ჩაი „ჩანიტი“ სერბეთში ექსპორტს იწყებს
ChaniTea - ჩანიტი ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩანიტის“ მწარმოებელი კომპანია „რჩეული 2025“-ის წარმომადგენელმა ნანა მელაშვილმა განაცხადა, წლის ბოლომდე „ჩანიტი“ სერბეთში გაიყიდება.
„აქტიურად ვემზადებით ექსპორტისთვის. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და 15 სექტემბრამდე სერბეთში ჩაის პირველ პარტიას გადავტვირთავთ. პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთანაც – ამ ეტაპზე აქტიური დიალოგი გვაქვს აშშ-სთან, თუმცა როგორ განვითარდება პროცესები, ჯერ ზუსტად არ ვიცით. საწარმოს დიდი წარმადობა არ აქვს – მცირე მოცულობით ვმუშაობთ. წარმოება გათვლილია წლიურად დაახლოებით 8-10 ტონა ჩაის მოცულობაზე,“ – განმარტავს ნანა მელაშვილი.
„ჩანიტი“ ამ დროისთვის საკუთარ პლანტაციებს არ ფლობს. ნედლეული იჯარით აღებული ნაკვეთებიდან და ადგილობრივი ფერმერებისგან შეაქვთ.
ბრენდი ბაზარზე ხუთი სახეობის ჩაით არის წარმოდგენილი და ამჟამად „მადაგონის“ ქსელურ მაღაზიებში იყიდება. იანვრიდან „ჩანიტის“ პროდუქცია „სპარში“ გამოჩნდება.
ჩაი „ჩანიტი“ მზადდება ოზურგეთის რაიონის სოფელ გაღმა დვაბზუში, ოჯახურ საწარმოში, ტრადიციული მეთოდით. ნედლეული მოწოდებულია ნასაკირალის ფერდობებიდან. ჩაის დამუშავება მოიცავს მწვანე ფოთლის შერჩევას, გრეხვას, ფერმენტაციასა და შრობას – ყველა ეტაპის ზუსტი დაცვით მიიღება მაღალი ხარისხის შავი ჩაი, რომელიც გამოირჩევა მდიდარი არომატითა და დახვეწილი გემოთი.
„ჩანიტი“, ალბათ სახელმაც გაგაკვირვათ. ნება მომეცით აგიხსნათ თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს: როგორც მოგეხსენებათ გურულები ჩაის ხშირად ''ჩა"-ს ვუძახით, ხოლო "ნიტი" სიკაშკაშის ერთეულია. ამ ორი საუკეთესო სიტყვის შეერთებით გამოვიდა "ჩანიტი", ანუ ჩაი რომელიც კაშკაშებს“, - აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სხვა სიახლეები
ICTA-ს წევრი კომპანია EPAM Georgia | ინოვაცია მარტო არ იქმნება - მას ქმნიან კომპანიები, ლიდერები და ადამიანები, რომლებიც წინსვლას ერთად ირჩევენ
12.02.2026.21:00
ICT Association of Georgia არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოქმედ წამყვან ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კომპანიებს. მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ინოვაციური ციფრული ეკოსისტემის ჩამოყალიბებაა.
ქვეყანაში IT სექტორის განვითარებასთან ერთად იზრდება ICT Association of Georgia-ის წევრებისა და პარტნიორების რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ICT Association of Georgia-ს წევრი კომპანიაა ასევე EPAM Georgia.
„EPAM არის გლობალური კომპანია, რომელიც Fortune 500-ის კომპანიებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებს უზრუნველყოფს. საქართველოში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უმსხვილესი დელივერი ცენტრი, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. ჩვენ ICT ასოციაციის წევრები მისი დაარსების პირველივე დღიდან ვართ. ყველაფერი დაიწყო კონკრეტული პრობლემით, რომელიც სხვადასხვა კომპანიას აწუხებდა.
ჩვენ გავერთიანდით ამ საკითხის გარშემო და შევეცადეთ მისი ერთობლივად გადაწყვეტას. სწორედ ამ პროცესში დავინახეთ, რომ კოლექტიურ პრობლემებს საუკეთესო გადაწყვეტა კოლექტიურ სივრცეში აქვს, რის შედეგადაც შევიკრიბეთ ICT ასოციაციაში.
დღეს ასოციაციას უკვე მეტი წევრი ჰყავს და არაერთი გამოწვევა წარმატებით არის გადალახული. მჯერა, რომ მომავალშიც ამ ინდუსტრიას ICT ასოციაცია და კიდევ უფრო მეტი გაერთიანებული წევრი სჭირდება, რომლებიც საერთო პრობლემების გარშემო ერთიანდებიან.
ერთი სიტყვით რომ დავახასიათო ICT ასოციაცია, ეს არის პლატფორმა, სადაც ინდუსტრიის სხვადასხვა კომპანიები ერთიანდებიან კონკრეტული გამოწვევებისა და პრობლემების გარშემო, რათა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობლივად იპოვონ საუკეთესო და კრეატიული გადაწყვეტილებები.
ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მთავარი მისიაა საქართველოს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე დაფიქსირება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში IT ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და პრაქტიკულად რამდენჯერმე გაიზარდა, გვჯერა, რომ მისი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული.
სწორედ ამიტომ, IT კომპანიების გაერთიანება ასოციაციის ფარგლებში გვაძლევს გაცილებით მეტ შესაძლებლობას, უფრო სწრაფად და ეფექტურად წავიწიოთ წინ. ინოვაცია მარტო არ იქმნება“, - აცხადებს EPAM Georgia-ს გენერალური დირექტორი გივი სართანია.