Chelti Winery Zuma-ს რესტორნების ქსელში - ქართული ღვინო გლობალურ გასტრონომიულ ასპარეზზე
Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი-ს ღვინოები თანდათან უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება. როგორც კომპანიის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ჩელთის“ ღვინოების მირთმევა უკვე იაპონური რესტორნების ქსელ Zuma-შიცაა შესაძლებელი.
„სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ „ჩელთის“ საფერავი უკვე წარმოდგენილია Zuma-ს რესტორნების ქსელში!
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „ჩელთის“ ღვინოები აქტიურად 28 საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი, საიდანაც ყველაზე დიდი, წამყვანი ბაზარი კომპანიისთვის გერმანიაა, რომელიც ერთგვარი ჰაბია და გერმანიიდან გადის „ჩელთის“ პროდუქცია მთელს ევროპაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
24.07.2025.18:32
საქართველოს 19-წლამდე ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში იასპარეზებს. შეხვედრები 25 ივლისიდან 3 აგვისტომდე რუმინეთში, პიტეშტში გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრების მთავარი მიზანი, ტურნირზე სამეულში მოხვედრა და მომდევნო სეზონისთვის A დივიზიონში გადასვლაა.
დასახული მიზნის მისაღწევად, ნაკრებმა გაიარა ინტენსიური, ერთთვიანი მომზადების ფაზა, რომელიც საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებსაც მოიცავდა.
B დივიზიონში ისინი შეხვდებიან ისეთ ძლიერ მეტოქეებს, როგორებიც არიან: რუმინეთი, დანია, უკრაინა, პორტუგალია და აზერბაიჯანი.
ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო 2 გუნდი დაძლევს და მეოთხედფინალში გავა, დანარჩენები კი დარჩენილი ადგილებისთვის იბრძოლებენ.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს კალათბურთელებს U18-ის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.