მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

„ბიზნესკურსი გაძლევთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომ იდეები მომგებიან ბიზნესად აქციოთ“ - ლიკუნა ლომთათიძე

news image
mbc image

ბიზნესის წამოწყებისა თუ მისი განვითარების პერიოდში არაერთი კითხვა ჩნდება: როგორ ან საიდან დავიწყოთ, რა არის წარმატებისთვის საჭირო… სწორედ ასეთ შეკითხვებზე საპასუხოდ, წლების წინ საქართველოს ბანკმა საგანმანათლებლო პლატფორმა - ბიზნესკურსი შექმნა. ბიზნესკურსი დარგის სპეციალისტების მიერ შექმნილ კურსებს მოიცავს და ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ფარავს, რომელიც შეუფერხებელი საქმიანობისთვისაა საჭირო. მარკეტინგი, გაყიდვები, ფინანსები, AI - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელთა  შესახებ კურსები ნებისმიერი მსურველისთვის ციფრულად ხელმისაწვდომია. 

 

ბიზნესკურსის ერთ-ერთი სტუდენტია ლიკუნა ლომთათიძე, რომელმაც ელექტრონული კომერციის კურსი გაიარა. ლიკუნა არტ დირექტორი და კონცეპტუალური სთორითელერია. თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან. 5 წელია, რაც კრეატივის, ბრენდინგისა და რეკლამის სფეროშია დასაქმებული, ცოტა ხნის წინ კი მუშაობა ბერლინში დაფუძნებულ საკომუნიკაციო და PR სააგენტო aktcomm-ში დაიწყო. 

 

იგი გვიამბობს, თუ რატომ დაინტერესდა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსით და რამდენად კმაყოფილია მიღებული ცოდნით:

რას საქმიანობთ და რატომ დაინტერესდით ბიზნესკურსით?

გულის სიღრმეში ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. ყოველთვის მაოცებდა კრეატივის შესაძლებლობები და მასშტაბი, მაგრამ არანაკლებ მიმზიდველი და საინტერესო იყო ბიზნესის მხარეც. სწორედ ამიტომ, ვგეგმავ ჩემი “boutique advertising agency”-ს ჩამოყალიბებას და მოდის ინდუსტრიაში ბიზნესის დაწყებას. ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი რაღაც, რაც შემოქმედებითი და არაორდინალურია, თუმცა ამავდროულადჭკვიანური, სტრატეგიული და მოგებიანი

 

საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის კურსმა ჩემი ყურადღება მიიქცია, რადგან ის ჩემთვის საინტერესო ორ სამყაროს აერთიანებდა: კრეატიულობასა და ბიზნესს. გამოცდილების ძიების პროცესში მივხვდი, რომ მხოლოდ კარგი იდეები საკმარისი არაა, არამედ ისიც უნდა იცოდე, თანამედროვე ბაზარზე მათი პოზიციონირება და გაყიდვა როგორ უნდა მოახერხო. ამ კურსმა კი როგორც შემოქმედებით მეწარმეს, მომცა ინსტრუმენტები, რომლებიც სუფთა იდეებიდან რეალურ სამყაროში გასვლაში დამეხმარა

 

თავიდან როგორ აღმოაჩინეთ Businesscourse.ge და რატომ გადაწყვიტეთ რეგისტრაცია?

ეს კურსი პირველად სოციალური ქსელების დახმარებით აღმოვაჩინე და ჩემი ყურადღება მალევე მიიპყრო. მთავარი ფაქტორი ის აღმოჩნდა, რომ კურსი ორგანიზებული იყო საქართველოს ბანკის მიერ, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კომპანიად მივიჩნევ. ჩავთვალე, რომ თუ დიდი ბანკი ასეთ საგანმანათლებლო პროგრამაში ინვესტიციას ახორციელებს, ეს ნამდვილად ღირებული იქნებოდა. კურსზეც დავრეგისტრირდი, რადგან ისეთი უნარების შეძენა მსურდა, რომლებიც იდეებს მოქმედებაში მოიყვანდა და საკუთარი ბიზნესის დაწყებაში დამეხმარებოდა

 

გვიამბეთ, როგორი იყო სწავლის პროცესი?

