ბუღალტრული სკოლა „ენთები“-სგან
„ენთები“ ბაზრის ლიდერი ბუღალტრული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 10 წელზე მეტია ოპერირებს და ყოველდღიურად 700-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება.
„ენთებმა“ წლების განმავლობაში ათასობით კომპანიას აუწყო და გაუმართა ბუღალტერია. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი გამოცდილება, მეთოდოლოგიები და პროფესიული სტანდარტები ცოდნის გადმოსაცემად გამოეყენებინა და დააარსა ბუღალტრების სკოლა - ტრენინგ ცენტრი - რომელიც მსურველებს ასწავლის პრაქტიკულ ბუღალტერიას და სფეროს წამყვან პროფესიონალებად აქცევს. კურსი 8 თვიანია, საიდანაც 6 თვე დაეთმობა თეორიას, ხოლო 2 თვე დაეთმობა პრაქტიკას.
2023 წელს “ენთები” გახდა თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს-დაჯილდოების გამარჯვებული ნომინაციაში “გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის”. აღნიშნული მიღწევა შესაძლებელი გახდა მისი ბუღალტრული სერვისის უმაღლესი ხარისხით, საერთაშორისო მეთოდოლოგიებისა და თანამედროვე პროგრამების გამოყენებით. „ენთების“ ბუღალტერთა სკოლა მსურველებს ასწავლის იმ მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს, რომლებიც საჭიროა თანამედროვე ბუღალტერიის ყველა პრაქტიკული ასპექტის დასაუფლებლად.
„ენთების“ სკოლა რამდენიმე გამორჩეულ უპირატესობას სთავაზობს მომხმარებელს:
Ø დასაქმების პერსპექტივა – საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ თავად “ენთებში” გასაუბრებისა და სწავლის შედეგების საფუძველზე.
Ø გამორჩეული ლექტორები – ლექტორები პრაქტიკოსი ბუღალტრები და საგადასახადო ექსპერტები არიან, რომელთაც ყოველდღიურად ათობით კომპანიის ბუღალტერიასთან აქვთ შეხება.
Ø ინდივიდუალური მიდგომა – ენთები თითოეულ სტუდენტს პერსონიზებულ სწავლებას სთავაზობს.
Ø თანამედროვე სასწავლო პროგრამა – პროგრამა შექმნილია „ენთების“ 10 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.
Ø ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება – ბუღალტერია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა საქართველოში და მსოფლიოში. უკლებლივ ყველა კომპანიას სჭირდება გამოცდილი ბუღალტერი.
კურსის სილაბუსის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: „ენთების“ სკოლა - სილაბუსი
8 თვიანი კურსი საშუალებას იძლევა, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვნად შეისწავლონ ბუღალტერიის ყველა არსებითი ასპექტი. კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
კურსი იწყება 16 სექტემბრიდან და სრული 8 თვიანი კურსის ღირებულება 2500 ლარია.
ენთების სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუქი: Ants School
ტელეფონი: +995 32 212 22 12
საიტი: www.ants.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.07.2025.15:00
დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ თავისი პირველი სუბურბანული პროექტის „მეტროპოლ ლისი“ ოფიციალურად დაანონსა. ამ დღის აღსანიშნავად კომპანიამ დიდი ღონისძიება გამართა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის დეტალები გააცნო. აღნიშნულ პრეზენტაციაზე გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა ისაუბრა.
„15 ივლისი, ჩვენთვის „მეტროპოლისთვის“ ისტორიაში ჩაიწერა იმიტომ, რომ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პირველი სუბურბანული პროექტის ოფიციალური მშენებლობა და ამ დღის აღსანიშნავად ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მიწის უკვე არსებულ მფლობელებთან ერთად, „მეტროპოლის“ გუნდთან ერთად და მედიის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნეთ ეს დღე. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საღამო შედგა, ჩვენ ვისაუბრეთ „მეტროპოლ ლისის“ დეტალებზე, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ „მეტროპოლის“ გრძელვადიან გეგმებზე, სტრატეგიაზე და რაც ჩვენი გუნდისთვის ყველაზე აღსანიშნავი იყო, საძირკველში უკვე არსებულ მაცხოვრებლებთან ერთად სიმბოლური კაფსულა განვათავსეთ და ჩვენთვის ერთგვარი ტრადიციასავით გახდა“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „მეტროპოლ ლისი“ ეს არის ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით. სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალი უბანი აერთიანებს დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს და მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმილ ჭკვიან დასახლებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მაცხოვრებლების საჭიროებებს.
პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 მ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფრასტრუქტურას:
• პადელის მოედანი
• ღია კინოთეატრი
• საბავშვო მოედანი
• ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები
• სავარჯიშო სივრცე
• მოსასვენებელი პავილიონი
• ველობილიკები
• დეკორაციული გამწვანება
• სასმელი წყლის შადრევნები.
„მეტროპოლ ლისი“ - იცხოვრე ჯანსაღ გარემოში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.