მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.2
0.0034
flag
AZN 1.5685
-0.0008
flag
CNY 39.422
-0.0005
flag
EUR 3.1043
-0.0028
flag
GBP 3.5911
0.0001
flag
KZT 54.23
-0.0016
flag
TRY 0.058
-0.0001
flag
USD 2.666
-0.0013
news banner

ბოლო პერიოდში ასორტიმენტი გაფართოვდა, როგორც ახალი ბრენდების დამატებით, ასევე არსებული ბრენდების ლიმიტირებული და კოლექციური გამოშვებებით - Exquisite

news image
mbc image

Exquisite  ორიგინალი ნიშური სუნამოების, თავის მოვლისა და სახლის ლუქს აქსესუარების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Exquisite - ის დირექტორს, ნინო გვენეტაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

კომპანია Exquisite აქტიურად აგრძელებს განვითარებას როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ მიმართულებით. 2024–2025 წლებში განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთდა ბრენდის პოზიციონირებაზე და ლიმიტირებულ ასორტიმენტზე. გაძლიერდა ლოგისტიკური პროცესები, გაფართოვდა მიწოდების არეალი და დაიხვეწა მომხმარებლის სერვისი. ასევე მიმდინარეობს ციფრული არხების აქტიური განვითარება.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მიმდინარე ასორტიმენტი მოიცავს ავთენტურ, ლუქს და ნიშ სუნამოებს, კოსმეტიკას, აქსესუარებსა და სასაჩუქრე სეტებს. ბოლო პერიოდში ასორტიმენტი გაფართოვდა როგორც ახალი ბრენდების დამატებით, ასევე არსებული ბრენდების ლიმიტირებული და კოლექციური გამოშვებებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იშვიათ და ექსკლუზიურ პროდუქტებს, რაც Exquisite-ის მთავარ განსხვავებას წარმოადგენს ბაზარზე.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა საერთო ჯამში მზარდია. შეინიშნება მომხმარებლის ინტერესის ზრდა ავთენტური, ორიგინალი და ლიმიტირებული პროდუქტების მიმართ. ტენდენცია მიანიშნებს, რომ მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას ხარისხს, ბრენდის სანდოობასა და უნიკალურობას, ვიდრე მასობრივ პროდუქტებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა

02.06.2026.18:16

„თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბურმა საგაზაფხულო კამპანიამ „ქალი მართავს“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. უკრაინის პრესტიჟულ კრეატიულ დაჯილდოებაზე Kyiv International Advertising Festival (KIAF), რომელიც გამორჩეულ და ინოვაციურ სარეკლამო პროექტებს ავლენს, „თეგეტას“ კამპანიამ სარეკორდო რაოდენობის ჯილდო - 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო - დაიმსახურა.

კამპანია, რომელიც კრეატიულ სტუდია JoyBoy-სთან კოლაბორაციით შეიქმნა, მიზნად ისახავს იმ მრავალმხრივი უნარების ხაზგასმას, რომლებითაც ქალები ნებისმიერ, მათ შორის სტერეოტიპულად მასკულინურ პროფესიებსა და საქმეებს წარმატებით ართმევენ თავს. პროექტის მთავარი საიმიჯო ვიდეორგოლი სხვადასხვა სფეროს 27 ძლიერ ქალს აერთიანებს: მექანიკოსებს, სატვირთოს მძღოლებს, მეშახტეებსა თუ ექიმებს - მათ, ვინც თავიანთი საქმით ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ მართვა არა გენდერის, არამედ შინაგანი ძალის, ცოდნისა და მონდომების საკითხია.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ კი, Kyiv International Advertising Festival-ზე ასეთი აღიარება ჩვენთვის უდიდესი სიამაყეა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ნათლად გვეჩვენებინა, რომ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს არ შეუძლიათ. ეს კამპანია ჩვენთვის განსაკუთრებით ავთენტიკურია, რადგან „თეგეტას“ 30-წლიან ისტორიაში მას პირველად მართავს ქალი. მოპოვებული საერთაშორისო აღიარება გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, გავაგრძელოთ გენდერულად თანასწორი გარემოს შენება.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი:„ქალების მხარდაჭერა „თეგეტასთვის“ არა მხოლოდ მარტის კამპანია, არამედ ჩვენი ყოველდღიური სტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. KIAF-ზე 11 ჯილდოს მოპოვება კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ გზავნილი, რომელიც ამ კამპანიაში ჩავდეთ, უნივერსალური და ძლიერია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა იდეამ და კრეატიულმა შესრულებამ საერთაშორისო ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გვჯერა, რომ სტერეოტიპების მსხვრევა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ ასეთი თანმიმდევრული, სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი“.

 

კამპანიის კრეატიულ კონცეფციასა და შემოქმედებით პროცესზე საუბრობს JoyBoy-ს ქოფირაითერი სოფო ლომინეიშვილი„ამ პროექტზე მუშაობა ჩვენთვის უდიდესი შემოქმედებითი და ემოციური გამოწვევა იყო. გვინდოდა, შეგვექმნა რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სარეკლამო რგოლია -მიზნად ვისახავდით რეალური, ძლიერი ქალების ავთენტიკური ისტორიების ჩვენებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ვიდეოში მონაწილე 27-ვე ქალი საკუთარი სფეროს ნამდვილი გმირია. უკრაინის კრეატიულ დაჯილდოებაზე მიღებული 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო არის იმის დასტური, რომ გულწრფელ იდეებსა და სწორ ემოციურ ვიზუალს საზღვრები არ აქვს. ვამაყობთ „თეგეტასთან“ პარტნიორობით, რომელმაც მოგვცა სრული თავისუფლება ამ თამამი იდეის განსახორციელებლად.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერისთვის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა არა ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი CSR სტრატეგიის ნაწილია. კამპანია „ქალი მართავს“ ზუსტად პასუხობს კომპანიის შიდა კორპორაციულ კულტურასა და ღირებულებებს.

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა