მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

Boxette Georgia-მ ახალი სერვისი, ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვები დაამატა

news image

გადამზიდავი კომპანია Boxette Georgia ყოველწლიურად იზრდება და ფართოვდება. სულ ახლახან კომპანია არსებულ სერვისებს ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების სერვისი დაამატა.  როგორც Business Insider Georgia-სთან Boxette Georgia-ს დირექტორმა სოსო ჩხიკვაძემ განუცხადა, ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებით ნივთი საქართველოში 18-27 დღეში ჩამოდის, ხოლო ტარიფი - $4.45/კგ.

„სტანდარტული ვადები კონკურენტებთან შედარებით ნაკლებია. ჩვენი სერვისები ზოგადად სისწრაფით გამოირჩევა. ანალოგიურად საკმაოდ სწრაფი გაქვს სახმელეთო გადაზიდვების სერვისი ჩინეთიდან. 18-დან 27 დღემდე ვადა სჭირდება ჩინეთიდან გამოგზავნიდან და მთელი პროცედურების დასრულებამდე,  ვგულისხმობ ფილიალებში განაწილების ჩათვლით. ანუ მომხმარებლისთვის ეს ამანათები ხელმისაწვდომი გახდება 17-დან 28 დღის ვადაში. რაც შეეხება ამ მიმართულების პოპულარობას, ეს გამოწვეულია იმით, რომ ვადები საკმაოდ ადეკვატურია.  საშუალოდ ამ ყველაფერს 23-24 დღე სჭირდება. ეს ვადა არის საკმაოდ მისაღები მათთვის ვისაც ძალიან არ ეჩქარება კონკრეტული ამანათი. ტარიფები არის დაახლოებით 60%-ით იაფი, ვიდრე არის ავიაგადაზიდვების პირობებში. სხვა ალტერნატივებს შორის, თუ შევადარებთ საჰაერო გადაზიდვებს, საზღვაო გადაზიდვებს, ან სარკინიგზო გადაზიდვებს აქ ვადებში იმხელა სხვაობაა, რაც მომხმარებელს აფიქრებინებს – ღირს თუ არა მიღებული ფინანსური ეკონომია. თუმცა საშუალოდ 10-დღიანი სხვაობა როგორც წესი ფასში იმხელა სხვაობას იძლევა, რომ ბევრი ადამიანი იხრება ამანათების სახმელეთო გზით ჩამოტანაზე. იმავდროულად მეორე ფაქტორი არის ის, რომ არის ბევრი პროდუქტი, რომლის ტრანსპორტირებაც საჰაერო ტრანსპორტით აკრძალულია. შესაბამისად სახმელეთო გადაზიდვები ამ მიზეზითაც უფრო პოპულარული ხდება“, - აცხადებს  სოსო ჩხიკვაძე.

მიმდინარე წელი Boxette Georgia-სთვის საკმაოდ გამორჩეულია, რადგანაც კომპანიამ ამანათების გადამზიდი კომპანია Starling • სთარლინგ შეიძინა , რომელიც საქართველოში ამანათების ტრანსპორტირებას ახორციელებს ჩინეთიდან (საჰაერო და სახმელეთო გზით), თურქეთიდან და საბერძნეთიდან.

„მიმდინარე წელს ბევრი რამ შეიცვალა და მოხდა. დაახლოებით 4 თვის წინ კონკურენტი კომპანია შევისყიდეთ, რომელსაც თავისი მოცულობები ჰქონდა. ჰქონდა ათვისული ისეთი მიმართულებები, რომელიც მაშინ Boxette-ში არ გვქონდა. Starling-ის ბრენდი შენარჩუნდა და ახლა ერთი ბიზნეს ჯგუფის ნაწილი ვართ“, - აცხადებს Boxette Georgia-ს ხელმძღვანელი.


Boxette Georgia დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 5 ფილიას ფლობს და წლის ბოლომდე თბილისში (ვაკეში) კიდევ ერთი ფილიალის დამატებას აპირებს. 

Boxette ქართული წარმოშობის საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფია, რომელსაც გააჩნია ოფისები საქართველოში, უკრაინაში, უზბეკეთში, ამერიკაში, ჩინეთსა და თურქეთში.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა