BSP - მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია
ქართულმა კომპანია ,,ბლექ სი პეტროლიუმმა“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება ითვალისწინებს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების პროექტირებას და ლიცენზირებას. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქარხნის დანადგარებითა და მაღალტექნოლოგიური მართვის ცენტრებით მომარაგებისთვის. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აახლოებს “ბლექ სი პეტროლიუმს” აწარმოოს ევრო-5 სტანდარტის ბენზინი, დიზელი და ასევე საავიაციო ნავთი.
Honeywell 100 წელზე მეტ გამოცდილებას ითვლის და წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესების, აღჭურვილობისა და მომსახურების წამყვან საერთაშორისო მიმწოდებელსა და ლიცენზიარს ნავთობგადამამუშავებელი, გაზის გადამამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობის დარგებში.
ქვემოთ გთავაზობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზს სრულად:
კომპანია ბლექ სი პეტროლიუმმა (Black Sea Petroleum - BSP) მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან. ხელშეკრულება ითვალისწინებს ნავთობგადამუშავების ძირითადი დანადგარების დაპროექტებასა და ლიცენზირებას, რაც ისტორიულად მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც კომპანიისთვის, ისევე საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის.
“ბლექ სი პეტროლიუმი” ყულევში აშენებს სრული ციკლის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის ნომინალური წლიური წარმადობა 4,5 მილიონ ტონამდეა. პროექტის ფარგლებში BSP-მ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. ამჟამად შენდება მეორე ეტაპი, რომლის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 3,3 მილიონი ტონა იქნება.

შეთანხმების საფუძველზე, Honeywell-ი, პროექტს უზრუნველყოფს საჭირო ტექნოლოგიური ლიცენზიებით, საბაზისო ინჟინერიით, სპეციალიზებული აღჭურვილობითა და კატალიზატორებით. აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მისცემს BSP-ს, აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის საავიაციო ნავთი, ბენზინი, დიზელი და საზღვაო საწვავი.
“„ბლექ სი პეტროლიუმის” პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ადგილობრივი წარმოების განვითარებით ჩვენ ვამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას და მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას” — აღნიშნულიაკომპანიის განცხადებაში.
BSP და Honeywell სამომავლო თანამშრომლობას განვითარების შემდეგ ეტაპებზეც გეგმავენ, რაც მოიცავს ნავთობქიმიისა და ნავთობის ღრმა გადამუშავების ტექნოლოგიების დანერგვას ქარხნის პროდუქტიულობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.
დღის ტოპ 10 სიახლე
Lion Finance-ს FTSE 100-ის განახლებულ სიაში მოხვედრით არჩილ გაჩეჩილაძე ყველაზე ახალგაზრდა CEO იქნება
სხვა სიახლეები
Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
20.02.2026.17:04
ცხოვრების აჩქარებული ტემპის ფონზე დროის დეფიციტი დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ავტომობილის ტექნიკური შემოწმება და შეკეთება - ხშირად რამდენიმე საათს, ზოგჯერ კი მთელ დღესაც მოითხოვს. სწორედ ამ პრობლემას აგვარებს „თეგეტა მოტორსის“ სერვისი – Tegeta Comfort, რომელიც ავტომობილის სერვისცენტრში მისვლის გარეშე მომსახურებას გულისხმობს.
სერვისის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, გამოიძახოს პერსონალური მენეჯერი, რომელიც ადგილზე მივა, შეაფასებს ავტომობილის მდგომარეობას, გადაიყვანს სერვისცენტრში და შეათანხმებს ყველა საჭირო მომსახურებას, უზრუნველყოფს საჭირო სამუშაოების შესრულებას და დასრულების შემდეგ ავტომობილს მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე დააბრუნებს. Tegeta Comfort ასევე მოიცავს ადგილზე აკუმულატორის მიტანა-მონტაჟის სერვისს.
ემზარ კბილაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პერსონალური მენეჯერების ჯგუფის უფროსი:„თეგეტა მოტორსში“ გამუდმებით ვქმნით და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს მომსახურებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ბაზრისთვისგვსურდა, შეგვეთავაზებინა მომსახურების ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა მოქნილი, სწრაფი და რაც მთავარია, მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, დაეზოგა დრო. Tegeta Comfort – სახელწოდებაც მიანიშნებს, რომ სერვისი მომხმარებლისთვის სწორედ კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.
ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც Tegeta Comfort-ს გამოიყენებენ, ჩვენს ფილიალში მოსვლა აღარ დასჭირდებათ. პერსონალური მენეჯერი ავტომობილს ადგილზე მიაკითხავს და შესაკეთებლად სერვისცენტრში წაიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ავტომობილის მოვლა და ეს პროცესი მეტად სასიამოვნო გავხადოთ“.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ორი გზით: ქოლ-ცენტრში დარეკვით ნომერზე - 0322264444 ან Tegeta App-ის საშუალებით. მოთხოვნის გენერირების შემთხვევაში განაცხადი პერსონალურ მენეჯერთან გადამისამართდება, ხოლო მომხმარებელი უკუკავშირს მაქსიმუმ 10 წუთში მიიღებს.

პერსონალური მენეჯერის გამოძახება შესაძლებელია თბილისსა და ბათუმში. Tegeta Comfort-ის გუნდის წევრი ადგილზე მისვლისას ათვალიერებს ავტომობილს, რათა სერვისცენტრში წაყვანამდე მისი მდგომარეობა დეტალურად შეფასდეს. მომხმარებელთან შეთანხმებისა და ტექნიკური დეტალების გავლის შემდეგ კი ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ შესაბამის ცენტრში გადაჰყავს. მომხმარებელი მომსახურებას მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად იღებს.
მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით: როგორც ხელშეკრულების გაფორმებისას საბანკო გადარიცხვით, ისე ადგილზე POS-ტერმინალის საშუალებით.
Tegeta Comfort-ის მიზანი მომხმარებლის დროის მაქსიმალურად დაზოგვა და ავტომობილის მომსახურების პროცესის გამარტივებაა – სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე, კომფორტულად და მოქნილი კომუნიკაციით.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.