Chapidon Winery გაფართოვდა და არსებულ ინფრასტრუქტურას დიდი სადეგუსტაციო სივრცე დაამატა
თბილისთან ახლოს, სოფელ გარიყულაში მდებარე Chapidon Winery, რამდენიმე წელია ბაზარზეა და საკუთარ სტუმრებს მაღალი ხარისხის ღვინოებთან ერთად უგემრიელეს კერძებსაც სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთან Chapidon Winery-ის ერთ-ერთმა მფლობელმა სალომე თარხნიშვილმა განაცხადა, Chapidon Winery-ის სტუმრების 90%-ი ტურისტები არიან.
Chapidon Winery გარდა ღვინის დეგუსტაციებისა, საკუთარ სტუმრებს განსხვავებულ მენიუს სთავაზობს.
„ადგილზე გაქვს ცქრიალა ღვინის მარანი და ძველი ფრანგული მეთოდით ვაწარმოებთ ცქრიალა ღვინოებს, ასევე პეტნატებს, ღვინოს. ჩვენ ასევე გაქვს დეგუსტაციები, სადილები, ვახშმები. ვმასპინძლობთ კორპორატიულ შეხვედრებს, ქორწილებს, დაბადების დღეებს და სხვადასხვა ივენთებს.
ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან ტურისტები. ჩვენი სტუმრების 90%-ი ტურისტია. ამ მიზნით ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთანაც, თუმცა უმეტესი სტუმრობისა თავად გვპოულობს და გვიკავშირდება. ერთხელ, რომ იყვნენ მერე იმან თავის მეგობარს უთხრა ჩვენზე და ასე. რეალურად პირადი კონტაქტებით და პირადი რეკომენდაციით უფრო მეტი ადამიანი შემოდის.
ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადი არის ჩვენი საფირმო მჭადი პიტნით, ასევე გაქვს განსაკუთრებული ხაჭაპური, კალმახი გაქვს გრილზე. რეალურად სტუმარს ყველა ჩვენი კერძო მოსწონს. ასევე გაქვს იხვის ჩახოხბილი, რაც განსაკუთრებულია“, - აცხადებს სალომე თარხნიშვილი.
Chapidon Winery ტერიტორიაზე სამომავლოდ სასტუმროს დამატებასაც განიხილავს, თუმცა ამისთვის ჯერ ფინანსები აქვს მოსაძიებელი.
თუმცა მანამდე Chapidon Winery გაფართოებას განაგრძოს და არსებულ ინფრასტრუქტურად წელს დიდი სადეგუსტაციო სივრცე დაამატა, რომელიც 100 ადამიანზე გათვლილი.
გარდა დეგუსტაციებისა და ადგილზე შეთავაზებისა Chapidon Winery-ს ღვინოები იყიდება 8000 მოსავალში, ღვინის ბიბლიოთეკაში, ღვინის ბუტიკში.
Chapidon Winery-ს მფლობელი ამბობს, რომ სამომავლოდ ღვინის ექსპორტსაც განიხილავენ.
თავიდან Chapidon Winery-მა ბიზნესი 2000 ბოთლი ღვინის ჩამოსმით დაიწყო და დღეს უკვე 8000-მდე ბოთლ ღვინოს ასხამს.
Chapidon Winery არის ოჯახური მარანი თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, რომელიც მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში. Chapidon Winery არის ადგილი, სადაც ეწყობა როგორც ღვინის, ისე არტ– და სასწავლო მასტერკლასები .
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.06.2025.16:00
„სიზმარა“ არის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და სპეციალიზება ხარისხიანი, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოებასა და გაყიდვაში. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მაგდა ზიბზიბაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„სიზმარა“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს ვთავაზობთ ბავშვებისთვის განკუთვნილ, ადგილობრივად წარმოებულ ტანისამოსს, თეთრეულს, ნათლობის ნივთებს, მოსეს კალათებს, გრავირებულ აბაზანის ხალათებს და უკვე მთავარ პროდუქტს ჩოხა რომპერებს, რომლებიც ქართული ტრადიციული დეტალებითაა შექმნილი.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ასორტიმენტი მრავალფეროვანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევუქმნათ ონლაინ გარემო, რომელშიც შეძლებს ახალშობილისთვის ყველა საჭირო ნივთების შეძენას. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ დაახლოებით 30 სახეობის პროდუქტს, რომელსაც მომხმარებელი უკვეთავს ბავშვის ზრდის ნებისმიერ ეტაპზე.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბაზარზე მოთხოვნა წარმოებულ პროდუქტზე საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ მოთხოვნას სანდოობაც განაპირობებს, „სიზმარა“ იქცა ბრენდად, რომელიც ახალშობილისთვის პირველ სასაჩუქრე იდეასთან ასოცირდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„სიზმარას“ უპირატესობა ბაზარზე წარმოებული პროდუქტის მრავალფეროვნებაა, თუმცა ვფიქრობ კონკურენტული უპირატესობა გვაქვს პროდუქტით რომელიც არის - რომპერი ჩოხის ელემენტებით, ეს არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ეს არის კულტურული ინოვაცია, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ფუნქციურობას და ემოციას. ახალშობილებისთვის განკუთვნილი ჩაცმულობის დიზაინში ჩოხის ელემენტების ინტეგრირება ერთდროულად განასახიერებს ქართველ მშობლებთან კავშირის გაღრმავებას და ეროვნული იდენტობის პირველივე დღიდან გადაცემის გზას.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სიზმარას სამომავლო გეგმაა გავზარდოთ ქართული ბრენდისადმი ინტერესი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.
ცნობისთვის, „სიზმარას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook, Instagram), სადაც შეკვეთა შესაძლებელია პირდაპირი შეტყობინების გზით. გარდა ამისა, გარკვეული პროდუქცია, მაგალითად ჩოხა რომპერები და გრავირებული ნივთები, მზადდება წინასწარი შეკვეთის საფუძველზე.