მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168.9
0.0251
flag
AZN 1.5926
-0.0005
flag
CNY 39.19
-0.0054
flag
EUR 3.1277
-0.0125
flag
GBP 3.6141
-0.0145
flag
KZT 56.06
0
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.7066
-0.0009

Business Insider Georgia ახალ, ყოველკვირეულ პროექტს „თამაშს გარეთ“ იწყებს

news image

Business Insider Georgia კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-სთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს. დღეიდან Business Insider Georgia ტელეკომპანია „მაესტროს“ მაყურებლებს ახალ პროდუქტს „თამაშს გარეთ“ შესთავაზებს.

„თამაშს გარეთ“ იქნება პროდუქტი, რომელიც საფეხბურთო სფეროში არსებული ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ფეხბურთი განხილული იქნება განსხვავებულ ჭრილში. ყურადღება გამახვილდება არა უშუალოდ მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე, მწვრთნელების ტაქტიკურ ჩანაფიქრებსა თუ ფეხბურთელების თამაშის ხარისხზე, არამედ „თამაშს გარეთ“ არსებულ ვითარებაზე.

პროექტი ფოკუსირებული იქნება ფეხბურთის, როგორც ბიზნესის, ანალიზზე. კერძოდ, საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ იმართება თანამედროვე ფეხბურთი, რა სპეციფიკა აქვს საფეხბურთო მენეჯმენტს და როგორ ხორციელდება ამ სფეროს ფინანსური მართვა.

როგორც Business Insider Georgia-ში აცხადებენ, ფეხბურთის თემატიკა მათი ონლაინ თუ სატელევიზიო ეთერებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან სპორტის ამ სახეობის ეკონომიკურ ასპექტებზე აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა.

Business Insider Georgia ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დიდ ყურადღებას უთმობდა ფეხბურთს.

„მაესტროზე“ ახალი რუბრიკის ფარგლებში ძირითადი ყურადღება კვლავ ფეხბურთის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა. დეტალურად იქნება მიმოხილული საფეხბურთო მენეჯმენტის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა საერთაშორისო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, სატრანსფერო პოლიტიკა და კლუბების მართვის სპეციფიკა. რუბრიკის მიზანია ამ სფეროში არსებული მდგომარეობის მუდმივი და მრავალმხრივი ანალიზი.

Business Insider Georgia-სა და Coca-Cola Bottlers Georgia-ს ერთობლივი რუბრიკის ფარგლებში მაყურებელსა და მკითხველს საშუალება ექნება, მოისმინოს საინტერესო სტუმრების მოსაზრებები. რუბრიკის ერთ-ერთი ცენტრალური თემა სწორედ Coca-Cola Bottlers Georgia-სა და ფეხბურთის მრავალწლიანი კავშირი იქნება, რაც თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ეროვნულ ჩემპიონატს, თუმცა მიმოხილვა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით არ შემოიფარგლება - საუბარი შეეხება ზოგადად სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთის მნიშვნელობას სხვადასხვა ჭრილში.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Business Insider Georgia ახალ, ყოველკვირეულ პროექტს „თამაშს გარეთ“ იწყებს

27.03.2026.09:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა