BIZU - ქართული სამკაულების ბრენდი, რომელმაც პირველივე წელს შექმნა საკუთარი ხელწერა და სტანდარტი
BIZU არის პრემიუმ ხარისხის ქართული სამკაულების ბრენდი, რომელიც აერთიანებს ფრანგული დიზაინის ესთეტიკას და ქართულ ტრადიციებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებლებს ანუშკა ხაჩიძესა და სალომე კაპანაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
BIZU არის პრემიუმ ხარისხის ქართული სამკაულების ბრენდი, რომელიც აერთიანებს ფრანგული დიზაინის ესთეტიკას და ქართულ ხელნაკეთ ტრადიციებს. კომპანია დაარსდა იმ იდეით, რომ შექმნილიყო თანამედროვე, დახვეწილი და ამავდროულად, ხელმისაწვდომი სამკაულების ხაზი, რომელიც გამოხატავს ინდივიდუალობასა და სტილს.
BIZU ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ცნობად ბრენდად ითვლება. პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ბეჭდებს, საყურეებს, სამაჯურებსა და ყელსაბამის ხაზს, რომლებიც შექმნილია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისა და მინანქრის გამოყენებით.

ბრენდის მთავარი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს დიზაინი, რომელიც აერთიანებს ელეგანტურობას, ფერთა გამის მდიდარ პალიტრას და ევროპულ დახვეწილობას. ყოველ ნიმუშში იგრძნობა ხელოვნებისა და მოდის სინთეზი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეინიშნება მზარდი ინტერესი ინდივიდუალურ და ხარისხიან აქსესუარებზე. მომხმარებელთა სეგმენტი სულ უფრო მეტად აფასებს დეტალებსა და დიზაინის მრავალფეროვნებას. ამ ტენდენციასთან ერთად, BIZU-მ დაიმკვიდრა ნიშა, როგორც ბრენდმა, რომელიც სთავაზობს განსხვავებულ ხედვას და მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას.
მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ახალგაზრდა მომხმარებლებსა და იმ ქალბატონებს შორის, რომლებიც აფასებენ დახვეწილ, გამორჩეულ სტილს. BIZU მუდმივად ინარჩუნებს გაყიდვების სტაბილურ ზრდას და პოზიტიურ დინამიკას ბაზარზე.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
BIZU-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის დიზაინის უნიკალურობა და მარკეტინგული ხედვა, რომელიც აერთიანებს ემოციას, ესთეტიკას და ხარისხს.
ყოველი კოლექცია იქმნება კონკრეტული ინსპირაციის გარშემო - იქნება ეს ფრანგული მოდის ელემენტები, კულტურული მოტივები თუ თანამედროვე ტრენდები. ბრენდი არა მხოლოდ სამკაულს, არამედ ისტორიას და განწყობას ყიდის.

გარდა ამისა, BIZU-ს სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია ერთის მხრივ, პრემიუმ ხარისხის შენარჩუნება, ხოლო მეორეს მხრივ, კონკურენტული ფასების შეთავაზება. აქტიური სოციალური მედია სტრატეგია, ვიზუალური კონტენტის მაღალი ხარისხი და მომხმარებელთან ემოციური კავშირი ქმნის ძლიერ პოზიციას ქართულ მოდის ინდუსტრიაში.
როგორია BIZU-ს სამომავლო გეგმები?
BIZU გეგმავს ბრენდის გაფართოებას, როგორც ლოკალურად, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მიმდინარე წელს კომპანია მოამზადებს სამი ახალი სამკაულის ხაზის პრეზენტაციას, რომლებიც აერთიანებენ ახალ ფერებს, ფორმებსა და ინოვაციურ დიზაინს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანია გეგმავს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში და დისტრიბუციის ქსელის გაფართოებას უცხოეთში. ამასთანავე, იგეგმება ბრენდის ონლაინ პლატფორმის გაძლიერება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს წვდომა BIZU-ს კოლექციებზე მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.
დღის ტოპ 10 სიახლე
შანხაის გამოფენაზე ქართული პროდუქციის მიმართ დაინტერესება დიდია - კომპანია „სანდომის“ წარმომადგენელი
სხვა სიახლეები
მომავალში ვგეგმავთ კოლექციების გაფართოებას და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას - Ponpon
10.11.2025.16:00
Ponpon არის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც ქმნის და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის თანადამფუძნებელს ანუკა მეგრელიშვილს ესაუბრა.
„Ponpon არის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც ქმნის და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელსა და აქსესუარებს 0-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ კომფორტული, უსაფრთხო და განსხვავებული დიზაინის პროდუქცია “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს როგორც ყოველდღიურ, ისე განსაკუთრებული დღეებისთვის განკუთვნილ ტანისამოსს.
„ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს, როგორც ყოველდღიურ ტანსაცმელს, ისე განსაკუთრებული დღეებისთვის შექმნილ „აუტფიტებს“. Ponpon-ის კოლექციებში შეხვდებით ნაზ ფერებს, ბუნებრივ ქსოვილებსა და თანამედროვე დიზაინს, რომელიც ბავშვურ თავისუფლებასა და ელეგანტურობას აერთიანებს. გარდა ტანსაცმლისა, ვქმნით აქსესუარებსაც - ქუდებს, ჩანთებს და სხვა დეტალებს, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან Ponpon-ის უნიკალურ სტილს “, - აღნიშნავს ანუკა მეგრელიშვილი.
Ponpon-ი თბილი და გულწრფელი ბრენდია ბავშვებისთვის, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.
„Ponpon-ში გვჯერა, რომ ბედნიერი გუნდი ქმნის ბედნიერ ბრენდს. ვაფასებთ შემოქმედებითობას, ინიციატივასა და ერთმანეთის მხარდაჭერას. თითოეულ თანამშრომელს ვაძლევთ საშუალებას საკუთარი იდეებით ჩაერთოს პროცესებში, იქნება ეს დიზაინი, წარმოება თუ კომუნიკაცია. სწორედ ამ ერთიანმა შთაგონებამ შექმნა Ponpon-ი ისეთი, როგორიც დღეს არის - თბილი და გულწრფელი ბრენდი ბავშვებისთვის “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ბრენდი სამომავლოდ კოლექციების გამრავალფეროვნებასა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას გეგმავს.
„მომავალში ვგეგმავთ Ponpon-ის კოლექციების გაფართოებას და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას. ჩვენი მიზანია, ქართულმა ხარისხმა და დიზაინმა ბავშვთა მოდის სფეროში ღირსეულად დაიმკვიდროს ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
სწორედ ამ მიზნის ფარგლებში, Ponpon წელს გეგმავს მონაწილეობას Playtime New York-ის გამოფენაზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბრენდის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და ახალი თანამშრომლობების დამყარებისკენ “, - განმარტავს ანუკა მეგრელიშვილი.
ცნობისთვის, ბრენდი ორი დედის - ლიკუნა რატიანისა და ანუკა მეგრელიშვილის სიყვარულითა და ხედვით დაიბადა. პროდუქციის წარმოებაში მაღალი ხარისხის ორგანული ბამბა გამოიყენება და ყოველ ნივთს გამორჩეული დეტალი და აქსესუარი ემატება, რაც ბავშვებისათვის განკუთვნილ ყოველდღიურ სამოსს უფრო ახალისებს.