სასწავლო პროცესი სასიამოვნო და ინფორმაციული იყო. კურსი შედგებოდა მოკლე წინასწარ ჩაწერილი ვიდეოებისგან, რომელთა აღქმა ძალიან მარტივი იყო. კურსი რამდენიმე საათში დავამთავრე, ეს ფაქტი კი ძალიან მომეწონა, რადგან იყო იდეალური ხანგრძლივობის, ნაკლებად გადატვირთული და ამასთანავეღირებულებით სავსე. რაც შეეხება ლექტორს, ყველაფრის ნათლად ასახსნელად მას შესანიშნავი ხერხი ჰქონდა, თხრობა კი მთელი დროის განმავლობაში ძალიან სასიამოვნო იყო. კურსი დაიწყო ელექტრონული კომერციის ზოგადი მიმოხილვით, შემდეგ გადავიდა პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე, პლატფორმის ვარიანტებსა და მათი ეფექტურად გამოყენების გზებზე

 

როგორ შეაფასებდით მიღებულ ცოდნას? დაგეხმარათ თუ არა პრაქტიკულ საქმიანობაში?

 

ელექტრონული კომერციის კურსი მხოლოდ თეორიული გაკვეთილებისგან არ შედგება, არამედ კურსი მოიცავს რეალურ ინსტრუმენტებს, პლატფორმებსა და მიდგომებს, რომლებიც უშუალოდ ბიზნესის დაწყებას ან მართვას ეხება. ჩემთვის ამგვარი მიდგომა ძალიან სასარგებლო იყო. რადგან ამჟამად ვმუშაობ როგორც კრეატიული სააგენტოს, ასევე ონლაინ მოდის ბრენდის შექმნის პროცესზე, ამ კურსმა კი ნათელი საწყისი წერტილი მომცაადრე მქონდა შემოქმედებითი ხედვა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, თუ როგორ წარმემართა ბიზნესის მხარე. ახლა კი მესმის, როგორ ვიფიქრო სტრატეგიულად: როგორ ავირჩიო პლატფორმები და დავწერო ბიზნეს და შემოქმედებითი გეგმა, რომელიც ბიზნეს  სამყაროში მუშაობს

 

რას ურჩევდით მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს Businesscourse.ge-ზე დარეგისტრირდეს თუ არა? 

 

თუ ამ კურსების გავლას ფიქრობთ, ასეც მოიქეცით. მნიშვნელობა არ აქვს რა გამოცდილება გაქვთჩემნაირად შემოქმედებით ინდუსტრიას მიაკუთვნებთ თავს თუ უფრო ბიზნესზე ხართ ორიენტირებული, რადგან ბიზნესკურსი ღირებულ ინფორმაციას გთავაზობთ

 

ბიზნესკურსი გაძლევთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რეალურ სტრუქტურასა და თავდაჯერებულობას, რომ იდეები მოგებიან ბიზნესად აქციოთ. მივხვდი, რომ არ არის საჭირო დაელოდო როდის იქნები "მზად", უბრალოდ საჭიროა სწორი საფუძველი და ეს კურსი ზუსტად ამას გაძლევს

 

თუ თქვენ ხართ ცნობისმოყვარე, ამბიციური ან უბრალოდ გსურთ გაიგოთ, როგორ გადააქციოთ თქვენი უნარები და ოცნებები რეალობად, ბიზნესკურსი იდეალური პირველი ნაბიჯია. ზოგჯერ უმნიშვნელო გადაწყვეტილებამ, მაგალითად, ონლაინ კურსზე დარეგისტრირებამ, შეიძლება თქვენი ოცნების მომავლის კარი გააღოს

 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360°  ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ინვესტორების სტაბილურ ინტერესთან ერთად, კორპორაციულ გარიგებებში ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობაც მზარდ დინამიკას ავლენს - ირაკლი გილაური

06.06.2026.12:54

Georgia Capital-მა პორტფელში არსებული m²-ი გაყიდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერია. აღნიშნული გარიგება შეესაბამება GCAP-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებულ საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.

გარიგებას უმნიშვნელო, თუმცა დადებითი გავლენა აქვს GCAP-ის ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებაზე (NAV), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით.

აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკ-პროფილის გაუმჯობესების ფონზე, კომპანია ლიკვიდობის ბუფერის სამიზნე მოცულობას 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. ეს, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გაანგარიშებული პრო-ფორმა NCC კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.1%-ს მიაღწევს.

GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა:

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ბიზნესმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა საცხოვრებელი უძრავი ქონების პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკის უწყვეტი ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი რესურსების ფორმირებას და განსაკუთრებით მიხარია, რომ საერთაშორისო ინვესტორების მუდმივი ინტერესის პარალელურად, კორპორაციულ ტრანზაქციებში ადგილობრივი ინვესტორების მონაწილეობაც მზარდია.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა