მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

„ჩელთის“ კიდევ ერთი აღიარება - საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე კომპანიის საფერავმა ოქროს მედალი მოიპოვა

news image

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი-ს კიდევ ერთი აღიარება და წარმატება. Wein+Markt-ის ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვაში განხილულ 50 საუკეთესო ქართულ ღვინოებს შორის, წითელი ღვინის კატეგორიაში  ყველაზე მაღალი შეფასება „ჩელთის“ ღვინომ მიიღო.


„სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ „ჩელთის“ მორიგი წარმატება გერმანიის ბაზარზე.


გერმანული “Wein+Markt”-ის ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვაში განხილულ 50 საუკეთესო ქართულ ღვინოთა შორის, ყველაზე მაღალი შეფასება წითელი ღვინის კატეგორიაში -93.5 ქულა მეღვინეობა „ჩელთის“ 2019 წლის ქვევრის საფერავს მიენიჭა.

37-ე საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე Mundus Vini-ი ჩელთის 2022 წლის საფერავმა ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი წარმატება გვეხმარება რომ, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ქართული ღვინის ხარისხს და გავაცნოთ ჩელთი უფრო მეტ ღვინის მოყვარულს მსოფლიო მასშტაბით“, აღნიშნულია მეღვინეობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნიკალური გემო და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებაა -Saponchike

19.09.2025.18:00

Saponchike მაღაზია-მინი კაფის კონცეფციის სივრცეა, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხათუნა შონიას ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი კომპანია მაღაზია-მინი კაფის კონცეფციისაა და ფუნქციონირებს 2024 წლის მაისიდან.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველასთვის საყვარელ კლასიკურ დონატს შიგთავსით, ასევე 20-ზე მეტ ორიგინალური გემოს დონატებს, რომლებიც ჩვენთვის ასოცირდება ბავშვობასთან და სასიამოვნო ემოციებთან.

დღევანდელი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:

• ჩვენი ინტერპრეტაციით შექმნილ სინაროლებს;
• უნიკალურ შეფუთვაში წარმოდგენილ დესერტებს – ტრუფელებს;
• ნატურალურ წვენებზე დამზადებულ მილქშეიკებსა და ლიმონათებს;
• კლასიკურ ყავას;
• ჩამოსასხმელ ნაყინს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ზაფხული გაყიდვების თვალსაზრისით შედარებით მშვიდი პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დასასვენებლად იყო წასული.
თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ლოკაცია რამდენიმე უნივერსიტეტთან ახლოსაა, ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა ყოველდღიურად გაიზრდება.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ორიგინალურ გემოს და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანია ახალი გახსნილია, ამიტომ უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვება.

დიდი სურვილი გვაქვს სამომავლოდ მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებებში.

ინფორმაციისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის 16 ნომერში მდებარეობს. სამუშაო საათებია ყოველ დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა