მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7114
0.0009
flag
AZN 1.5844
-0.0003
flag
CNY 38.735
0.0051
flag
EUR 3.195
0.0343
flag
GBP 3.6831
0.0383
flag
KZT 53.66
0.0007
flag
TRY 0.0621
0
flag
USD 2.6937
-0.0004

ბოტსვანაში პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა

news image

აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, ბოტსვანაში, ქალაქ გაბორონეში, პირველი ქართული რესტორანი „იბერია“ გაიხსნა. 

„იბერია“ დააარსა ბოტსვანაში მცხოვრებმა ქართულმა ოჯახმა, ადგილობრივ ბიზნესმენებთან პარტნიორობით. რესტორანს უძღვება ქართველი შეფ-მზარეული, რომელიც სტუმრებს ნამდვილ, ავთენტურ ქართულ გემოებს სთავაზობს.

როგორც სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რესტორნის გახსნის ცერემონიას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში როლანდ ბერიძე, ასევე ბოტსვანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს წევრები, ბოტსვანის კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრო.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ - „გორგია“

27.01.2026.15:00

2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საერთაშორისო ოპერირებისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  „გორგიას“ გენერალურმა დირექტორმა თორნიკე გურულმა განაცხადა. მისი თქმით, 2026 წლის ძირითადი თემებია ასევე ქსელის გაფართოება საქართველოში

„2025 წელი „გორგიასთვის“ იყო ისტორიული, რადგან ჩვენ საცალო მიმართულებით 3 000 კვ/მ ობიექტი გავხსენით ერევანში და უფრო მეტად გავაფართოვეთ საერთაშორისო მიმართულება. სომხეთის გარდა აქტიურობა დავიწყეთ აზერბაიჯანშიც და ეს ორი მიმართულება „გორგიასთვის“ 2025 წელს ყველაზე პრიორიტეტული იყო.

2026 წლისთვის ჩვენ საერთაშორისო გაფართოებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებაში მეტი რესურსი ჩავდოთ და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საერთაშორისო ოპერირებისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივ ბაზარზე სტანდარტული ზრდა გვქონდა

2026 წლისთვის ძირითადი თემებია ასევე ქსელის გაფართოება საქართველოში. ჩვენ რამდენიმე ობიექტს დავამატებთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ თბილისში კიდევ ერთი ობიექტის დამატებაზე. ასევე უახლოეს პერიოდში გავხსნით ჩვენს ჰიპერმარკეტს ფოთში. თბილისში მალე გვექნება - გლდანში  „სითი მოლის“ რემონტის გამო დაკეტილი იყო ჩვენი ობიექტი და ამ ობიექტს ახლიდან გავხსნით. შესაბამისად 2026 წელს თბილისში 2 ობიექტი დაგვემატება. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ ორ სხვადასხვა ქალაქში ობიექტის გახსნაზე, რომელსაც მოგვიანებით დავაანონსებთ“, - განმარტავს თორნიკე გურული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა