მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7142.6
0.0557
flag
AZN 1.6086
0.0125
flag
CNY 38.498
0.029
flag
EUR 3.2376
0.0233
flag
GBP 3.7338
0.0285
flag
KZT 50.54
0.0042
flag
TRY 0.0662
0.0005
flag
USD 2.7356
0.0213

ჩაის მწარმოებელი კომპანია "ბუეთი" Milan Camp Georgia-ს სპონსორი გახდა

news image

ქართული ნატურალური ჩაის მწარმოებელი კომპანია „ბუეთი“ ხუთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგემზე Business Insider Georgia “ბუეთის“ გაყიდვების ხელმძღვანელს ქეთევან კაკაურიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

მიმდინარე სიახლე არის ის რომ საქართველოში პირველად მოეწყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ კემპი, რომლის სპონსორი გახდა ბუეთი და მოხარულები ვართ რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ ძალიან კარგ ამბავში, სადაც ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა მოირგონ მილანის მაისურები და ივარჯიშონ, როგორც იტალიელ, ასევე ქართველ სპეციალისტებთან ერთად და ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა მათთვის.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მიმდინარე ასორტიმენტშიც გვაქვს სიახლე, გავაკეთეთ ახალი 6 განსხვავებული გემოს ნაკრები, რაც ძალიან კარგი სიახლეა ჩაის მოყვარულებისთვის. არის ძალიან ლამაზი დახვეწილი ყუთი, რომელიც ასევე კარგი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის.

შიგნით დახვდებათ 6 გემო, ჯამში 30 კონვერტი.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ზოგადად, ყავა ყოველთვის უფრო აქტუალური იყო ჩაისთან შედარებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ადამიანები, მათ შორის ჩვენი დახმარებითაც, ჩაის უამრავ სასარგებლო თვისებას აღმოაჩენენ და ბოლოს იყვარებენ მას.


როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ამ ეტაპზე იგეგმება ახალი პროდუქციის რეალიზაცია და ფართოდ გავრცელება, რათა მომხმარებლებს უფრო გაუადვილდეთ შეძენის პროცესი.


ცნობისთვის, საწარმო ტყიბულში მდებარეობს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით. კომპანია სხვადასხვა სახეობის ჩაის აწარმოებს, როგორც დასაყენებლ, ასევე ერთჯერად შეფუთვებში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი

19.09.2025.15:15

სექტემბრის თვეში გაზრდილი ფინანსური საჭიროებების ფონზე, ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებისთვის სალომბარდე სესხის მიღების პროცესსა და მის უპირატესობებს განმარტავს. კომპანიის მიერ შეთავაზებული პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული, გამჭვირვალე და მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სესხის აღების პროცედურა რამდენიმე მარტივი ეტაპისგან შედგება:

1. ფილიალში ვიზიტი: მომხმარებელს შეუძლია, ეწვიოს „ექსპრეს ლომბარდის“ ნებისმიერ ფილიალს. ფილიალების უმეტესობა 24/7 რეჟიმში მუშაობს, რაც მომსახურების მიღებას ნებისმიერ დროს ხდის შესაძლებელს.

2. ნივთის შეფასება: სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები მომხმარებლის თანდასწრებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აფასებენ ოქროს, ვერცხლისა თუ ბრილიანტის ნაკეთობას. პროცესი სრულიად უსაფრთხოა და მიმდინარეობს ნივთის დაზიანებისა და გაქლიბვის გარეშე.

3. პირობების შეთანხმება: შეფასების დასრულების შემდეგ, ექსპერტ-შემფასებელი მომხმარებელს აცნობს შემოთავაზებული თანხის მაქსიმალურ ოდენობას. თანხმობის შემთხვევაში, ფორმდება სესხის ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა პირობა.

4. თანხის მიღება: ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მომხმარებელი თანხას მომენტალურად იღებს.

„ჩვენი მიზანია, სალომბარდე სესხის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები ყველასთვის. გვსურს, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რა მარტივ ნაბიჯებს გადის და რა ხელსაყრელ პირობებს იღებს, როცა ის „ექსპრეს ლომბარდს“ ირჩევს,“

პროცესის სიმარტივის გარდა, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებელს შემდეგ ძირითად პირობებსა და უპირატესობებს სთავაზობს:

მაღალი შეფასება: მომხმარებლის ნივთი ყოველთვის ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფით ფასდება.

უსაფრთხოება: კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას ნივთის უსაფრთხოებაზე.

ხელმისაწვდომობა: ფილიალების ფართო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით და 24/7 მომსახურება უზრუნველყოფს სერვისის ხელმისაწვდომობას.

მოქნილი გრაფიკი: მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თავად აირჩიოს სარგებლის გადახდის პერიოდი - ყოველთვიურად ან 3 თვეში ერთხელ.

კომფორტული და პრივატული გარემო: „ექსპრეს ლომბარდის“ ფილიალებში დაცულია მომხმარებლის კონფიდენციალურობა და შექმნილია თანამედროვე, კომფორტული გარემო.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ეწვიონ კომპანიის ფილიალებს ან დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს.
032 2 39 39 39 | *3939
expresslombard.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა