მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

CashBack-ის და Mastercard-ის Back to School აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის

news image

სკოლისთვის მოსამზადებლად, Mastercard-თან პარტნიორობით, CashBack-ი განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს მომხმარებლებს.

5-დან 14 სექტემბრის ჩათვლით, ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელები შეძლებენ მომენტალურად დაიბრუნონთ გადახდილი თანხის 60%-მდე მეგობარ ობიექტებში:

Elite | 5 სექტემბერი | 20% ქეშბექი | ლიმიტი 400 ლარი - ქეშბექი ვრცელდება როგორც ფიზიკურ ასევე ონლაინ მაღაზიაში. ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ ტელეფონებზე, პლანშეტებზე, ლეპტოპებზე და ამ პროდუქციასთან დაკავშირებული აქსესუარებზე. სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite-ით გადახდისას 30% ქეშბექი. Top|Card-ით გადახდის შემთხვევაში ისარგებლებთ მხოლოდ გადანაწილებით.

აქციით სარგებლობას შეძლებ შემდეგ ქალაქებში — თბილისი, საგარეჯო, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, თელავი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ხაშური.


Atelier Pirveli | 7-8 სექტემბერი | 50% ქეშბექი | ლიმიტი 150 ლარი - ქეშბექი ვრცელდება სრულ კოლექციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც და მოქმედებს, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ მაღაზიაში.

Miniso| 8 სექტემბერი | 50% ქეშბექი ფიზიკურ მაღაზიებში და 60% ქეშბექი ონლაინ მაღაზიაში | ლიმიტი 150 ლარი. ქეშბექი ვრცელდება სრულ კოლექციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც. Top|Card-ით გადახდის შემთხვევაში ისარგებლებთ მხოლოდ გადანაწილებით.

Sulakauri | 8 სექტემბერი | 40% ქეშბექი | ლიმიტი 100 ლარი. ქეშბექი ვრცელდება სრულ კოლექციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც და მოქმედებს, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ მაღაზიაში. Top|Card-ით გადახდის შემთხვევაში ისარგებლებთ მხოლოდ გადანაწილებით.

Biblusi | 9 სექტემბერი ფიზიკური და ონლაინ მაღაზია | Biblusi.ge 10 სექტემბერი მხოლოდ ონლაინ მაღაზია | 50% ქეშბექი | ლიმიტი 300 ლარი. სტუდიო ლიბერთის MasterCard World Elite-ით გადახდისას 60% ქეშბექი, ლიმიტი 300 ლარი. ქეშბექი ვრცელდება სრულ კოლექციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც. Top|Card-ით გადახდის შემთხვევაში ისარგებლებთ მხოლოდ გადანაწილებით.

Her Store | 10-11 სექტემბერი | 60% ქეშბექი | ლიმიტი 100 ლარი. ქეშბექი ვრცელდება სრულ კოლექციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც და მოქმედებს, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ მაღაზიაში.

Cosmo | 12 სექტემბერი | 50% ქეშბექი | ლიმიტი 150 ლარი. ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში. 

Kotesi | 12-13 სექტემბერი | 50% ქეშბექი | ლიმიტი 150 ლარი. ქეშბექი ვრცელდება სრულ კოლექციაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.

Tavrieli | 13 სექტემბერი | 50% ქეშბექი | ლიმიტი 150 ლარი. ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში.

Wortmann | 13-14 სექტემბერი | 40% ქეშბექი | ლიმიტი 150 ლარი. ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიაში.

Salamander | 13-14 სექტემბერი | 40% ქეშბექი | ლიმიტი 150 ლარი. ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიაში. Top|Card-ით გადახდის შემთხვევაში ისარგებლებთ მხოლოდ გადანაწილებით.

გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:

1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge

2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ

3. გადაიხადე ლიბერთის Mastercard ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე

4. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ:  https://bit.ly/3wF6LjG

​წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android  ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge.

თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას და გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის - “ბლექ სი გრუპის” დირექტორი

05.09.2025.21:00

მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის, – ამის შესახებ კომპანია “ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ⁠ამირან მამუჭაძემ კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღმშენებლობისთვის ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს მოხდა. გასულ პერიოდში არა ერთ კარგ პროექტით მივიხიბლეთ თბილისელები – განსაკუთრებით ეფექტური იყო გარკვეული პროექტები. მინდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ პრეზენტაციას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი ბატონი კახის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც წარმოდგენილი იყო. ჩვენი გუნდი უჭერს მხარს პროექტებს და გვერდით დავუდგებით მის განხორციელებას. განსაკუთრებით კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ხშირად იღებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას. 1000-კაციანი კომპანია, რომელიც დასაქმდება, მიიღებს მონაწილეობას და ქვეყნის აღმშენებლობაში ძალიან დიდ ეფექტს გამოიღებს და პოზიტიური იქნება ჩვენთვის. მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის“, – აცხადებს ⁠ამირან მამუჭაძე

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.

საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.

„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.

„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.

მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა