მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

„ბრავიტონი“ საკუთარი წარმოების გაფართოებას და ბაზრისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას გეგმავს

news image

კომპანია ბრავიტონი • Braviton-ი, რომელიც ბაზარს სამშენებლო მასალებით ამარაგებს რამდენიმე თვის უკან გაფართოვდა და დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილესი და მაღალი ხარისხი საწარმო გახსნა, სადაც მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრებს ამზადებს. 

როგორც Business Insider Georgia-სთან „ბრავიტონის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ზურა ბაკურაძემ განაცხადა, კომპანია საწარმოში ასორტიმენტის ზრდაზე მუშაობს და მალე ბაზარს ახალ სერვისებსაც შესთავაზებს. 

„საწარმო სფერო ჩვენთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო და მიხარია, რომ საქმე წარმატებულად დავიწყეთ. უკვე რამდენიმე ობიექტი სრულად ჩავიბარეთ და აქტიურად ვმუშაობთ მათ დასრულებაზე.

ცხადია, პირველი ნაბიჯები სირთულეებთან იყო დაკავშირებული. განსაკუთრებით, კვალიფიციური გუნდის შეკვრა, თუმცა, როგორც კი საწყისი დაბრკოლება დავძლიეთ, მალევე გაგვეხსნა გზა ფართომასშტაბიან პროექტებზე.

ახლო მომავალში გვსურს შენობის შესაფუთად საჭირო სხვა პროდუქციის დანადგარებიც შევიძინოთ, მაგალითად აივნის მოაჯირებისთვის, ალუმინის კომპოზიტური პანელებისთვის და სხვა.

ასევე საინტერესოა, 2025 წლის 9 თვის მაგალითზე კომპანიის გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რა მიმართულებით შეიცვალა (პროცენტულად).

ბრავიტონის ისტორია არ არის მაღალი აღმასვლებისა და სწრაფი დაღმასვლის, არამედ მდგრადი, წინდახედული და სტაბილური ზრდის მაგალითი. სამშენებლო კომპანიებთან მყარი ურთიერთობით და სანდო თანამშრომლობით იზრდება ჩვენი ძირითადი მიმართულების, სამშენებლო რკინის გაყიდვების ბრუნვა, რომელსაც უკვე დავუმატეთ საიზოლაციო მასალები. პირველი ნაბიჯები გადავდგით წარმოებისა და დისტრიბუციის კუთხით და ჩვენს პარტნიორებს შევთავაზეთ ისეთი პროდუქცია, რომელიც მეტ სანდოობას სძენს ჩვენს ბრენდს. ჩვენი მიზანია სამშენებლო და სარემონტო სექტორში მაქსიმალურად ბევრი მიმართულება ავითვისოთ და, აქვე კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს გაგიზიარებთ - ვგეგმავთ ჩვენი მაღაზიის გაფართოებასა და ფართო, სავაჭრო ობიექტის აშენებას ბათუმში, სადაც გავაერთიანებთ არსებულ და შევმატებთ არაერთ ახალ ბრენდს.

საბოლოო ჯამში, მინდა მჯეროდეს, რომ სწორ გადაწყვეტილებებთან ერთად სწორედ ჩვენი ბრენდისადმი ნდობაა 25 წლიანი წარმატების მიზეზი“, - აცხადებს „ბრავიტონის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

„ბრავიტონის“ მაღალი წარმადობის ტექნოლოგიური საწარმო აღჭურვილია ავტომატური და კომპიუტერული მართვის დანადგარებით, რაც საშუალებას აძლევს როგორც პროდუქტი აწარმოოს მაღალი სიზუსტით, ისე დათქმულ დროში ჩააბაროს შეკვეთა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენაზე BAG-ში ტრენინგი ჩატარდა

20.10.2025.12:53

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა, ამჯერად BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენას გაეცნენ.

ტრენინგის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მმართველ ორგანოებსა და მათ ურთიერთ დაქვემდებარებაზე, ისევე როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, განხორციელებულ საკანონმდებლო დაახლოებაზე.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მონაწილეებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების კოორდინაციის არსებულ მექანიზმებზე,  ასევე საუბარი შეეხო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და პროცედურებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ჩვენი დანიელი პარტნიორების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შრომის ბაზრის განვითარება. ტრენინგის შედეგად, მონაწილეები დამოუკიდებლად შეძლებენ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პროცედურების დაგეგმვას, რაც მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მზაობისა და ინფორმირებულობისთვის. ვფიქრობთ, დანიელ პარტნიორებთან BAG-ის თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა