მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0035
flag
AZN 1.5889
0.0017
flag
CNY 38.39
0.0065
flag
EUR 3.1697
0.0091
flag
GBP 3.6292
0.0193
flag
KZT 52.43
0.0029
flag
TRY 0.0631
0.0001
flag
USD 2.7015
0.0031

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

news image

ლიბერთის ლოიალობის პროექტის CashBack-ის და Visa-ს ერთობლივი საახალწლო აქცია დაიწყო.24-დან - 26 დეკემბრის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ იშოპინგონ საახალწლოდ მათთვის საყვარელ CashBack-ის მეგობარ ობიექტებში და დაიბრუნონ 60%-მდე ქეშბექი მომენტალურად. 

24 დეკემბერი | MINISO — 40% ქეშბექი | ლიმიტი — 100₾ | სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის, ლიმიტი — 150₾ | ქეშბექი ვრცელდება არსებულ ფასდაკლებაზეც.

24 დეკემბერი | MINISO.GE — 50% ქეშბექი | ლიმიტი — 100₾ | სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის, ლიმიტი — 150₾ | ქეშბექი ვრცელდება არსებულ ფასდაკლებაზეც.

25 დეკემბერი | ბიბლუსი — 50% ქეშბექი | ლიმიტი — 150₾ | სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის — 60% ქეშბექი | ლიმიტი — 150₾ | ქეშბექი ვრცელდება არსებულ ფასდაკლებაზეც.

25-26 დეკემბერი | პეპელას სათამაშოები — 50% ქეშბექი | ლიმიტი — 150₾ | სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის — 60% ქეშბექი | ლიმიტი — 150₾ 

26 დეკემბერი | ICR TRADE — 30% ქეშბექი | ლიმიტი — 150₾ | ონლაინ მაღაზიაში ლიმიტი - 200₾ | სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის — 30% ქეშბექი | ლიმიტი — 200₾ | ქეშბექი ვრცელდება არსებულ ფასდაკლებაზეც.

ICR Trade-ში შემავალი ბრენდები: BATA, Studio Shoes Gallery, CORSO ITALIA, SCARPIERA, BAMBINO, OKAIDI, OUTLET, ECCO, GEOX, AW LAB, JACADI, REPLAY, Laboratory Shoes Gallery, ICR Shop. 

სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის აუცილებელია გადახდა განხორციელდეს სტუდიოს Visa Platinum ბარათით.

გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:

  1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge
  2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ
  3. გადაიხადე ლიბერთის Visa ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
  4. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ: https://onboarding.lb.ge

*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge.

თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image IG Development Georgia ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლს“ ააშენებს - მინდია საბანაძე

23.12.2025.12:00

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილი ოპერატორია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით, საკუთარ პორტფელს აფართოებს და ახალი მოლების მშენებლობას ბათუმსა და ქუთაისში გეგმავს.

როგორც „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ (IG Development Georgia) დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე განმარტავს, სითი მოლი ბათუმი Ambassadori Island Batumi-ის ტერიტორიაზე აშენდება, სადაც კომპანიამ მიწა უკვე შეიძინა.

„მოზიდული კაპიტალი ძირითადად წავა როგორც სითი მოლი საბურთალოს განვითარებაზე, ასევე სითი მოლი გლდანის განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ასევე ორი დიდი პროექტი ბათუმში -  ამბასადორი აილანდზე შევიძინეთ ტერიტორია და იქ ავაშენებთ დაახლოებით 120 ათას კვ. მ სავაჭრო ცენტრს, რომელიც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს არამხოლოდ ბათუმს, არამედ რეგიონსაც, იქიდან გამომდინარე, რომ იქნება სრული მრავალფეროვნება, სრული ასორტიმენტი და ასე შემდეგ. ეს იქნება სრულიად განსხვავებული სიტყვა, ვიდრე ადრე თქმულა და ვიდრე დღემდე გაკეთებულა. ჩვენ გვაქვს ასევე კიდევ ერთი პროექტი - ქუთაისში, სადაც ყოფილი კადეტების კორპუსი შევიძინეთ და სადაც ასევე ვაპირებთ სავაჭრო ცენტრის განვითარებას. პარალელურად ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდებით, მაგრამ მოზიდული კაპიტალი სწორედ აქ მიდის, ხოლო სხვა დანარჩენი ჩვენი პირადი სახსრებით ხორციელდება“, - აღნიშნა მინდია საბანაძემ.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ სითი მოლის ბათუმის მშენებლობა დაახლოებით 2–2,6 წელში დასრულდება, ხოლო რაც შეეხება ინვესტიციას, მინდია საბანაძის თქმით, ინვესტიციის მოცულობა პროექტის განხორციელებისას ყოველთვის იზრდება.

„არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, რადგან შესაძლოა შემდეგ ცვლილებები მოხდეს, რადგან როცა ვგეგმავთ, ვფიქრობთ, რომ 200–250 მლნ-ის ფარგლებში ჩავეტევით, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ამ თანხაში ვერ ვეტევით და პროექტი ცოტა გვიძვირდება. იმიტომ, რომ, როგორც ქართველებმა ვიცით, მადა ჭამაში მოდისო და სულ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ, რაღაც ახალი შევქმნათ და აქედან გამომდინარე იზრდება“, - ამბობს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

რაც შეეხება სითი მოლი გლდანის გაფართოების პროექტს, პროცესი დაახლოებით 1 წელში დასრულდება.

„ძალიან მალე დასრულდება. ყველა სირთულე, რაც იყო, უკვე გადატეხილია. ეს ხომ არსებული მოლია და ძირითადი სირთულე იყო გადაბმები. ეს ყველა სირთულე უკვე გადაჭრილია და მიმდინარეობს ძალიან მარტივი სამუშაოები, და ალბათ 1–1,5 წელიწადში სრულიად გაიხსნება თავისი კინო-თეატრებით, ჯიმით, ბავშვთა გასართობი ცენტრებით და კაფეებისა და რესტორნების მრავალფეროვნებით“, - აცხადებს საბანაძე.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან კომერციული უძრავი ქონების სექტორის წამყვანმა კომპანიამ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური ჩართულობით, ჯამურად 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონი დოლარისა და 15 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

დღეისათვის „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ პორტფელში შედის ორი წამყვანი სავაჭრო ცენტრი - სითი მოლი საბურთალო და სითი მოლი გლდანი, ასევე სითი თაუერი, რომლებიც 100%-მდე დატვირთულობით ფუნქციონირებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა