მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

Bybit-მა საქართველოში გახსნა ოფიციალური ვებსაიტი BybitGeorgia.ge, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს

news image

Bybit-მა საქართველოში გახსნა ოფიციალური ვებსაიტი BybitGeorgia.ge, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს.

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, 2025 წლის 7 ივლისი - დღეიდან Bybit-ი საქართველოში იწყებს ოპერირებას. მსოფლიოში სავაჭრო მოცულობით მეორე კრიპტოვალუტის ბირჟამ ოფიციალურად გახსნა ვებგვერდი www.bybitgeorgia.ge - პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია ქართველი მომხმარებლებისთვის და წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ ნაბიჯს, მიმდინარე წელს ევროკავშირში წარმატებული გაფართოების შემდეგ.

Bybit-ი პირველი და ერთადერთი გლობალური კრიპტო ლიდერია, რომელიც საქართველოში სრული ადგილობრივი ლიცენზიით ოპერირებს, რომელიც მომხმარებლებს ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის უსაფრთხო, რეგულირებულ გარემოს სთავაზობს.

„მოხარულები ვართ, რომ ოფიციალურად ვხსნით Bybit-ს საქართველოში. Bybit-ი არის კრიპტო ინდუსტრიის პირველ გლობალური ლიდერი, რომელიც ქვეყანაში სრულად ლიცენზირებული ფორმით იწყებს ოპერირებას“, - განაცხადა თეკლა იაშაღაშვილმა, Bybit Georgia-ს რეგიონულმა მენეჯერმა. “ეს გადაწყვეტილება თანხმობაშია ჩვენს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომასთან - მივაწოდოთ მათ მსოფლიო დონის კრიპტო სერვისები, უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა. ამასთან, ის ასახავს Bybit-ის ზოგად მისიას - გააფართოვოს წვდომა ციფრულ აქტივებზე მთელ მსოფლიოში. Bybit-ი მხარს უჭერს საქართველოს დინამიური ციფრული ეკონომიკის განვითარებას და ხელს უწყობს კრიპტო საზოგადოების გლობალურ ზრდას.“

ახალი პლატფორმის მეშვეობით, ქართველი მომხმარებლები იღებენ წვდომას ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სპოტ ვაჭრობა, აქტივების კონვერტაცია და OTC ვაჭრობა. უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებითი ლოკალიზებული ფუნქციები, როგორიცაა ფიატური დეპოზიტი, თანხის გატანის სერვისები და Bybit ბარათი, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გაანაღდონ ციფრული აქტივები ყოველდღიურ ტრანზაქციებში.

გახსნის აღსანიშნავად, Bybit Georgia, შეზღუდული დროით, იწყებს კამპანიას. 7 ივლისიდან 7 აგვისტომდე, ახალ მომხმარებლებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და დაასრულებენ პირადობის ვერიფიკაციას, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ 65 USDT-მდე ჯილდო დეპოზიტისა და სავაჭრო დავალებების შესრულებისთვის. ეს ჯილდოები შესაძლებელია გაერთიანდეს Bybit-ის ახალი მომხმარებლებისთვის განკუთვნილ საჩუქრებთან, რაც პოტენციურად ჯილდოების რაოდენობას 115$-მდე გაზრდის.
ასევე $20,000-მდე საპრიზო ფონდი პირველობის პრინციპით განაწილდება. კვალიფიციური მომხმარებლები ჯილდოს მიიღებენ აქციის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ისინი დააკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას და არ ჩაერთვებიან აკრძალულ ქმედებებში. სრული წესები და პირობები ხელმისაწვდომია Bybit Georgia-ს ვებსაიტზე.

გარდა ამისა, Bybit Georgia-ზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს, შეუძლიათ მიიღონ ეარდროპები და სავაჭრო საკომისიოები, მეგობრების პლატფორმაზე მოწვევით.

ჯილდოები შეადგენს 10 USDT-ს, მინიმუმ 100 $-იანი დეპოზიტისთვის, რეგისტრაციიდან, 7 დღის განმავლობაში, ასევე "საიდუმლო ყუთს", რომლის ღირებულებამ, მაღალი სავაჭრო მოცულობის გამო, შეიძლება 1,000 $-ს მიაღწიოს. დამატებით, საკომისიო განაკვეთები მოცემულია 20%-დან 30%-მდე, რეფერალების რაოდენობის მიხედვით. საკომისიოები გამოითვლება რეფერალების წმინდა სავაჭრო საკომისიოდან და ყოველდღიურად ნაწილდება.

Bybit-ის გაფართოება საქართველოში, ხაზს უსვამს ბრენდის მისწრაფებას, უზრუნველყოს რეგულირებული და ინოვაციური კრიპტო სერვისების გავრცელება ახალ ბაზრებზე და ამავდროულად, დაეხმაროს მომხმარებლებს, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად ჩაერთონ ციფრული აქტივების მზარდ ეკონომიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის და თქვენი Bybit-ის თანამშრომლობის დასაწყებად, ეწვიეთ www.bybitgeorgia.ge-ს.

#Bybit #TheCryptoArk #BybitGeorgia #CryptolnGeorgia


Bybit-ის შესახებ

Bybit-ი სავაჭრო მოცულობით მსოფლიოში მეორე კრიპტოვალუტის ბირჟაა, რომელიც 70 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. 2018 წელს დაარსებული Bybit-ი ახლებურად განსაზღვრავს გამჭვირვალობის მნიშველობას დეცენტრალიზებულ სამყაროში, ქმნის უფრო მარტივ, ღია და თანასწორ ეკოსისტემას. Web3-ზე ფოკუსირებით, Bybit სტრატეგიულად თანამშრომლობს წამყვან ბლოკჩეინ პროტოკოლებთან, ძლიერი ინფრასტრუქტურისა და ქსელური ინოვაციების წასახალისებლად. Bybit, ცნობილი თავისი უსაფრთხო გარემოთი, მრავალფეროვანი სავაჭრო პლატფორმებით, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისითა და უახლესი ბლოკჩეინ ინსტრუმენტებით, აერთიანებს TradFi-სა და DeFi-ს, რათა დაეხმაროს დეველოპერებს, ინოვატორებსა და ენთუზიასტებს Web3-ის სრული პოტენციალის გამოვლენაში. შეიტყვეთ მეტი, დეცენტრალიზებული ფინანსების მომავლის შესახებ Bybit.com-ზე.

Bybit-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ Bybit Press-ს.

Bybit Georgia-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ: https://www.bybitgeorgia.ge/

მედია შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ: media@bybit.com

სიახლეებისთვის, გთხოვთ გამოიწეროთ:Bybit Communities and Social Media

Facebook: https://www.facebook.com/BybitGeorgiaOfficial

Instagram: https://www.instagram.com/bybit_georgia/

X: https://x.com/bybit_georgia

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასშტაბური AI სამიტი Change Inspire ჩატარდა

07.07.2025.17:55

4 ივლისს, HT Solutions-ის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიურ კონფერენცია, Change Inspire-ს ჩატარდა.

Change Inspire, უკვე მეექვსედ გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია კი სრულიად მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის თემატიკას და აუდიტორიას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინა. ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა ქონდათ, 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერის ინსპირაციულ გამოსვლებს დასწრებოდნენ.

კონფერენციის მთავარი თემა — „AI ჩემპიონთა ლიგა“ — ხაზს უსვამდა AI-ის რეალურ გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. სპიკერებმა წარადგინეს რეალური ქეისები, სტრატეგიები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ბიზნესსა და ტექნოლოგიებს საფუძვლიანად ცვლიან.

ღონისძიებაზე გამოცდილება გააზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera და სხვები. მათ იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში.

საქართველოს ბანკი, როგორც ღონისძიების Game Change პარტნიორი, კონფერენციაზე რვა სპიკერით წარდგა. მათ აუდიტორიას ინოვაციური ხედვები წარუდგინეს, ასევე მიმოიხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს ბანკის ბიზნესპროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია.

კონფერენციის სამი ძირითადი სივრცე — Champions Stage, Tech Deep Dive და Workshop Stage — დამსწრეებს აძლევდა შესაძლებლობას, აერჩიათ როგორც მრავალფეროვანი გამოსვლები, ისე ტექნიკური სესიები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ეკოსისტემების მხარდაჭერა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ქმნიან შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიურ გარდატეხებს როგორც ბიზნესისთვის, ისე სხვა დარგებისთვის. Change Inspire-ზე ჩვენს მიერ წარმოდგენილი თემები ასახავდა იმ მრავალმხრივ პროცესს, რაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, რომელსაც ჩვენი გუნდი უკვე წარმატებით ახორციელებს და რომლის შედეგად ჩვენ ახლახან Global Finance-ის „AI in Finance” დაჯილდოებაზე 18 ნომინაციაში გავიმარჯვეთ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ სიახლესა და ინოვაციას შევთავაზებთ საზოგადოებას”, — ამბობენ საქართველოს ბანკში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა