მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მზის პანელების ფასი დაახლოებით 30%-ით არის გაიაფებული - დავით შვანგირაძე

news image

ქვეყანაში მზის ენერგია, ყოველწლიურად უფრო პოპულალური და მოთხოვნადი ხდება, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მზის პანელებზეც. კომპანია Green Energy, რომელიც კერძო და ინდუსტრიულიმზის სადგურების მშენებლობის სეგმენტში წლებია ოპერირებს და მაღალი ხარისხის მიწოდებაზეა ორიენტირებული, 2025 წელს ექსპლუატაციაში კასპში მდებარე პირველ ინდუსტრიულ მზის ელექტროსადგურს გაუშვებს. როგორი იყო Green Energy-თვის 2024 წელი, რა მოლოდინებია დაგეგმებია 2025 წლისთვის, Business Insider Georgia კომპანია Green Energy-ს დამფუძნებელს დავით შვანგირაძეს ესაუბრა.

2024 წელი ზოგადად ენერგეტიკულ სექტორში, საკმაოდ პროდუქტიული და დატვირთული იყო.  ჩვენმა კომპანიამ 7 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის სადგურების დამონტაჟება შეძლო და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვთვლი, რომ  ჩვენს მიერ აშენებული პირველი ინდუსტრიული  1.95 მგვტ  მზის ელექტროსადგურია, რომელიც სულ მალე ჩაეშვება ექსპლუატაციაში.

რამდენად გაზრდილია მოთხოვნა მზის პანელების მონტაჟზე, მზის სადგურების მშენებლობაზე და როგორია Green Energy-ის შეფასება ამ თვალსაზრისით?

Green Energy 8 წელზე მეტია ოპერირებს განახლებადი ენერგიის, კერძოდ მზის ელექტროსადგურების პროექტირებისა და მონტაჟის მიმართულებით. ბოლო წლები კი განსაკუთრებით აქტიური იყო ამ მიმართულებით. რეალურად პანდემიის შემდეგ მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია.  ცხადია, ნეტო აღრიცხვამ ეს სექტორი ძალიან განავითარა და ამის პარალელურად დავიწყეთ ინდუსტრიული სადგურების მშენებლობა. Green Energy-მ პირველი ინდუსტრიული მზის ელექტრო სადგურის სამუშაოები სწორედ გასულ წელს 2024 ში დაიწყო.

რაც შეეხება 2025 წლის გეგმებს, როგორც მოგეხსენებათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გადააჭარბა გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის (890 მგვტ) 12%-იანი ზღვარს, შესაბამისად ნეტო აღრიცხვა „ენერგო პროს“ შემთხვევაში მხოლოდ 100 კვტ იქნება, ნეტო აღრიცხვიდან გადავდივართ ნეტ ბილინგის სისტემაზე. ცხადია ბიზნესისთვის, რომელებსაც 500 კვტ ხელსაყრელი იყო, ახლა მათთვის ნეტო აღრიცხვაში ჩართვა არახელსაყრელი იქნება. ცვლილებებით დაიწყო წელი, ვნახოთ რა იქნება შემდეგ.

Green Energy მზის პანელების მოწოდების თვალსაზრისით რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთდა რამდენად დივერსიფიცირებული გაქვთ ეს მიმართულება? თქვენი ორიენტირი კლიენტზე მორგებული ხარისხის მიწოდებაა, თუ თამასა მხოლოდ მაღალ ხარისხზე გიჭირავთ?

ზუსტად ასეა, ჩვენ ყოველთვის მთავარი იყო, ხარისხზე  ვიყავით ორიენტირებულები წლების გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამე გვასწავლა და ეს ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ წარმოვადგენთ Yingli Solar-ს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 1998 წლიდან არის მზის პანელების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი. ჩვენ აღნიშნულ კომპანიასთან დაახლოებით 8 წელია ვთანამშრომლობთ, რომელიც მომხმარებლებს საკმაოდ გამართულ სერვისს და გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. დამატებითი ბენეფიტი მათი მხრიდან პანელების დაზღვევაა. პანელებს ევროპული სადაზღვევოები ემსახურებიან, რადგანაც დაზღვევის საკითხი საქართველოში არც ისე მარტივია. აქედან გამომდინარე ის არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც ევროპული სადაზღვევოთი, ანუ ევროპული ოფისით აზღვევს ჩვენს მიერ მიწოდებულ მზის პანელებს.

რატომაა მზის პანელების დაზღვევის კუთხით რთული ვითარება, უბრალოდ ბაზარინაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება, სადგურის მფლობელს არ უღირს ზედმეტი ხარჯის გაწევა, თუ თავად სადაზღვევო ბიზნესისთვის არ არის მომხიბვლელი მიმართულება?

ფრანჩაიზის დაზღვევა ჯდება ძვირი. კი აზღვევენ, მაგრამ ძალიან მაღალი ტარიფებით და კომერციულად არამომგებიანია მათთვის, ვინც იმონტაჟებს პანელებს. აქედან გამომდინარე, Green Energy-ის მომხმარებლები უკვე დაზღვეულები არიან, რადგანაც Yingli Solar-ის ​პანელებზე ვრცელდება ევროპული დაზღვევა.

რაც შეეხება თავად მზის პანელების ფასებს, მოთხოვნის და ამ სექტორი კონკურენციის ზრდის ფონზე რა მიმართებით შეიცვალა და თქვენს შემთხვევაში რა მდგომარეობაა?

ჩვენს შემთხვევაში პანელების ფასები საკმაოდ მიმზიდველია. ზოგადად მზის პანელების საბაზრო ღირებულება საკმაოდ შემცირებულია. მსოფლიო ტენდენციაა ასეთი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მზის პანელების ფასი დაახლოებით 30%-ით არის გაიაფებული და დღეს საკმაოდ მიმზიდველი ტარიფებია.

Green Energy-ს პორტფელის მაგალითზე, მზის პანელებზე მოთხოვნა საქართველოს რომელ რეგიონშია?

ამ შემთხვევაში საკმაოდ აქტიურია კასპის ტერიტორია, კახეთი. რეალურად ყველაზე მეტად მაინც აღმოსავლეთ საქართველო.

მზის სადგურების მონტაჟზე კომპანიების მხრიდან მოთხოვნის გაჩენა გასაგებია, მაგრამ რამდენად არის მოთხოვნა კერძო პირებიდან? მოსახლეობაში ეს კულტურა რამდენად გაიზარდა?

მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც გაზრდილია. მზის ელექტროსადგურები ჩვენს ცხოვრებაში უკვე ჩვეულებრივ ატრიბუტად იქცა. ადრე თუ ვინმეს დარწმუნება იყო საჭირო, დღეს ეს ასე აღარ არის. მზის ელექტროსადგურებმა თავისი სიტყვა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით თქვა და კომპანიებმა, ვინც თავდაპირველად დავიჯერეთ ამ მიმართულების საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ მის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებაში. ასევე, ვფიქრობ ჩვენი კომპანია მცირე წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე სწორედ, პირველი ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურის მშენებლობით.

როგორია ე. წ. მწვანე ენერგიის წილი მთლიან ენერგეტიკაში და რა გათვლები გაქვთ კომპანიაშიუახლოესი 10 წლის განმავლობაში?

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა 2023 წლის მდგომარეობით 76%-ით იყო დამოკიდებული განახლებადი ენერგიის წყაროებზე. ამ მაჩვენებლით, საქართველომ მსოფლიოში 36-ე პოზიცია დაიკავა, რადგანაც ქვეყნების უმეტესობაში განახლებადი ენერგიას მთლიან ელექტრო გამომუშავებაში გაცილებით ნაკლები წილი უკავია. ჩემი პროგნოზით დაახლოებით წელს ინდუსტრიაში არამხოლოდ ჩვენი კომპანია, არამედ სხვა კომპანიებიც კიდევ უფრო გააქტიურდნენ და დაიწყებენ ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების მშენებლობას, რაც როგორც უკვე ავღნიშნე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის მნიშნველოვანი ნაბიჯია. ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურის მშენებლობა არ არის მხოლოდ კომპანიის და ინვესტორის წარმატება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობის მნიშნველოვანი ფაქტორია.

რა არის დღეს Green Energy-ის კონკურენტული უპირატესობა, რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი კომპანია და თქვენი სერვისები?

Green Energy-ის გუნდი ყოველთვის იყო დაკომპლექტებული ახალგაზრდებით, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არა ერთი წარმატებული კადრი გავზარდეთ და გულწრფელად მიხარია, თითოეულის წარმატება. ის, რომ Green Energy-ს წლების გამოცდილება აქვს, ეს მომხარებელმა ძალიან კარგად იცის. არ ვწყვეტთ განვითარებას, და ჩვენი მიმართულება მოითხოვს ყოველდღიურ ზრდასა და სწავლას, ეტაპ-ეტაპ ვსწავლობთ და ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი და ლიდერობა ჩვენი სექტორის მიმართულებით.

რკო

ახალი კოლექცია

--> news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მსხვილი პროექტები, 100%-იანი დატვირთვა და ექსპორტის ზრდა - Rolf Deckenkonstruktionen მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების გეგმებზე

13.05.2026.18:00

Rolf Deckenkonstruktionen უჯრედული ჭერების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან საწარმოს მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ბეკარაშვილმა ისაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე ძირითადი სიახლეები?

მიმდინარე წელი მაღალი აქტივობით დაიწყო, დაგვიდასტურდა რამდენიმე მსხვილი პროექტის დაკვეთა უმსხვილესი დეველოპერული კომპანიებისაგან (მეტროპოლი, VR Holding და სხვა). დღეის მდგომარეობით, საწარმო 100%-ით არის დატვირთული. ასევე გავაფორმეთ 10-ზე მეტი საექსპორტო კონტრაქტი აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში. პარალელურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოო ხაზების გადაირაღება და ოპტიმიზაცია წარმადობის ზრდისათვის, რომ ზაფხულის სეზონისთვის თავიდან ავიცილოთ ზეგანაკვეთური წარმოების ხარჯები.

17-19 აპრილს წარმოდგენილი ვიყავით Caucasus Buildi 2026-ის სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი გვქონდა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი და მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ROLF-ის ხარისხს რეალურ სივრცეში გაცნობოდნენ. გამოფენამ მოსალოდნელზე მეტად წარმატებულად ჩაიარა და შედეგად ახალი საექსპორტო ქვეყნებიც გამოიკვეთა, რომელთან დაკავშირებითაც სიახლეებს ივლისის თვიდან ველოდებით.

რა ცვლილებები შეიტანეთ პროდუქტებში/სერვისებში მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად?

2026 წელს პროდუქტებსა და სერვისებში რაიმე რადიკალური ცვლილებების შეტანა არ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ უკვე 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და ჩვენი სისტემა სრულად ოპტიმიზირებულია მომხმარებელთა ინტერესებზე. ვინარჩუნებთ უმაღლეს პრემიალურ ხარისხისს, როგორც პროდუქციის ნაწილში ასევე ჩვენი სერვისების მიმართულებით, რასაც შესაბამისად აფასებს ჩვენი მომხმარებელი. გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ROLF ერთგვარ ხარისხის ნიშნად იქცა ქართულ ბაზარზე და დეველოპერებისათვის როლფის ჭერების გამოყენება პროექტებში უკვე დამატებითი პრესტიჟულობისა და საიმედოობის სიმბოლო გახდა.

რა გამოწვევებს აწყდება დღეს კომპანია ბაზარზე და როგორ პასუხობთ მათ?

ძირითად გამოწვევად ისევე როგორც წინა წლებში დაბალი ხარისხის პროდუქციასთან კონკურენცია რჩება. მეტალის ჭერის სისტემები კონსტრუქციულად იწყობა და საკმაოდ რთულია, მომხმარებლისთვის ხარისხის განსხვავების ახსნა საბოლოო შედეგებამდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა დამკვეთს ამ მიმართულებით ტექნიკური განათლება არ აქვს. ყოფილა შემთხვევები, როცა დაბალი ფასით მოხიბლული მომხმრებელი იძენს სხვა დაბალხარისხიან პროდუქციას, შედეგს მხოლოდ დასრულებულ ეტაპზე ხედავს და საბოლოოდ კვლავ ჩვენი სისტემებით ანაცვლებენ. წინა წლებში მსგავსი შემთხვევები უფრო მრავლად იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ცნობიერება უფრო გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილია ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნაც.

ინფორმაციისთვის, ROLF-ის საწარმო მდებარეობს თბილისში, აბელ ენუქიძის 11-ში. შედგება საწარმო სრულად აღჭურვილია თანამედროვე ევროპული საწარმოო მანქანა-დანადგარებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა