ბმულით გადახდა მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად მნიშვნელოვანია - PILANI Ceramics
მცირე თუ დიდი ბიზნესების ხელშეწყობას საქართველოს ბანკი კვლავ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს გადახდების მენეჯერი ასრულებს. მისი მეშვეობით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ელ-კომერციის პლატფორმებზე ან ფიზიკურ მაღაზიებში სრულად დისტანციურად მოითხოვონ. ახლახან პლატფორმას ახალი სერვისი — ბმულით გადახდა დაემატა. თუ სოციალური ქსელებით ვაჭრობთ და თქვენი ბიზნესისთვის ვებგვერდი არ გაქვთ, ახალი სერვისი საშუალებას გაძლევთ, რომ მომხმარებელს პირდაპირ ბმული გაუგზავნოთ და გადახდის პროცესი გაუმარტივოთ.
კერამიკის სახელოსნო PILANI Ceramics, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ ხელნაკეთ ჭურჭელსა და ინტერიერის დეკორს სთავაზობს, საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელია და ონლაინ გადახდებსაც ხშირად იყენებს. როგორია სახელოსნოს ისტორია და გამოცდილება, ონლაინ გადახდის რა მეთოდებს იყენებს და რა მოლოდინებია ბმულით გადახდასთან დაკავშირებით — ამ საკითხების შესახებ Pilani Ceramics-ის თანადამფუძნებელი, ირინა გლოველი, გვესაუბრა.
"PILANI Ceramics არის კერამიკის სახელოსნო, რომელიც ორი წლის წინ სამმა მეგობარმა დავაფუძნეთ მას შემდეგ, რაც კერამიკაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა სტუდიაში მივიღეთ. მაშინ ზუსტად ვიცოდით, რომ სწორედ კერამიკა აერთიანებს იმ შემოქმედებით თუ ბიზნეს შესაძლებლობებს, რასაც ჩვენს მომავალ საქმიანობას დავუკავშირებდით. დღეს სახელოსნოში ვქმნით კერამიკის მრავალფეროვან ნაკეთობებს, რომლებიც საკუთარ ისტორიას ჰყვება, შემდგომში კი ამ ისტორიის ნაწილი ჩვენი თითოეული მომხმარებელი ხდება. PILANI Ceramics მომხმარებელს ხელნაკეთ ჭურჭელსა და ინტერიერის დეკორს სთავაზობს. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ დიზაინერებთან, კორპორატიულ დამკვეთებთან და მათთვის სასურველ ინტერიერის დეტალებსა თუ სხვა ნაკეთობებზე ვმუშაობთ. ჩვენი ბიზნესის საცალო გაყიდვების დიდი წილი სწორედ ონლაინ გაყიდვებზე მოდის. აქედან გამომდინარე, ონლაინ გადახდების გამოყენება ძალიან ხშირად გვიწევს და ბიზნესის ზრდასთან ერთად იმატებს“ — ამბობს ირინა გლოველი.
გადახდის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ანგარიშის ნომრის თუ სხვა დეტალების გაზიარებას მოითხოვს, ბმულით გადახდა ზოგავს დროს და კომფორტულია როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის. მომხმარებლისთვის შექმნილი სასიამოვნო გამოცდილება კი გაყიდვების ზრდაზეც აისახება. გარდა ამისა, როგორც ირინა გლოველი აღნიშნავს, ბმულით გადახდა მომხმარებლის მხრიდან ბიზნესისადმი სანდოობასაც გაზრდის.
"ამ ეტაპზე ვიყენებთ ბიზნეს ანგარიშზე ჩარიცხვის მეთოდს, რომელიც მომხმარებლისთვის საბანკორეკვიზიტების გაზიარებას გულისხმობს. პროდუქტის ყიდვის შემდეგ, მომხმარებელს უწევსგადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადმოგზავნა დამატებით, რაც გარკვეულწილადდისკომფორტია მისთვის და უხერხულობას იწვევს კომუნიკაციაში. ვფიქრობ, ბმულით გადახდისსერვისი მომხმარებელთან კომუნიკაციას ძალიან გაგვიმარტივებს. გარდა იმისა, რომ უშუალოდგადახდის პროცედურა იქნება მარტივი, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უსაფრთხოებადა სანდოობა ჩვენსა და მომხმარებელს შორის. ამ მეთოდით საშუალება გვექნება სოც. ქსელებითმიღებული მოთხოვნის შესაბამისად, შევქმნათ საგადახდო ბმული და მომხმარებლისგან მივიღოთთანხა“, — აღნიშნა ირინა გლოველმა.
ბმულით გადახდის მოდული გადახდების მენეჯერს უკვე დაემატა. ბმულით გადახდის მოდული საშუალებას გაძლევთ, უკვე დაგენერირებული ბმულის მეშვეობით მიღებული ტრანზაქციები შეამოწმოთ და ასევე, ბმულის სტატუსის, სახელისა და თარიღის შესახებ სრული ინფორმაციაც მიიღოთ. ამასთანავე, მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ახალი ბმულის შექმნაც შეგიძლიათ და შემდგომ გაყიდვების ანალიტიკის წარმოებაც.
"ვფიქრობ, ბმულით გადახდის გამოყენებით მომხმარებელთან გამარტივდება კომუნიკაცია და აღარ შეიქმნება უხერხულობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნა იწვევს. გარდა ამისა, ბიზნესის მართვის პროცესში ჩვენი ბიზნესი მეტად დაცული იქნება თანხის მიღებისა და აღრიცხვის ნაწილშიც. ონლაინ გაყიდვების ზრდასთან ერთად, მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტის შეთავაზებაა საჭირო, რომელიც მას შეძენის პროცედურას უმარტივებს და მაქსიმალურად უსაფრთხოა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბმულით გადახდა მომხმარებლისთვის საჭირო კომფორტის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ირინა გლოველი.
თუ ჯერ არ გაგიაქტიურებიათ ბმულით გადახდის სერვისი, ამას ბიზნეს მენეჯერიდან მარტივად შეძლებთ. გადახდის მეთოდებში უნდა აირჩიოთ ბმულით გადახდა და კი "ახალი ბმულის შექმნას"დააჭიროთ.
სხვა სიახლეები
03.10.2025.16:29
ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის ისეთი საბანკო სერვისების შეთავაზება, რომლებიც მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ.
კამპანიის არსი და ბიზნესის მხარდაჭერა
ხათუნა ჭელიძის თქმით, ლიბერთი უკვე ხუთი წელია აქტიურად ოპერირებს ბიზნესისა და აგრო დაკრედიტების ბაზარზე და ამ პერიოდში მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი. „ეს კამპანია არის წინა აქტივობების გაგრძელება. ჩვენთან ერთად ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და უფრო თამამად გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს სრულ საბანკო სერვისებს – საოპერაციო მომსახურებას, ელექტრონულ კომერციას, ციფრულ ბანკინგს და სხვა პროდუქტებს,“ აღნიშნა ჭელიძემ.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის
ლიბერთის მონაწილეობა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და Mercy Corps-ის მიერ მხარდაჭერილ სამწლიან პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. „პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების ტრენინგები 1600-მდე ახალგაზრდა მეწარმისთვის. საბოლოოდ, დაფინანსდა 60 ბიზნეს იდეა, სულ 1.2 მილიონი ლარის ოდენობით და 215 ადამიანი დასაქმდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის, ოთხი რეგიონის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.
ინოვაციები და საერთაშორისო აღიარება
ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.
„ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და კომპლექსური მომსახურების მიწოდება. ინოვაციური გადაწყვეტილებები – საერთაშორისო გადარიცხვები, ციფრული სერვისები და ბიზნესისთვის მორგებული პროდუქტები – ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,“ განმარტა ჭელიძემ.
სამომავლო გეგმები
ლიბერთის სტრატეგია მომავალში კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ყველა ახალი ინიციატივა მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი სიახლეებიდან გამოვყოფდი Cash-in ბანკომატების ქსელის გაფართოებას, რომელიც მომხმარებლებს ოპერაციების სწრაფად განხორციელების საშუალებას აძლევს, ასევე – ბიზნეს მობაილ ბანკის დანერგვას, იურიდიული პირებისთვის. კამპანია „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ კი რეალური ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც ყველა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას გააფართოოს ბიზნესი და გაზარდოს შემოსავალი,“ დაასკვნა ხათუნა ჭელიძემ.