენტარების ასახვა, ცვლილებების კოორდინაცია, შიდა თანხმობების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ დოკუმენტების მეორე მხარისთვის გადაგზავნა. მეორე მხარის კომენტარების მიღების შემდეგ კი იგივე პროცესი ხელახლა იწყება. ერთი ხელშეკრულების სამუშაო ვერსია ხშირად რამდენჯერმე იცვლება, ხოლო საბოლოო ვერსიის შეთანხმების პროცესი ხანგრძლივდება. 

როგორც წესი, აღნიშნული გამოწვევა პროცესების არასისტემურ მართვას უკავშირდება. როდესაც დოკუმენტების გადახედვის ერთიანი შიდა სტანდარტი არ არსებობს, ხოლო ვერსიების მიმოცვლა ფრაგმენტულად, ხშირად ელფოსტითა და არაერთი შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს, ინფორმაცია იფანტება, პროცესი რთულდება, ხოლო დრო და რესურსი, რომელიც სტრატეგიულ და ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს უნდა ეთმობოდეს, საოპერაციო კოორდინაციასა და ტექნიკურ სამუშაოებში იხარჯება. 

შედეგად, იურიდიული გუნდები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, ხოლო ბიზნესი კარგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსს.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ „თეგეტა ჰოლდინგმა“ Lawformer-თან პარტნიორობით იურიდიული პროცესების სისტემური გარდაქმნა დაიწყო. 

რატომ Lawformer

პარტნიორის შერჩევისას „თეგეტასთვის“ მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა მორგებული ყოფილიყო ქართულ სამართლებრივ რეალობასა და ადგილობრივ ბიზნესსაჭიროებებზე. კომპანიას სჭირდებოდა არა ზოგადი AI ინსტრუმენტი, არამედ პლატფორმა, რომელიც მიესადაგებოდა ქართულ სამართლებრივ გარემოსა და დოკუმენტბრუნვის სპეციფიკას.

ქართულ იურიდიულ პრაქტიკაში ტერმინოლოგიურ სიზუსტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ზოგჯერ ერთი ფორმულირების შეცვლამაც კი შეიძლება დოკუმენტის შინაარსი და სამართლებრივი შედეგი არსებითად შეცვალოს. ასეთ პირობებში ზოგადი AI ინსტრუმენტები ვერ უზრუნველყოფს იმ სიზუსტეს, რომელიც საჭიროა ქართული სამართლებრივი ტექსტის ნიუანსებისა და ადგილობრივი პრაქტიკის სწორად გასააზრებლად. 

სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს Lawformer, გლობალური LegalTech სტარტაპი, რომელიც, სხვა ენებთან ერთად, ხელოვნურ ინტელექტს - Legal AI ასისტენტს - ქართულ ენასა და ქართულ სამართლებრივ დოკუმენტებზე ავითარებს. ამასთანავე, აქვს წვდომა საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან, რაც ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

Lawformer-ის ერთ-ერთი საგრძნობი უპირატესობა ისიცაა, რომ AI ასისტენტს შეუძლია, ტექსტი სწორედ ისეთი სტილითა და ფორმულირებით მოამზადოს, როგორსაც კონკრეტული იურისტი გამოიყენებდა სამუშაო პროცესში. ამისთვის სისტემა აანალიზებს არსებულ სახელშეკრულებო მუხლებს, რის შედეგადაც გენერირებული პასუხი ასახავს არა მხოლოდ წერის სტილს, არამედ ფორმულირების ლოგიკასა და პროფესიულ სპეციფიკას.

პარტნიორის შერჩევისას „თეგეტასთვის“ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა დაცვის საკითხიც. Lawformer სრულ შესაბამისობაშია როგორც ქართულ, ისე ევროპულ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან. კლიენტის დოკუმენტებზე წვდომა მხოლოდ თავად კლიენტს აქვს, ხოლო სისტემაში დამუშავებული ინფორმაცია არასოდეს გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მოდელების დასატრენინგებლად.

პრაქტიკული შედეგები

„თეგეტასთვის“ Lawformer იურიდიული ოპერაციების მართვის სისტემურ ნაწილად ჩამოყალიბდა. პლატფორმა კომპანიის შიდა წესებისა და პოლიტიკების შესაბამისად მუშაობს, რაც ხელშეკრულებების გადახედვისას ერთიანი სტანდარტის დაცვასა და გადაწყვეტილებათა თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს.

Lawformer-ის გამოყენებით, „თეგეტას“ იურიდიულ გუნდს შეუძლია ხელშეკრულებების გადახედვა, რისკების ავტომატური იდენტიფიცირება და შესაბამისი ალტერნატიული ფორმულირებების მომზადება „თეგეტას“ შიდა სტანდარტების დაცვით. შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება დრო, რომელიც დოკუმენტის მომზადებიდან საბოლოო შეთანხმებასა და ხელმოწერამდეა საჭირო.

„თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული გუნდის შეფასებით, პლატფორმის დანერგვამ შიდა ეფექტურობა საგრძნობლად გაზარდა და შედეგად, კომპანიის წარმომადგენლებს მეტი დრო რჩებათ სტრატეგიულ სამართლებრივ მხარდაჭერაზე და ნაკლები დრო სჭირდებათ დოკუმენტების ტექნიკურირედაქტირებისთვის.

პარტნიორობის ექვსთვიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტექნოლოგიის სწორად დანერგვა იურიდიულ პროცესებს არა მხოლოდ ამარტივებს, არამედ მათ უფრო სტრუქტურირებულსა და სტანდარტიზებულსაც ხდის, რაც პირდაპირ აისახება ბიზნესის ოპერაციულ ეფექტიანობაზე. 

ბაზრის ტენდენცია

საქართველოში LegalTech განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის უკვე არჩევანი აღარ არის, ის კონკურენტუნარიანობისა და ეფექტურად ოპერირებისთვის აუცილებელი პირობაა. 

კომპანიებმა ნათლად დაინახეს, რომ ძლიერი, სწრაფი და მოქნილი იურიდიული ოპერაციები ბიზნესის ზრდისა და მდგრადობის ერთ-ერთი საფუძველია. ამ ვითარებაში კი სწორი ტექნოლოგიური პარტნიორის არჩევა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა