მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101.6
-0.0037
flag
AZN 1.6036
-0.0003
flag
CNY 37.943
-0.0002
flag
EUR 3.1287
-0.0086
flag
GBP 3.6632
-0.0054
flag
KZT 52.43
-0.0012
flag
TRY 0.0689
-0.0001
flag
USD 2.727
-0.0006

“ბოსტოღანა“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

news image

ღვინის კომპანიაბოსტოღანა“, რომლის ისტორიაც 2021 წლიდან იწყება, ევროპის ბაზარზე ექსპორტისთვის ემზადება. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნინი ბაშარულმა განუცხადა.  

მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი გვაქვს, პირველად გავდივართ ევროპის ბაზარზე. ჯერ იყო ბერლინი, ახლა კი რომი„ბოსტოღანა“ ბაზარზე სულ ოთხი წელია არსებობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი აქტიურად ვმუშაობთ ბრენდის განვითარებასა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაზე. ჩვვენთვის ძალიან სასიამოვნოა, ის რომ შესაძლებლობა გვაქვს უცხოელ მომხმარებლებსაც წარვუდგინოთ ჩვენი უღალატო, ქიზიყური ღვინო. პარალელურად, აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ადგილობრივ გამოფენებსა და ფესტივალებში, რათა უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ქიზიყი და მზიანი ტიბაანის მიკროზონა, სადაც იბადება „ბოსტოღანა“ “, - ამბობს ნინი ბაშარული.

კომპანია ამჟამად ოთხი სახეობის ღვინოს აწარმოებს. ასორტიმენტს ახლახან დაემატაკახური მწვანე“ – 2023 წლის მოსავალი.

ამ ეტაპზებოსტოღანასპროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ოთხ სახეობას: ქისი, რქაწითელი, საფერავი და სულ ახლახანს გაყიდვაში ჩაეშვა კახური მწვანე - 2023 წლის მოსავალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს მხოლოდ ტრადიციულად დაყენებული, მაღალი ხარისხის ღვინო შევთავაზოთ, თუმცა ამავდროულად ვცდილობთ მუდმივად განვავითაროთ პროდუქტი. პარალელურად ვატარებთ მცირე ექსპერიმენტებსაც, რათა მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და განსხვავებული ღვინოები შევთავაზოთ ღვინის მოყვარულებს “, - აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.

ბოსტოღანასსხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი ფასეულობები და ღირებულებებია.

ჩვენი კონკრეტული უპირატესობა კომპანიის ფასეულობებსა და ღირებულებებშია, ჩვენ არ ვღალატობთ ღვინის დაყენების არცერთ წესს, მთელი პროცესი ჩვენს ხელშია. ღვინო, ბოთლში ჩამოსხმამდე უამრავ დეგუსტაციას გადის. თუ ვთლით რომ ის არ გვეკადრება და ადამიანის უღალატო თანმდევი არ იქნება ცხოვრების ნებისმიერ მომენტში იმ ღვინის მოსავალს გაყიდვაში არ ვუშვებთ “, - აცხადებს ნინი ბაშარული.

კომპანია აქტიურად მუშაობს, როგორც საექსპორტო ბაზრების, ასევე ასორტიმენტის გაფართოების მიმართულებით.

ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის ასორტიმენტის გაფართოება და ექსპორტის გაძლიერება. მიმდინარე ეტაპზე ვმუშაობთ ღვინის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო განსხვავებული პროდუქცია შევთავაზოთ. ამის პარალელურად, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით  ექსპორტის მიმართულებით.

გვჯერა, რომ ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე ღირსეულად უნდა ფასდებოდეს, როგორც ხარისხით, ისე ღირებულებით. გვინდა ამაში ჩვენი წვლილიც იყოს “, - განმარტავს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ ღვინის კომპანიაბოსტოღანამ“ 2021 წელს ტიბაანის მიკროზონაში მიიღო პირველი მოსავალი და იმავე წელს მომხმარებლებს შესთავაზა რეგიონისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები: ქისი, რქაწითელი და საფერავი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

19.06.2025.18:02

თბილისის ფოსტის ისტორიულ შენობაში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ განთავსების პირველი ობიექტია რეგიონში, რომელიც მსოფლიოში წამყვან სასტუმროების ორგანიზაციას - The Leading Hotels of The World-ს - შეუერთდა. პრესტიჟული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ნიშნავს. 

პროექტი „სილქ დეველოპმენტმა“ განახორციელა, ჯამურმა ინვესტიციამ 65 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც თიბისის დაფინანსება 19 მილიონი ევრო იყო. 

ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს ერთი მხრივ, შენობის ძველი, ისტორიული იერსახე, მეორე მხრივ კი, ინტერიერის თანამედროვე დიზაინი გამოარჩევს: “ტელეგრაფი” სხვადასხვა კატეგორიის 239 ოთახს და 7 განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და ჯაზკლუბს აერთიანებს; ასევე, მოიცავს საკონფერენციო სივრცეებსა და შეხვედრების ოთახებს. შენობის ზედა სართულზე გაიხსნება მსოფლიოში პირველი ბარი, რომელიც Rolling Stone-ის ბრენდირების ქვეშ იმუშავებს და სტუმრებს დედაქალაქის გამორჩეულ პანორამულ ხედებს შესთავაზებს. 

პროექტის დიზაინზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Neri&Hu იმუშავა, რომელსაც ისტორიული შენობების რეკონსტრუქციის უდიდესი გამოცდილება აქვს. 

ხაზგასახმელია, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და მშპ-ს დაახლოებით 7%-ს შეადგენს - სწორედ ამიტომ ტურიზმის ხელშეწყობა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2024 წლის მონაცემებით, ბანკის სასესხო პორტფელი ამ სექტორში 1.6 მილიარდ ლარს შეადგენს, 42%-მდე საბაზრო წილით კი თიბისი ბაზრის ლიდერია. 

„თიბისი და „სილქ როუდ ჯგუფი“ უკვე 10 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საერთო ღირებულებებით ვავითარებთ ქვეყნის ეკონომიკას. მეამაყება, რომ კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და თბილისში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა. საინტერესოა, რომ ორი წლის წინ თიბისიმ არქიტექტორ ლადო-ალექსი მესხიშვილის პროექტების გამოფენას უმასპინძლა, სადაც ფოსტის მაკეტიც იყო წარმოდგენილი, დღეს კი ამ შენობას თავისივე ისტორიული იერსახით სრულიად ახალი ფუნქცია მიენიჭა. დარწმუნებული ვარ, „ტელეგრაფი“ მალე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს მოიზიდავს“,- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

“ლადო ალექსი-მესხიშვილის და თეიმურაზ მიქაშავიძის არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ნიმუშს, ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობას, ახალი სიცოცხლე შესძინა რეკონსტრუქციამ და შესანიშნავმა დიზაინმა, რომელიც ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვან არქიტექტურულ კომპანიას Neri&Hu. სასტუმრო ტელეგრაფი არის რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის მნიშვნელოვანი ეტაპი. მჯერა, რომ ის თბილისში ახალი მიზიდულობის ადგილი გახდება უმაღლესი ხარისხის სერვისით და გამორჩეული დიზაინით”,- გიორგი რამიშვილი, “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა