Bogveli შვედეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს
Bogveli საკუთარი პროდუქციის შვედეთის ბაზარზე შეტანას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ბოგველმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„შვედეთის ბაზარზე ვფიქრობთ ჩვენი პროდუქციის შეტანას. სწორედ ამ მიზნით ვიმყოფებოდით შვედეთში, სადაც გვქონდა რამდენიმე შეხვედრა იქაურ ადგილობრივ წარმომადგენლებთან. სტოკჰოლმში ვიყავით, სადაც მუნიციპალურ ხელმძღვანელებს შევხვდით და გვითხრეს რომ დაგვაკავშირებენ კომპანიებს, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ჩვენთან პარტნიორობის სურვილი. შვედეთში, ადგილობრივი წარმოება მაქსიმალურად დაბალ დონეზეა. ხარჯებიდან გამომდინარე ძირითადად, წარმოება აქვთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა მათთვის წარმოების მიმართულებით. გარდა ამისა, შევხვდით საქართველოს ელჩს შვედეთში ბატონ ირაკლი ხუცურაულს, რომელთან ერთადაც გავიარეთ ჩვენი კომპანიის გეგმები, გავაცანით ჩვენი საქმიანობა, ისტორია, საექსპორტო პოტენციალი და თავის მხრივ, სურვილი გამოთქვა ჩვენი ხელშეწყობის და მოგვაწოდა ინფორმაცია შვედეთის ბაზართან დაკავშირებით თუ რა შეიძლება რომ გაკეთდეს, რათა შევძლოთ ამ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის რეალიზება “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ბოგველი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ასორტიმენტის დაახლოებით 80%-ი არის ქუდები, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის და არის ასევე Unisex მოდელებიც. გარდა ამისა, კომბინაციაში არის კლასიკური ტანისამოსი, რომელიც ქუდთან ერთად კომბინირებულად იწარმოება იგივე ქსოვილითა და იგივე დეტალებით. ეს არის პიჯაკი, ჟილეტი და შარვალი.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).