მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

„ბორჯომის“ ახალი საწარმო მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც 120 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 600 სამუშაო ადგილი შეიქმნა - მარიამ ქვრივიშვილი

news image
„ბორჯომის“ ახალი საწარმოს გახსნა, მსგავსი პროექტები და ინვესტიციები ჩვენთვის უდიდესი სტიმულის მომცემია, რადგან ისინი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის როლს, ხაზს უსვამს, რომ ბიზნეს გარემო ქვეყანაში სტაბილურია”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“-ს ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიაზე.
კომპანია „ბორჯომის“ ახალი საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ქარხნის საწარმოო პროცესსაც გაეცნო. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის 135 წლიანი ისტორია გრძელდება და ვითარდება.
„ბორჯომი“ ჩვენი ქვეყნის უპირველესი, ყველაზე სახელგანთქმული და გამორჩეული სახელწოდებაა, რომელიც ქართული იდენტობის და სული სამარკო ნიშნადაც კი იქცა, როგორც ქართული ბუნების, მთის, წყაროს და ხასიათის გამომხატველი. მადლობა ბორჯომის მმართველ კომპანიას, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გასწია არსებული ბრენდის განვითარებისთვის და 120 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ამ საწარმოს ასაშენებლად“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მნიშნელოვანია, რომ საწარმომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და აქ დასაქმებული 600 ადამიანიდან ყველა ბორჯომელია, რაც ხაზს უსვამს კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს, რომ კომპანიის და საწარმოს წილი ადგილობრივი ეკონომიკის ზრდაში მზარდია.
„სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერობს რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში მაღალი ეკონომიკური ზრდით. ძალიან სტაბილურია ასევე დარგობრივი და სექტორული მიმართულებით განვითარება. ხაზგასაამელია სექტორის სავაჭრო ბრუნვის და ექსპორტის ზრდაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„IDS ბორჯომი საქართველო“-ს ახალი ქარხანა ყვიბისში გაიხსნა, ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოა.
მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, თავის დარგში ქარხანა საქართველოში ყველაზე დიდია - სიმძლავრე საწყის ეტაპზე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს. ამასთან, კომპანიის პორტფელს დაემატა ინოვაციური პროდუქტები: ლიმონათი ბორჯომისგან, ბაკურიანი ხილის გემოთი, ლიკანი არომატით.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკის სწრაფი და დინამიური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია სინერგია სახელმწიფო პოლიტიკასა და კერძო სექტორს შორის, რისი მაგალითიც სახელმწიფოსა და კომპანია „IDS ბორჯომ“-ს შორის თანამშრომლობაა.
„ეს არის ნათელი და კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი განვითარების გზას ადგას, შენარჩუნებულია სტაბილურობა, მშვიდობა, სწორი ბიზნეს გარემო, რომელიც ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა დღითიდღე იზრდებოდეს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა

12.09.2025.20:45

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა. რობოტები, ტიჯი 1 და ტიჯი 2, TAV Georgia-ს თანამშრომლები არიან და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგებიან.

„რაც შეეხება სერვისებს - ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. დღეს უკვე გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი - რობოტი ტიჯი 1, ასევე გვყავს რობოტი ტიჯი 2, რომლებიც 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოემსახურებიან. გარდა ამისა, ჩვენ ზამთრის სეზონს იმ პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ, რომლებსაც ყოველწლიურად ამ ორ აეროპორტში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან TAV Georgia-ს ​ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ TAV Georgia-ს ​ საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

სწორედ ამ ღონისძიებაზე წარადგინა TAV Georgia-მ რობოტი ტიჯი 1, რომელიც სტუმრებს სცენიდან მიესალმა და კომპანიის მიზნებსა და გეგმებზე სასაუბროდ „საკუთარი მენეჯერი“, თეა ზაქარაძე იხმო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა