მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

ბიზნეს შეთავაზებები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ვაჭრობის სექტორისთვის

news image

საქართველოს ბანკი  მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, ვაჭრობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებები მოამზადა.

შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოლოგიურ თუ სხვა მიმართულებებზე. მათ შორისაა:

  1. ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება 3 თვიანი უფასო პერიოდით Nexia-სგან

Nexia Georgia-ს მცირე ბიზნესისთვის შექმნილი პროექტი - Nexia 4SME საქართველოს ბანკის სასტარტო ნაკრების მომხმარებლებს 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასო ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისს სთავაზობს.

Nexia Georgia საერთაშორისო საბუღალტრო და საკონსულტაციო გლობალური ქსელის, Nexia-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. იგი 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და 700-ზე მეტ მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს უწევს მომსახურებას აუდიტის, ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიული მიმართულებებით.

  1. 40%-იანი ფასდაკლება FollowUP CRM-ზე 3 თვის განმავლობაში

FollowUP CRM ერთიანი, მულტიფუნქციური პლატფორმაა ქართული ბიზნესისთვის, რომელიც აერთიანებს CRM-ს, ყველა საკომუნიკაციო არხს, ქართულენოვან AI თანამშრომელს, მარკეტინგის, გაყიდვებისა და პროცესების ავტომატიზაციას, ჯავშნებს, ანალიტიკას და სხვა მრავალ ინსტრუმენტს. 

ბიზნესშეთავაზება მოიცავს: 50%-იან ფასდაკლებას დანერგვის ღირებულებაზე; პირველი 3 თვე 40%-იან ფასდაკლებას ყოველთვიურ სააბონენტოზე; 10 ავტომატიზაციას უფასოდ; პერსონალური ციფრული ბიზნეს კონსულტანტისა და პერსონალური ტექნიკური კონსულტანტის მომსახურებას, ასევე გლობალურ განახლებებს უფასოდ.

  1. გაყიდვების სტრატეგია 35%-იანი ფასდაკლებით სოლუშენერისგან

სოლუშენერის ბიზნესკონსულტანტების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელშესახები კომერციული უპირატესობის მოპოვებასა და გაყიდვების ზრდაში უწყობს ხელს. 

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სოლუშენერი ბიზნესანალიტიკასა და ბაზრის მიმოხილვას უფასოდ, ხოლო ყველა დანარჩენ სერვისზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ესენია: გაყიდვების, მარკეტინგის და PR-ის ერთიანი სტრატეგიის შექმნა; ბიზნემოდელის შერჩევა ან განახლება; პროდუქტების და ფასების ფორმირებაან განახლება; კომერციული გუნდის დაკომპლექტება; კომპეტენციების განახლება და ტრენინგები.

  1. ინდივიდუალური ბიზნესქოუჩინგი BPN Georgia-სგან

შვეიცარიული ორგანიზაცია BPN Georgia საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ ქოუჩინგს და საქმიანობის გაანალიზებას. 

შეთავაზების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ ვორკშოპს, სადაც:

  • შეისწავლით ბიზნესგეგმისა და ფინანსური გეგმის შედგენის ძირითად პრინციპებს
  • მიიღებთ ექსპერტების მხარდაჭერას ბიზნესგეგმის დამუშავების პროცესში
  • დაინახავთ თქვენს კონკურენტულ უპირატესობას, ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და რისკებს 
  • დაისახავთ კონკრეტულ მიზნებს, შეიმუშავებთ სტრატეგიას და სხვა.

BPN Georgia საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 25 წელია, მსოფლიოს 5 ქვეყანაში ბიზნესის მხარდამჭერ გრძელვადიან პროგრამას წარმატებით ახორციელებს. 

  1. 25%-იან ფასდაკლება აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია MOORE abc-ისგან 

MOORE abc აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის − Moore Global Network Limited-ის − დამოუკიდებელი წევრ-კომპანიაა. ქსელი მოიცავს 600-ზე მეტ ოფისს 113 ქვეყანაში, სადაც გაერთიანებულია 30 000-ზე მეტი თანამშრომელი.

შეთავაზება მოიცავს ფასდაკლებას შემდეგ სერვისებზე:

  • ფინანსური და საგადასახადო აუდიტი
  • ბუღალტრული აღრიცხვა და წლიური ანგარიშგების მომზადება
  • ინვესტიციის დადასტურება
  • ქონების / ბიზნესის შეფასება
  • სხვა საკონსულტაციო მომსახურება.

აღმოაჩინეთ სხვა შეთავაზებები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფიზიკის აუდიოკონსპექტები უკვე ხელმისაწვდომია – საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის კამპანია „გამოცდები 2025“ გრძელდება

16.07.2025.10:55

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ხანის აკადემიასთან თანამშრომლობით, კამპანიას „გამოცდები 2025“ ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოუსმინონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც სხვადასხვა საგამოცდო საგანში ძირითადი თემებისგანმტკიცებაში დაეხმარებათ.

ახლახან აუდიოკონსპექტებს ფიზიკაც დაემატა. 

მასალებზე წვდომა მარტივია: აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა აუდიოლექციებს პირდაპირ SoundCloud-ზე მოუსმინონ, ან დაასკანერონ ქალაქის მასშტაბით მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსებული QR კოდები.

წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა