„ჩაროზმა“ გაყიდვაში სააღდგომო ნაკრებები ჩაუშვა
ქართული, უშაქრო, ნატურალური და უნიკალური ტკბილეულობისა და სნექის კომპანია Charozi • ჩაროზი,რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს მომხმარებლებს სააღდგომოდ განსაკუთრებულ ნაკრებს სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia - ს კომპანიის მფლობელმა ელენა ჯიშიაშვილმა განუცხადა ეს არის თემატური კოლექცია ხის კვერცხის სახით, რომელშიც მოთავსებულია „ჩაროზის“ პროდუქციის სრული ასორტიმენტი.
„ჩვენ ვცდილობთ რომ ყველაფერი იყოს ნატრალური. დიდი მნიშვნელობა აქვს შეფუთვასაც და ვიყენებთ ნატურალური მასალის შეფუთვებს. აღდგომის დღესასწაულის შესაფერისი ხის კვერცხი დავამზადეთ, რომელიც არის ძალიან ლამაზი და მასში შიგნით მოთავსებულია „ჩაროზის“ სრული ასორტიმენტი. პროდუქტის წონა არის 550 გრამი და ამ სასაჩუქრე ნაკრების ღირებულება თავისი ლამაზი ჩანთით არის 60 ლარი “, - აცხადებს კომპანიის მფლობელი ელენა ჯიშიაშვილი
გარდა კვერცხის ფორმის ნაკრებებისა „ჩაროზი“ მომხმარებელს ყოველწლიურად სთავაზობს ხატის პურს, რომელიც გემოვნურ თვისებებთან ერთად, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია.
„სააღდგომოდ ყოველწლიურად ვამზადებთ ჩაროზის ხატის პურს, რომელიც არის დიაბეტურიც. ვიზუალურად არის ძალიან ლამაზი და შიგნით აქვს ჩაროზი “, - ამბობს კომპანიის მფლობელი ელენა ჯიშიაშვილი.
ცნობისთვის, ნაკრები შედგება შემდეგი პროდუციისგან -
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
13.11.2026.17:33
საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.
ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:
• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;
• 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.