Business Insider Georgia ახალ, ყოველკვირეულ პროექტს „თამაშს გარეთ“ იწყებს
Business Insider Georgia ახალ, ყოველკვირეულ პროექტს „თამაშს გარეთ“ იწყებს | Business Insider Georgia x Coca-Cola Bottlers Georgia;
პროექტი გააერთიანებს შემდეგ თემატიკას:
დღის ტოპ 10 სიახლე
ეკატერინე გალდავამ Central Banking-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სხვა სიახლეები
კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ შენდება - რას მოიცავს პროექტი
02.04.2026.10:00
კაჭრეთში, 16 ჰა ფართობის მიწაზე, „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ შენდება , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ დამფუძნებელმა, თორნიკე ქებურიამ განუცხადა.
რა კონცეფციაზეა დაფუძნებული კაჭრეთში დაგეგმილი „საავიაციო სოფლის“ პროექტი და რა მიზანს ისახავს ის?
“ამბასადორის საავიაციო სოფლის” პროექტი გურჯაანის რაიონში, სოფელ კაჭრეთში 16 ჰა ფართობის მიწაზე განთავსდება. მისი მიზანია დაეხმაროს, მცირე ავიაციის და ავია ტურიზმის განვითარებას საქართველოში და ამ მხრივ შექმნას ქვეყნისთვის დამატებითი ტურისტული პოტენციალი. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სასეირნო ფრენებით, გადაუფრინონ ალაზნის ველსა და სიღნაღს, დატკბნენ კავკასიონის მთათა სისტემის ულამაზესი ხედებით, ასევე გადაფრინდნენ სვანეთში, ბათუმში და საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში. დაინერგება ავია ტაქსის (Air Taxi) სერვისიც.
პროექტის ერთი ნაწილი დაეთმობა აეროდრომს, ანგარს და შესაბამის ინფრასტრუქტურას, ხოლო მეორე ნაწილზე იგეგმება ავია ვილების მშენებლობა. ტერიტორიაზე მოეწყობა ძირითადი და სათადარიგო ასაფრენი ბილიკები. ძირითადი ბილიკის სიგრძე 1185 მეტრი, სიგანე კი 18 მეტრი იქნება. სათადარიგო ბილიკის სიგანე - 9 მეტრია. აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდება ასევე სკოლა, რომელიც EASA - ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (European Union Aviation Safety Agency) მიერ იქნება აკრედიტირებული, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ საჰაერო ხომალდების მართვა და კურსების წარმატებით გავლის შემთხვეაში აიღონ, როგორც ულტრამსუბუქი საჰაერო ხომალდის მართვის, ასევე კერძო საპილოტე ლიცენზია - Private Pilot Licence (PPL). აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მართოს ულტრამსუბუქი ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც გათვლილია 2-6 ადამიანზე. პროექტის ფარგლებში იგეგმება საავიაციო კლუბის დაფუძნებაც, რომელიც რეგულარულად უმასპინძლებს ავია გამოფენებს, შოუებს და ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა პროფილურ ღონისძიებებს. ჩვენმა კომპანიამ უკვე მოიპოვა დარგში ისეთი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლისა და დილერის სტატუსი, როგორიცაა Bristell, Brm Citius და Diamond. აღსანიშნავია, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ტექნიკური ცენტრი, რომელიც საჰაერო ხომალდებს ტექნიკურ მომსახურებას გაუწევს და შესთავაზებს სპეციალურ სადგომს.

გარდა ამისა, „ამბასადორის ავია სოფელი“ ითვალისწინებს სპეციალურ საცხოვრებელ ზონას, რომელიც 37 დამოუკიდებელ ნაკვეთად არის განაწილებული. თითოეული ნაკვეთის ფართობი მერყეობს 1500-დან 1850 მ²-მდე. პროექტის კონცეფციის მიხედვით, ყველა ნაკვეთზე განთავსდება ორ სართულიანი ვილა: პირველ სართულზე განლაგდება ავია ხომალდის სადგომი, ხოლო მეორე სართული დაეთმობა საცხოვრებელ სივრცესა და ვერანდას.
კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურას მოიცავს პროექტი, რა ფუნქცია ექნება აეროდრომს, ავიასკოლასა და ე.წ. „ავიავილებს“?
პროექტი წარმოადგენს მრავალფუნქციურ საავიაციო და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც აერთიანებს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე ტურისტულ და საცხოვრებელ კომპონენტებს.
ინფრასტრუქტურა მოიცავს აეროდრომს ძირითადი და სათადარიგო ასაფრენი ბილიკით, ანგარს (დაახლოებით 20 საჰაერო ხომალდის განთავსების შესაძლებლობით), ტექნიკურ ცენტრს (საჰაერო ხომალდების მომსახურებისა და შენახვისთვის), საავიაციო სკოლას და საცხოვრებელ ზონას - ავიავილებს ინდივიდუალურ ნაკვეთებზე.
