„ბრავიტონი“ ბათუმში საწარმოს ხსნის - ინვესტიცია 2 მლნ დოლარს აჭარბებს
კომპანია ბრავიტონი • Braviton, რომელიც ბაზარს სამშენებლო მასალებით ამარაგებს ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან „ბრავიტონის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ზურა ბაკურაძემ განაცხადა, სულ მალე კომპანია დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მაღალი ხარისხის საწარმოს გახსნის, სადაც მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრები დამზადდება.
„ბრავიტონი“ სულ მალე ბათუმში საწარმოს გახსნის (აეროპორტის გზატკეცილი 255თ), სადაც მინა-პაკეტები, მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის მაღალი ხარისხის კარ-ფანჯრები და ვიტრაჟების წარმოება მოხდება.
მიზანი გაქვს საწარმოს თვიურმა ბრუნვამ მიაღწიოს 1 000 000 ბრუნვას“, - აცხადებს „ბრავიტონის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
ზურა ბაკურაძის თქმით, საწარმოს მშენებლობა კომპანიის ხარჯებითა და საბანკო სესხით მოხდა. საწარმოს მშენებლობა/აღჭურვაში 2 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, ხოლო საერთო ჯამში საწარმოს და სასაწყობო სივრცის მოწყობა კომპანიას 4.5 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.
„ჩვენს რეგიონში სამშენებლო სექტორი ძალიან აქტიურია. განსაკუთრებით ბათუმში ბოლო წლებში არაერთი მსხვილი თუ მცირე ინვესტიცია ჩაიდო და შენდება როგორც მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსები, ასევე საცხოვრებელი კორპუსები. შესაბამისად, თანამედროვე და პრემიუმ ტიპის პროექტებში ალუმინის კარ-ფანჯრებზე მზარდი მოთხოვნაა. ხოლო მეტალო-პლასტმასი თავის მხრივ ისევ პოპულარულია ბიუჯეტურ მშენებლობაში“, - ამბობს „ბრავიტონის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
მისივე თქმით, ამ დროისათვის რეგიონის ბაზარი სრულად ათვისებული არაა, რადგან შეკვეთების საკმაოდ დიდ ნაწილს თურქეთში ამზადებენ.
„ საქართველოში არსებული საწარმოები კი ბაზრის მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებენ და ამასთან, აღებულ შეკვეთებზეც ხშირია ჩაბარების დათქმულ დროზე გადაცილება.
„ბრავიტონის“ მაღალი წარმადობის ტექნოლოგიური საწარმო აღჭურვილია ავტომატური და კომპიუტერული მართვის დანადგარებით, რაც საშუალებას გვაძლევს როგორც პროდუქტი ვაწარმოოთ მაღალი სიზუსტით, ისე დათქმულ დროში ჩავაბაროთ შეკვეთა.
გერმანული, ავსტრიული და თურქული ტექნოლოგიებისა და მასალების სინთეზით კი შევძელით, მიგვეღო მაღალი ხარისხი ქართული ბაზრისთვის ხელმისაწვდომ ფასად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ბრავიტონი“ თავისუფლად ჩაიბარებს მსხვილი პროექტებსაც და შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას.
ჩვენს არსებულ სამშენებლო მასალების კატალოგთან ერთად, ალუმინისა და PVC კარ-ფანჯრების შეთავაზება გვეხმარება, სამშენებლო კომპანიებს მომსახურების მაქსიმალურად ამომწურავი პაკეტი შევთავაზოთ“, - აცხადებს ზურაბ ბაკურაძე.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).