Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის
რუსთავს მალე Cavea-ს თანამედროვე კინოთეატრი ექნება. წლის ბოლომდე, რუსთავში სავაჭრო და გასართობ ცენტრ "რუსთაველში" Cavea კინოთეატრი გაიხსნება.
როგორც Business Insider Georgia-ს Cavea-ში განუცხადეს, აღნიშნული კინოთეატრი 400-მდე სტუმარს უმასპინძლებს. დაგეგმილია ასევე ბოულინგის ქსელის "ბოლრუმისა" და რესტორნის გახსნაც.
„მალე, ადგილობრივი მოსახლეობა სუპერ თანამედროვე კინოთეატრითა და სხვა გასართობი სივრცით ისარგებლებს“, - განმარტავენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო და გასართობი ცენტრი "რუსთაველი“ ოპერირებას მარტიდან დაიწყებს.
რუსთავში ახალი სავაჭრო ცენტრი მე-12 მიკრორაიონში მდებარეობს, სადაც ამ დროისათვის მაღაზიები შიდა სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
18.10.2025.03:02
კომპანია Royal Honey • სამეფო თაფლი , ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს. კომპანია მომავალ წელს თბილისში პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.
„მომავალ წელს ქალაქ თბილისში პირველი, ბრენდული ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200 000-ია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე. არსებულ პროდუქციას უახლოეს პერიოდში ჩურჩხელაც დაემატება “, - ამბობს გიორგი გომელაური.
„სამეფო თაფლის“ მომხმარებლების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.
„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის მაღალი ხარისხი, ასორტიმენტის ზრდა, ტურისტების დიდი ნაკადი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ სტაბილურობა განაპირობებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროდუქციის ხარისხია.
„ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. 2017 წელს პროდუქციის წარმოება რა ხარისხითაც დავიწყეთ, ახლაც ზუსტად იგივე ხარისხი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხარისხის გაფუჭება არასახარბიელო შედეგის მომტანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრემიუმ ხარისხი შევინარჩუნოთ “, - აცხადებს გიორგი გომელაური.
ცნობისთვის, კომპანია საერთო ჯამში 50-მდე სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და გოზინაყი. პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორიც არის "კარფური", "აგროჰაბი", "გუდვილი", "ევროპროდუქტი", და სხვა.