აეროდრომი იქნება პროექტის ძირითადი ოპერაციული ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მცირე ავიაციის ფუნქციონირებას - ფრენებს, ავია ტურებს, საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვებას, ასევე ავია ტაქსის სერვისის განვითარებას. ავიასკოლა უზრუნველყოფს პილოტების მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ავიავილები კი წარმოადგენს უნიკალურ საცხოვრებელ ფორმატს, რომელიც ავიამოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს იცხოვრონ აეროდრომთან ახლოს და საკუთარ სახლში ჰქონდეთ კუთვნილი ავიახომალდის სადგომი. ეს შესაძლებლობას აძლევს მფლობელებს, ჰქონდეთ დაცული და პირდაპირი წვდომა საკუთარ საჰაერო ხომალდზე და გამოიყენონ ინფრასტრუქტურა პირადი ან ტურისტული ფრენებისთვის.
საერთო ჯამში, პროექტი მიზნად ისახავს მცირე ავიაციის განვითარებას, ავია ტურიზმის დანერგვას და უნიკალური საავიაციო-საცხოვრებელი ეკოსისტემის შექმნას საქართველოში.
ვისთვის არის გათვლილი ეს პროექტი - უფრო ტურისტებზე, ავიაციის მოყვარულებზე თუ ადგილობრივ მომხმარებელზე?
პროექტი გათვლილია მრავალ სეგმენტზე და არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ აუდიტორიაზე ორიენტირებული - იგი ერთდროულად აერთიანებს ტურისტულ, საავიაციო და საცხოვრებელ ინტერესებს.

ძირითადი სამიზნე აუდიტორიებია ავიაციის მოყვარულები და პროფესიონალები როგორც საქართველოდან, ისე რეგიონიდან და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
პროექტის მთავარი ბირთვი სწორედ ეს სეგმენტია - პილოტები, ავიაციის ენთუზიასტები და მცირე ავიაციის წარმომადგენლები. მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ავიავილების კონცეფცია, აეროდრომზე პირდაპირი წვდომა, ტექნიკური ინფრასტრუქტურა და საავიაციო კლუბი.
მნიშვნელოვანია ასევე ტურისტული ჯგუფები, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო - ვფიქრობთ უცხოელი ვიზიტორებისთვის, მათთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია გამოცდილებაზე დაფუძნებული ექსკლუზიური ტურიზმი, ჩვენი სერვისი განსაკუთრებულად საინტერესო იქნება.
ადგილობრივი მომხმარებლები და ინვესტორები - პროექტი ასევე გათვლილია საქართველოს მოქალაქეებზეც რომლებიც დაინტერესებულნი არიან უნიკალური უძრავი ქონებით - ავიავილებით, განსხვავებული ცხოვრების სტილისა და საუკეკთესო საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის.
რა ტიპის გამოცდილებას შესთავაზებს „საავიაციო სოფელი“ ვიზიტორებს და რითი იქნება ის გამორჩეული რეგიონში?
„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ სივრცეს, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სასეირნო ფრენებისა და ავია ტაქსის მომსახურებით, საავიაციო ენთუზიასტებს შესაძლებლობა ექნებათ ავია ხომალდების მართვა შეისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მონაწილეობა მიიღონ ავია შოუებსა და ღონისძიებებში. პროექტის გამორჩეულობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი აერთიანებს ავიაციას, ტურიზმსა და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას ერთ სივრცეში. ამით ის სრულებით ახალ სიტყვას ამბობს ქართულ საავიაციო სფეროში, რაც მას უნიკალურს ხდის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც.
რა ეტაპზეა ამჟამად პროექტის განხორციელება და როდის იგეგმება მისი სრულად ამოქმედება?
პროექტის განხორციელება უკვე აქტიურ ფაზაშია - დასრულებულია მიწის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მიმდინარეობს ასაფრენი ბილიკების მოსამზადებელი სამუშაოები (ბალასტის შემოტანა და ასფალტის დაგება), დაწყებულია ანგარის მშენებლობისთვის მზადება და აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო პროცესი, მათ შორის მიწების დაყოფა და ვილების პროექტების დამტკიცება. 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია რამდენიმე ვილის კარკასის დასრულება, ხოლო აეროდრომის ოფიციალური გახსნა ჩაინიშნა 2026 წლის 1 სექტემბერს ავია შოუთი. პროექტი ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში და სრულად განვითარება გაგრძელდება შემდგომ პერიოდშიც.
