მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

ბოლო პერიოდში ენერგეტიკის სფეროსადმი მზარდი ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის ყველა დარგისთვის, მათ შორის სამშენებლო-დეველოპერული სექტორისთვისაც - ელგუჯა თურმანიძე

news image

ELT Group  საკუთარ ობიექტებზე ჰელიოსისტემების განვითარებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ განცხადება ELT Group-ის დამფუძნებელმა ელგუჯა თურმანიძემ ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსიის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელი თემაც ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა იყო. როგორც თურმანიძემ განაცხადა, პროექტის განხორციელებით მიღებული ენერგია შიდა მოხმარების 20-25%-ს დააკმაყოფილებს. 

„ეს ფორმატი ახალი არ არის და ნამდვილად მისასალმებელია. თითქმის ყველა შეხვედრაში დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობ. ცხადია, მსგავსი ფორმატის საქმიანი დისკუსია და ინფორმაციის გაცვლა მხოლოდ პოზიტიური შედეგის მომტანია და დარგისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ ინიციატივებს და მიგვაჩნია, რომ რაც მეტი მსგავსი შეხვედრა გაიმართება, მით უკეთესია. სწორედ ამ დროს ხდება რეალური მსჯელობა პრაქტიკულ საკითხებზე, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, გამოსავალსა და სამომავლო გეგმებზე.

რაც შეეხება ეკონომიკური ფორუმის დღევანდელ ფორმატს, რომელიც ენერგეტიკის სფეროს შეეხებოდა - მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ათწლეულებია ენერგოდამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ბოლო პერიოდში ამ სფეროსადმი მზარდი ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის ყველა დარგისთვის, მათ შორის სამშენებლო-დეველოპერული სექტორისთვისაც. მასშტაბური განაშენიანების ფონზე, ენერგორესურსებზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება, რაც შესაბამის განვითარებას საჭიროებს.

გარდა ამისა, თავად ELT Group  დაინტერესებულია საკუთარ ობიექტებზე ჰელიოსისტემების განვითარებით. დაგეგმილი გვაქვს პროექტის განხორციელება დაახლოებით 20 ლოკაციაზე, რაც საკმაოდ დიდ მოცულობას მოიცავს. მიღებული ენერგია ჩვენი შიდა მოხმარების 20-25%-ს დააკმაყოფილებს. შესაბამისად, მივესალმებით მსგავს ინიციატივებს და სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ამ ტიპის ღონისძიებებში“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ. 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ენერგეტიკის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის - გიორგი მირცხულავა

17.04.2026.23:09

„სასიხარულოა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დახვეწა, შეიმუშავა და მივდივართ ენერგეტიკის სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის შესრულების მიხედვით. ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ქვეყნისთვის, არამედ სექტორში მომუშავე სამშენებლო კომპანიებისთვის, დეველოპერებისთვის, რადგან ჩვენ ყველა  ვხვდებით, თუ რა იქნება ის პრიორიტეტი, რომელსაც ქვეყანა უახლოეს ხანში განახორციელებს“, - განაცხადა კომპანია „ბემონის“ მმართველმა დირექტორმა გიორგი მირცხულავამ. 

ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვასა და სტრატეგიაზე, მიმდინარე რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. 
გიორგი მირცხულავას შეფასებით, დარგის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შეხვედრები, სადაც მთელი ენერგოინდუსტრიის მიერ ხდება სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივების დეტალური გაანალიზება. 
„ენერგეტიკის სექტორისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ არსებობდეს ჩარჩო მიდგომა, თამაშის წესები იყოს ნათელი, რისკენ მივისწრაფვით -  ამისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს კარგად გააზრებული, შეთანხმებული და გაზიარებული ყველა მოთამაშესთან. მხოლოდ ეს მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომ ქვეყანა გახდეს არა იმპორტზე დამოკიდებული, არამარტო თვითკმარი, არამედ შეძლოს თავისი ენერგოპროდუქციის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. შესაბამისად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის, დაგეგმილი - ჰიდრო, ქარის, მზის ენერგოპროექტები ჩვენ ამისკენ მიგვიყვანს. მაგრამ თუ გვინდა, რომ ამ მიზანთან გამარჯვებით მივიდეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ გეგმის მისაღწევად“, - აღნიშნა კომპანია ბემონის“ მმართველმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა