მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.9
-0.0052
flag
AZN 1.5917
-0.0001
flag
CNY 38.057
0.0013
flag
EUR 3.1173
-0.003
flag
GBP 3.534
-0.0061
flag
KZT 52.07
-0.001
flag
TRY 0.0638
-0.0001
flag
USD 2.7062
-0.0005

Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა - პორშემ ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილი წარადგენა

news image

• საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომია ორი ვერსია: Cayenne Electric და Cayenne Turbo Electric
• ტექნიკური მონაცემები: სიმძლავრე 1156 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამში და მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ
• დამუხტვა: სიმძლავრე 400 კვტ-მდე, 10%-დან 80%-მდე დამუხტვის დრო 16 წუთი
• სასვლო მარაგი: 642 კილომეტრის რესურსი
• კიდევ უფრო განვითარებული Porsche Driver Experience: Flow Display-თა და ახალი ციფრული Porsche Digital Interaction-ით
• დიდი არჩევანი: კაიენი ხელმისაწვდომი რჩება შიგაწვისა და ჰიბრიდული ძრავებითაც

Porsche-ს SUV სეგმენტში, სადაც Cayenne უკვე ისტორიული წარმატების სიმბოლოა, სრულიად ახალი, ელექტრული ერა იწყება. ბრენდი ელექტრომობილების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და მეორე სრულად ელექტრო SUV Cayenne Electric წარადგინა, რომელიც Porsche-ს პერფორმანსს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს.
საწყის ეტაპზე ორი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი: Cayenne Electric და Cayenne Turbo Electric, რომლებიც CO₂-ემისიას ნულოვან დონეზე ინარჩუნებს და WLTP-ის მიხედვით, ერთი დამუხტვით 623-642 კმ-მდე დაფარვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, Turbo ვერსია Porsche-ს ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილია: Launch Control-ის გამოყენებით ის 1 156 ცხენის ძალას ავითარებს და 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამში აჩქარდება, რაც SUV კლასში ახალი სტანდარტია, ხოლო „კაიენის“ საწყისი მოდელი Launch Control-ით 442 ცხენის ძალამდე ავითარებს და ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ.

ელექტროკაიენი ენერგიის უკუგებაში, ანუ რეკუპერაციის თვალსაზრისითაც ტოპ-მონაცემებს გთავაზობთ: 600-კილოვატიანი რეკუპერაცია Formula E-ს ავტომობილების შესაძლებლობებს უტოლდება.

ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ის გენერალური დირექტორი: Cayenne Electric პერფორმანსის ახალ განზომილებას ქმნის და SUV-სეგმენტში ისეთ სტანდარტს აწესებს, რომელიც მომავლის ტექნოლოგიების საზღვრებს მნიშვნელოვნად განავრცობსსპორტული მემკვიდრეობა და ელექტრული დინამიკა ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ავტომობილს, რომელიც ერთდროულად სპორტულიცაა და ყოველდღიური მოხმარებისთვისაც სრულყოფილი“.

მაღალ პერფორმანსს ელექტროძრავის სრულიად ახალი არქიტექტურა უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამუხტვის სისტემასაც: 113-კილოვატსაათიანი ბატარეა და 800-ვოლტიანი არქიტექტურა საშუალებას აძლევს ავტომობილს, 390-400 კვ სიმძლავრით დაიტენოს. ამ ტექნოლოგიით ბატარეა 10%-დან 80%-მდე 16 წუთზე ნაკლებში იმუხტება, ხოლო 300 კმ-ისგასავლელად საკმარისი ენერგია მძღოლს დაახლოებით 10 წუთში შეუძლია მიიღოს. 

დიზაინის მიმართულებით Cayenne Electric ინარჩუნებს Porsche-სთვის დამახასიათებელ პროპორციებს და არა მხოლოდ ვიზუალურ დინამიკასუზრუნველყოფს, არამედ ენერგოეფექტურობასაც ზრდის.

ინტერიერი ახალი თაობის ციფრული გამოცდილებით გამოირჩევა. Porsche Driver Experience-ის განახლებული კონცეფცია Flow Display-ის დიდ OLED-პანელს აერთიანებს, რომელსაც სრულად ციფრული ხელსაწყოთა პანელი და მგზავრისთვის განკუთვნილი 14,9-დუიმიანი მონიტორი ახლავს. პირველად Cayenne-ში ინტეგრირებულია AR-Head-Up Display-იც - სისტემა, რომელიც რეალურ და ციფრულ შრეებს ერთმანეთს აკავშირებს. 

ქართველ მომხმარებელს Cayenne Electric-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისში“  შეუძლია. წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია.

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გავაფართოვეთ წარმოება და დავამატეთ აქსესუარები განახლებული დიზაინით - Muline

21.11.2025.18:00

Muline აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ დაარსდა. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მაკო იმედაშვილს ესაუბრა.

„ჩვენს ბრენდს შეემატა რამოდენიმე ახალი დიზიანის შარფი, რომელიც ისევ და ისევ ქართულ თემატიკას მოვარგეთ და შევუსაბამეთ თანამედროვე ხელოვნებას, რაც ძალიან საინტერესო გამოვიდა თავისი შინაარსითა და თემატიკით “, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

ბრენდმა გააფართოვა წარმოება და დაამატა აქსესუარები განახლებული დიზაინით.

„გავაფართოვეთ კოსმეტიკის ჩანთების წარმოება და დავამატეთ ახალი დიზაინები. ამ ეტაპზე ვმუშაობთ საახალწლო კოლექციაზე, რომელიც იქნება ძალიან მრავალფეროვანი შარფებიდან და კოსმეტიკის ჩანთებიდან დაწყებული, თმის ბაფთებით, მაგიდის რანერებითა და სუფრებით დასრულებული “, - აღნიშნავს მაკო იმედაშვილი.

Muline სამომავლოდ ერთ-ერთ კომპანიასთან კოლაბორაციას გეგმავს და აღნიშნულზე უკვე აქტიურად მუშაობს.

„ერთ-ერთ ძალიან კარგ კომპანიასთან ვგეგმავთ კოლაბორაციას, რაც საკმაოდ საინტერესო იქნება. ამ ეტაპზე უკვე მუშაობის პროცესში ვართ. გარდა ამისა, ვმუშაობთ ახალ, ძალიან საინტერესო პროდუქტზეც, რომელიც თავდაპირველად სატესტო ვერსიად დამზადდება და შედეგების გათვალისწინებით ჩაეშვება წარმოებაში “, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, როგორც სოციალური ქსელების გამოყენებით, ასევე veli.store -ის მეშვეობით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა