„ბორბალო“ ახალი სერვისების დამატების პარალელურად საერთაშორისო გაფართოებისთვის ემზადება
ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი „ბორბალო“, რომელიც მძღოლებისთვის ავტომობილის მართვასა და ფინანსური პროცესების ადმინისტრირებას მნიშვნელოვნად ამარტივებს, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაზე აქტიურად მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ბორბალოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა კობა ჟღენტმა განაცხადა, „ბორბალომ“ რამდენიმე ქვეყანაში უკვე დააფუძნა საკუთარი კომპანია და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მძღოლებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდების უფლება მიიღოს და კონკრეტულ ბაზარზე ოპერირებას შეუდგეს.
„ბორბალო“ ამ ეტაპზე საქართველოს გარდა სხვა ბაზარზე ჯერ არ არის წარმოდგენილი, თუმცა კომპანია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო გაფართოებაზე. კერძოდ, მიმდინარეობს პროცესები ესპანეთის, თურქეთის, ლიტვისა და ბელარუსის ბაზრებზე. აღნიშნულ ქვეყნებში უკვე დაფუძნებულია იურიდიული პირები და მიმდინარეობს კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან, რომლებიც საგზაო ჯარიმების ადმინისტრირებაზე არიან პასუხისმგებლები.
„ბრენდის სახელწოდება სხვა ქვეყნებშიც შენარჩუნდება და სერვისები მომხმარებლებს იმავე - „ბორბალოს“ - სახელით მიეწოდება“, - განმარტავს კობა ჟღენტი.
კომპანიის დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ „ბორბალო“ ერთ-ერთ უცხოურ ბაზარზე წლის ბოლომდე გამოჩნდება.
„ცოტა რთული პროცესია, იმიტომ რომ, მაგალითად, საქართველოშიც კი, როცა ვიღებდით უფლებას, დაახლოებით ხუთი წელიწადი დაგვჭირდა, რომ შეგვეთანხმებინა ეს პირობა. პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ველოდებით, რომ რომელიმე ბაზარზე მაინც წლის ბოლომდე გარღვევა გვექნება და მივაღწევთ საბოლოო შეთანხმებას“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
კობა ჟღენტის განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე „ბორბალო“ წლიდან წლამდე სტაბილურად და მაღალი ტემპით იზრდება. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა 100%-ით გაიზარდა.
„ჩვენი ძირითადი მომსახურება ჯარიმების მიღებას, გადახდასა და შეხსენებებს მოიცავს. ასევე, განსაკუთრებით პოპულარულია ევაკუატორის გაფრთხილების სერვისი, როდესაც ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადასაყვანად მოინიშნება; მომხმარებელი დაუყოვნებლივ იღებს შეტყობინებას. ამ დროს, სანამ ევაკუაცია განხორციელდება, მძღოლს შესაძლებლობა აქვს ადგილზე მივიდეს და თავიდან აიცილოს ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა.
ეს ფუნქცია რეალურად მუშაობს და ძალიან ბევრ მანქანას ეხმარება ყოველდღიურად ჯარიმების თავიდან აცილებაში.
ვიტყოდი, რომ ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია არის ასევე რადარის ფუნქცია, სადაც მომხმარებლებს ვაჩვენებთ გზაზე კამერას და მათ ხედვის არეს. და ეს არის ყველაზე, შეიძლება ითქვას, ზუსტი რადარი, რაც შეიძლება არსებობდეს“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
„ბორბალოს“ მთავარი ღირებულება მძღოლებისთვის ისეთ ყოველდღიურ პრობლემებზე მუშაობაა, როგორიცაა დავიწყებული ჯარიმების მონიტორინგი, ტექდათვალიერების ვადების კონტროლი და პარკირების მართვა, რაც მომხმარებელს ზედმეტი საურავებისგან იცავს.
„ბორბალო“, რომელიც მძღოლებისთვის ყველაზე ფართო სახელმწიფო უწყებრივ ბაზას აერთიანებს, ბაზარზე პოზიციებს აძლიერებს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თბილისისა და სხვა მსხვილი ქალაქების მერიებთან ოფიციალური თანამშრომლობით, პლატფორმა მომხმარებელს ჯარიმების მართვისა და ავტომომსახურების ყველაზე სრულყოფილ სერვისს სთავაზობს, რასაც ერთი წლის წინ დამატებული ლოიალობის პროგრამა - „ჯადოსნური ბარათიც“ დაემატა.
საგულისხმოა ისიც, რომ ავტოასისტენტმა „ბორბალომ“ სააბონენტო ტარიფების ცვლილებისას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის თებერვლიდან მომსახურების ღირებულება ერთ-ერთი პაკეტის შემთხვევაში 2 ლარიდან 2.99 ლარამდე გაიზარდა, კომპანიამ ძველი მომხმარებლებისთვის პირობები უცვლელი დატოვა და ფასის მატება მხოლოდ ახალ აბონენტებზე გაავრცელა, რაც პლატფორმის მხრიდან ლოიალური აუდიტორიის მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითია.
„ბორბალოს“ მენეჯმენტი სამომავლოდაც მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნებაზე ორიენტირებულ საფასო პოლიტიკას აანონსებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფების მორიგი მატება არ იგეგმება, კომპანიაში განმარტავენ, რომ ფასების ნებისმიერი შესაძლო ცვლილება კვლავ ანალოგიური პრინციპით განხორციელდება: სიახლე მხოლოდ ახალ აბონენტებს შეეხება, ხოლო არსებული მომხმარებლებისთვის პირობები უცვლელი დარჩება. აღნიშნული სტრატეგია ხაზს უსვამს ბრენდის ერთგულებას ლოიალური აუდიტორიის მიმართ და მიზნად ისახავს იმ მაღალი ნდობის გამყარებას, რომელიც პლატფორმამ ბაზარზე ოპერირების მანძილზე მოიპოვა.
„ბორბალოს“ ტექნოლოგიურ უპირატესობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ექსკლუზიური ფუნქცია ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომობილების ჯარიმების დისტანციური მონიტორინგია. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისით სარგებლობა ამ დროისთვის სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზეც კი შეუძლებელია. ეს ფუნქცია განსაკუთრებით ღირებულია მათთვის, ვინც ავტომობილის რეექსპორტით ან იმპორტით არის დაკავებული, რადგან „ბორბალოს“ გარეშე მძღოლები ჯარიმების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ განბაჟების პროცესში იგებენ, რაც ხშირად უკვე გაზრდილი საურავებისა და მოულოდნელი ფინანსური ხარჯების მიზეზი ხდება. ამ ექსკლუზიური შესაძლებლობით პლატფორმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის როლს, როგორც ბაზარზე ყველაზე სრულყოფილი და პრაქტიკული ციფრული ინსტრუმენტი.
ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, „ბორბალო“ მომხმარებელს მასშტაბურ სიახლეებს ჰპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში აპლიკაციაში ვიზუალური განახლებები შედარებით იშვიათად ქვეყნდებოდა, ეს პროცესი კომპანიის შიდა, ფუნდამენტურ რეორგანიზაციას უკავშირდება. გუნდი ამჟამად არსებული მომსახურებების სრულ გადახედვასა და პლატფორმის ძირეულ ტრანსფორმაციაზე მუშაობს. პირველი მნიშვნელოვანი სიახლეები უკვე მომდევნო თვიდან გახდება ცნობილი, ხოლო ზაფხულის სეზონისთვის „ბორბალო“ მძღოლებისთვის რამდენიმე მსხვილი და საინტერესო ფუნქციონალის წარდგენას გეგმავს, რაც აპლიკაციის გამოყენების გამოცდილებას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.
„ბორბალო“ მუდმივად სიახლეების ძიებაშია და სწორედ ამიტომ სერვისების გაფართოებასა და გამრავალფეროვნებაზე აქტიურად მუშაობს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ მომხმარებლებს ავტომობილების ფასის განსაზღვრის ახალი სერვისი შესთავაზა.
„ჩვენი ერთ-ერთი ახალი მომსახურება არის „საბაზრო ღირებულება“. მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს თავისი ავტომობილის დეტალები: გარბენი, მდგომარეობა, ასაკი, და სისტემა განასაზღვრავს ავტომობილის საბაზრო ფასს დღევანდელი ბაზრის მიხედვით.
ფასის დადგენა დისტანციურად რამდენიმე წამში ხდება. სისტემა ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ანალიზს უკეთებს განცხადებებს სხვადასხვა ვებგვერდებზე, ჯგუფებში და ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას. ამის საფუძველზე მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურად ზუსტ შეფასებას. ჩვენი მონაცემებით, შეფასება საშუალოდ მხოლოდ 5%-ით განსხვავდება რეალური საბაზრო ფასისგან, რაც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის სერვისს მომხმარებლებისთვის“, - აცხადებს კობა ჟღენტი.
„ბორბალოსთვის“ პრიორიტეტულია გადახდების პროცესის მაქსიმალური გამარტივებაც, რის გამოც პლატფორმამ გადახდის მეთოდები მნიშვნელოვნად გააფართოვა. მომხმარებლების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია - Apple Pay-ით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია, რაც ტრანზაქციებს უფრო სწრაფს და უსაფრთხოს ხდის. კომპანია ამ მიმართულებით განვითარებას კვლავ აგრძელებს და უახლოეს პერიოდში აპლიკაციას Google Pay-ს მხარდაჭერა და საბანკო გადარიცხვების ფუნქციონალიც დაემატება. აღნიშნული განახლებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ბორბალო“ მუდმივად უსმენს თავის აუდიტორიას და ნერგავს იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომლებიც თანამედროვე მძღოლის ყოველდღიურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
„ბორბალოს“ პლატფორმის განვითარების პროცესში გადამწყვეტ როლს მომხმარებელთა უკუკავშირი ასრულებს, რაც კომპანიის პროდუქტის დახვეწის სტრატეგიულ ინსტრუმენტად იქცა. აპლიკაციის ფუნქციონალისა და დიზაინის დიდი ნაწილი სწორედ მომხმარებლების გამოცდილების ანალიზის შედეგადაა შექმნილი. კომპანია იყენებს უკუკავშირის ორმხრივ მექანიზმს: ჩაშენებულ ანალიტიკას, რომელიც მომხმარებლის ქცევასა და ნავიგაციას სწავლობს, და პირდაპირ კომუნიკაციას ცხელი ხაზისა თუ შეტყობინებების მეშვეობით. ამ მონაცემების საფუძველზე არაერთხელ შეიცვალა აპლიკაციის ინტერფეისი, დაიხვეწა ნავიგაციის კომპონენტები და დაემატა ისეთი მოთხოვნადი სერვისები, როგორიცაა პარკირების მართვა და რადარების მონიტორინგი.
მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინება პლატფორმისთვის უწყვეტი პროცესია. ამ ეტაპზე გუნდი აქტიურად მუშაობს ნავიგაციის ახალ ფუნქციებზე, რაც კვლავაც მძღოლების მიერ გამოთქმული ინიციატივებისა და მოთხოვნების შედეგია. „ბორბალოს“ გუნდის განმარტებით, სწორედ ეს არაპირდაპირი და პირდაპირი უკუკავშირის ანალიზი აძლევთ მათ შესაძლებლობას, შექმნან მაქსიმალურად ადაპტირებული და კომფორტული ციფრული გარემო, სადაც ნებისმიერი სერვისის მოძიება და გამოყენება მარტივი და ინთუიციურია.
„ბორბალომ“, რომელიც ბაზარზე ჯარიმების მენეჯმენტის პირველი ციფრული სისტემა იყო, მძღოლებისთვის განკუთვნილი სერვისების სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. პლატფორმის შექმნისას გუნდის მიზანი მხოლოდ ჯარიმების აღრიცხვა არ ყოფილა, თუმცა, ვინაიდან ეს მძღოლებისთვის ყველაზე მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენდა, სტარტაპმა პირველი ინტეგრაციები სწორედ ამ მიმართულებით განახორციელა. დღეისათვის კომპანია ოფიციალურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, რამაც „ბორბალოს“ საშუალება მისცა, ქვეყანაში ყველაზე ფართო უწყებრივი ბაზა შეექმნა. ამ სტრატეგიული პარტნიორობების შედეგია ისიც, რომ დღეს საქართველოში გადახდილი ჯარიმების მესამედი სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით მუშავდება.
ბაზარზე არსებული მზარდი კონკურენციისა და ათამდე „კლონი“ აპლიკაციის გამოჩენის ფონზე, მათ შორის მსხვილი ბანკებისა და ავტოკომპანიების მხრიდან, „ბორბალო“ ლიდერობას დეტალებზე ორიენტირებული მიდგომით ინარჩუნებს. სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, აქ ჯარიმების მართვა მხოლოდ გადახდას არ გულისხმობს; სისტემა ზუსტად ფილტრავს სტატუსებს, აფრთხილებს მომხმარებელს ფასდაკლების ვადებსა თუ აღსრულების მოახლოებაზე და ერთადერთია ბაზარზე, რომელიც ჯარიმის ადგილმდებარეობას რუკაზე ვიზუალურად გამოსახავს. გარდა ამისა, რთული იურიდიული მუხლები აპლიკაციაში გასაგები ენითაა განმარტებული, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, მომენტალურად აღიქვას დარღვევის შინაარსი.
ინოვაციური სერვისები და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა „ბორბალოს“ საშუალებას აძლევს, მძღოლებისთვის ყოველდღიური გამოწვევები მარტივად მოაგვაროს და ბაზარზე ლიდერი პოზიციაც შეინარჩუნოს.
სხვა სიახლეები
აიქეშის სავაჭრო პროგრამა კაფე-რესტორნებისთვის
27.02.2026.12:54
კაფე-რესტორანში დატვირთული საათები ყოველთვის გამოცდაა: ერთდროულად შემოდის ბევრი შეკვეთა, დარბაზი, ბარი და სამზარეულო პარალელურად მუშაობს. ამ დროს მცირე შეცდომაც კი სწრაფად აისახება სერვისზე, იზრდება ლოდინის დრო და უკმაყოფილო მომხმარებლის რიცხვი. ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია ერთიანი სისტემა, რომელიც
სავაჭრო პროგრამა აიქეში მომხმარებელს cloud-ზე დაფუძნებულ POS პროგრამას სთავაზობს. აიქეშის პროგრამა ამომწურავად და, შესაბამისად, საუკეთესოდ პასუხობს კაფე-რესტორნების მოთხოვნებს და საქმიანობას უმარტივებს.
დღევანდელ ბლოგში მოგითხრობთ, რა არის POS პროგრამა და ზუსტად როგორ დაეხმარება აიქეში თქვენს რესტორანს.
რა არის POS პროგრამა?
POS სისტემა (Point of Sale) კაფე-რესტორნისთვის არის ერთიანი პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც გაყიდვების პროცესს, მომსახურების ორგანიზებასა და ყოველდღიურ კონტროლს ერთ პლატფორმაში აერთიანებს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში მართავ შეკვეთებსა და მაგიდებს, ამზადებ და ხურავ ანგარიშებს, აკონტროლებ გადახდებს, აწყობ მენიუს და პარალელურად ხედავ მარაგებსა და ნაშთებს. როცა ყველა ოპერაცია ერთ სისტემაშია თავმოყრილი, პროცესი სტანდარტიზდება: ნაკლები დრო მიდის გადამოწმებაზე, მცირდება შეცდომების რისკი და მომსახურება უფრო სწრაფი და გამჭვირვალე ხდება როგორც პერსონალისთვის, ისე მენეჯმენტისთვის.
რატომ არის POS პროგრამა კარგი ინვესტიცია კაფე-რესტორნის ბიზნესისთვის
POS პროგრამა მომსახურებაში კარგი ინვესტიციაა, რადგან იგი სისწრაფესა და ხარისხს ერთდროულად აძლიერებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ობიექტი დიდი დატვირთვით მუშაობს. როცა დარბაზი, ბარი და სამზარეულო ერთ სისტემაშია დაკავშირებული, შეკვეთის გადაცემას მისი ზეპირად გადაცემა და დამახსოვრება არ სჭირდება და ინფორმაციის დაკარგვის რისკიც მინიმუმამდე დადის. პერსონალი ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს და აღარ უწევს მუდმივი გადამოწმება, რაც დროს ზოგავს და გუნდს უფრო ორგანიზებულს ხდის.
მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა სტატუსები და შეტყობინებები: მარტივად აკონტროლებ, შეკვეთა მიღებულია, მზადდება თუ უკვე გამზადდა. შედეგად, იკლებს ლოდინის დრო, მომსახურება უფრო სტაბილური ხდება და მომხმარებლის გამოცდილებაც უკეთესია, ნაკლები შეცდომა, მეტი სიზუსტე და უფრო სწრაფი რეაგირება.
რატომ აიქეში – როცა გჭირდება დისტანციური კონტროლი და უწყვეტი მუშაობა
როცა კაფე-რესტორნის მართვის დროს გჭირდება ერთდროულად სისწრაფე, კონტროლი და უწყვეტი მუშაობა, აიქეში ამ ყველაფერს ერთ სისტემაში აერთიანებს.
Cloud კონტროლი ნებისმიერი ადგილიდან – მენეჯერს ბიზნესის მონიტორინგი, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით, დისტანციურად შეუძლია; ხედავ გაყიდვებს მიმტანების, თარიღის, სივრცის და სხვა ფილტრებით, ასევე აკონტროლებ მიმტანების ოპერაციებს რეალურ დროში.
უწყვეტი მომსახურება და შეკვეთების შენარჩუნება – შეკვეთები სინქრონიზებულია დარბაზს, ბარსა და სამზარეულოს შორის; აკონტროლებ სტატუსებს (მიღებულია / მზადდება / მზადაა) და იღებ შეტყობინებას, როცა კერძი გამზადდება.
მაგიდების განლაგება და ვიზუალიზაცია – მაგიდებს ალაგებ ისე, როგორც რეალურად გაქვს სივრცეში; შეკვეთები მაგიდაზეა მიბმული და ცვლილებებისას მარტივად გადაწყობა და შეცვლაა შესაძლებელი.
KDS მიდგომა (პლანშეტით სამზარეულოში) – მზარეულები გამოიყენებენ პლანშტებს, სადაც სამზარეულო რეალურ დროში ხედავს შეკვეთებს და მათი მომზადების პროცესს.
მოწყობილობებთან ინტეგრაცია და პლატფორმების მხარდაჭერა – პლანშეტები, POS სისტემა და თერმული პრინტერები სინქრონულად მუშაობენ. პროგრამა თავსებადია Android-სა და Windows-თან, რაც არჩევანს გიმარტივებს.
ფასები, ფასდაკლებები და მარაგის კონტროლი – გაყიდვისას შეგიძლია შეცვალო კერძების ფასები და გააკეთო ფასდაკლება. მინიმალურ ნიშნულზე ინგრედიენტების შემთხვევაში მოდის ავტომატური შეტყობინება.
ამ ყველაფრის გამო, აიქეში კაფე-რესტორნის მართვას უფრო სტანდარტიზებულს და პროგნოზირებადს ხდის: შეკვეთები მოძრაობს სწრაფად, გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია უმჯობესედება, ხოლო მენეჯმენტს მუდმივად აქვს კონტროლისა და ანალიტიკის რეალური სურათი. როცა პროცესები ერთ სისტემაშია გაერთიანებული, მომსახურების ხარისხიც იზრდება და დატვირთული საათებიც უფრო მარტივად იმართება.
შეჯამება
POS პროგრამა კაფე-რესტორნისთვის არის გზა, რომ მომსახურება, ანგარიშსწორება, მარაგები და გაყიდვები ერთ სისტემაში მოაქციოს და ყოველდღიური ოპერაციები უფრო გამჭვირვალე გახადოს. აიქეში ამ პროცესს cloud-ზე დაფუძნებული პროგრამით ამარტივებს: როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად გეხმარება შეკვეთების სწრაფ მართვაში, პიკის საათებში შეცდომების შემცირებასა და ბიზნესის კონტროლში გეხმარება. როცა პროცესები სტანდარტიზებულია და მონაცემები ერთ სივრცეში ინახება, გადაწყვეტილებებს რეალურ სურათზე დაყრდნობით იღებ, სერვისი კი უფრო სტაბილური და ეფექტური ხდება.